კოტე მესხი ( 1 მაისი 1857-1914) დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პუბლიცისტი, რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ პარიზში აქვეყნებდა წერილებს ფრანგულ თეატრზე. იყო მუდმივი თეატრის დამფუძნებელი. 1874 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1879 მიიწვიეს მსახიობად თბილისის მუდმივ პროფესიულ დასში.
1894 წლიდან როგორც მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა თბილსის დრამატულ თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გოჩა (ა. წერეთლის "თამარ ცბიერი"), რუსთაველი (კ. მესხის "რუსთაველი"), ოტია (ვ. გუნიას "და-ძმა"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან"), ოტელო, პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ოტელო", "ჭირვეულის მორჯულება"), ტარტიუფი ( მოლიერის "ტარტიუფი") და სხვა. ხელი შეუწყო ქართულ სცენაზე ფრანგული დრამატურგიის დამკვიდრებას. მან პირველმა ჩამოიტანა პარიზიდან ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე" და თავადვე თარგმნა. იგი არის ავტორი 30-მდე ორიგინალური თუ გადმოკეთებული პიესა.