ეფემია მესხი ( 11 ივლისი 1862-1941) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1882 წელს პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისის პროფესიულ თეატრში მაკო საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე და შეასრულა ლუიზას როლი ბაიარისა და ვარერბუხის კომედიაში "პარიზელი ბიჭი"; ამის შემდეგ 1885 წელს მუშაობდა თბილისის თეატრში. 1885-1894წწ. კოტე მესხის მიერ დაარსებულ ქუთაისის პროფესიული დასის მსახიობია; 1894 წელს ბრუნდება თბილისის თეატრში. 1907-1910წწ.
მუშაობდა ქ. ბაქოს ქართულ თეატრში, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორიც თვითონ იყო; ასრულებდა როგორც კომედიურ, ისე დრამატულ როლებს: ქეთევან დედოფალი (ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), ტურფა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), დედა (ი. ჭავჭავაძის "დედა და შვილი"), თამარი (ა. წერეთლის "თამარ ცბიერი"), ზეინაბი ( ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), მარინე (ვ. გინიას "და-ძმა"), შუშანა (გ. უნდუკიანის "პეპო"), ოფელია, დეზდემონა (ი. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვ. ე. მესხი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, წერდა მოგონებებს. ქართველი მსახიობისა და რეჟისორის, კოტე მესხის და.