სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი ● იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
ბაბა ჰა­სან დეი (მესხი) (1791-1798) ალჟირის მმართველი წარმ. მესხეთი, სამცხე ჯავახეთი
ბმულის კოპირება

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი მესხი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

597       ბეჭდვა

ბაბა ჰა­სან დეი (მესხი) (1791-1798) ალჟირის მმართველი წარმ. მესხეთი, სამცხე ჯავახეთი

ბაბა ჰა­სან დეის (1791-1798) ალ­ჟი­რის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. მას აქე­ბენ რო­გორც ევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი, ისე არა­ბე­ბი. ამე­რი­კე­ლი ჰენ­რი ბარნ­ბი კი თა­ვის წიგნ­ში "ალ­ჟი­რის ტყვე­ე­ბი" ჰა­სა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე თავს უთ­მობს და მას­ზე სა­უ­ბარს იწყებს იმით, რომ სიდი ჰა­სა­ნი ქარ­თვე­ლი იყო.

ეს ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის სა­ი­მონ ლუ­კა­სის მიერ ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან ჰენ­რი დუნ­დას­თან გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­და­ნაც ირ­კვე­ვა. თურ­ქუ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, მისი სა­ხე­ლია ჰა­სან ბინ იუ­სუფ აჰის­კა­ლი, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ჰა­სა­ნი ახალ­ცი­ხე­ლი გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი მეს­ხი იყო.

1730-იანი წლე­ბი­სათ­ვის, ახალ­ცი­ხის სა­ფა­შოს დიდ­გვა­რო­ვან­თა უმე­ტე­სო­ბა მაჰ­მა­დი­ა­ნი იყო, გლე­ხო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი ისევ ინარ­ჩუ­ნებ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბას. თუ ჰა­სა­ნი მუს­ლი­მი იყო, მა­შინ იგი ალ­ჟირ­ში მამ­ლუ­ქის ან მო­ნის სა­ხით ვერ მოხ­ვდე­ბო­და. ბრი­ტა­ნულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვი­გებთ, რომ ჰა­სა­ნი ალ­ჟირ­ში ძალ­ზე ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და და ჯა­რის­კა­ცად ან ია­ნიჩ­რად, ალ­ბათ, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ე­წე­რა.


ლუ­კა­სის თა­ნახ­მად, ჰა­სა­ნი სხარ­ტი გო­ნე­ბის პატ­რო­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მა­მა­ცი პი­როვ­ნე­ბა იყო, მან სა­ზღვაო საქ­მე საკ­მა­ოდ სწრა­ფად შე­ის­წავ­ლა. მალე ჰა­სანს ხო­მალ­დის კა­პიტ­ნის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს და 1770 წელს შავ ზღვა­ში რუ­სეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვაო ბრძო­ლებ­ში ალ­ჟი­რის გე­მე­ბის მე­თა­უ­რად მი­ავ­ლი­ნეს. 1775 წელს ეს­პა­ნე­თი ალ­ჟირ­ზე თავ­დას­ხმი­სათ­ვის გა­მა­ლე­ბით ემ­ზა­დე­ბო­და. იმ­ჟა­მინ­დელ­მა მმარ­თველ­მა მუ­ჰა­მად დე­ი­მაც და­ი­წყო ომი­სათ­ვის მზა­დე­ბა და ამას­თან, სტამ­ბოლ­ში სულ­თან­თან შუ­ამ­დგომ­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ჰა­სა­ნი გაგ­ზავ­ნა. უკან გა­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ჰა­სა­ნი უკვე სას­ტი­კად და­მარ­ცხე­ბულ­მა ეს­პა­ნე­ლებ­მა გზა­ში და­ა­ტყვე­ვეს და ეს­პა­ნეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს.

მუ­ჰა­მად დეიმ საფ­რან­გე­თის კონ­სულს სთხო­ვა დახ­მა­რებოდა ეს­პა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან ჰა­სა­ნის გა­მოხ­სნა­ში. მცი­რე და­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ, ჰა­სა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს­პა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას ჰა­სან­მა ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა ბურ­ბო­ნებ­თან და გა­სამ­რჯე­ლოდ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ეს­პა­ნუ­რი დო­ლა­რიც მი­ი­ღო. მას ეს­პა­ნეთ­სა და ალ­ჟირს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა დაეს­პა­ნე­ლი ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და.

ამ დრო­ი­სათ­ვის ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო მზად იყო მშვი­დო­ბი­სათ­ვის. ალ­ჟირ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჰა­სა­ნი სხვა­დას­ხვა და­სავ­ლელ დიპ­ლო­მა­ტებ­თან მარ­თავ­და შეხ­ვედ­რებს. ამა­ვე დროს იგი წე­რილს უგ­ზავ­ნის საფ­რან­გე­თის მე­ფეს ლუი XVI-ს და მად­ლო­ბას უხ­დის იმის­თვის, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ეს­პა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ში. ირ­კვე­ვა, რომ ჰა­სა­ნი კარ­გად ფლობ­და ეს­პა­ნურ ენას და ჯერ საზღვაო მი­ნის­ტრის (ვა­ქილ ალ-ჰა­რიჯ), მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის (ჰაზ­ნა­ჯი) თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. მუ­ჰამ­მად დეის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1791 წლის 13 ივ­ლისს, ია­ნიჩ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, ჰა­სა­ნი ალ­ჟი­რის დეის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აირ­ჩი­ეს.

ეს­პა­ნეთ­მა ჰა­სან­თან და­დე­ბუ­ლი ად­რინ­დე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ქა­ლა­ქი ორა­ნი ალ­ჟირს და­უთ­მო. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლება შვე­დეთ­თან, პრუ­სი­ას­თან და სხვა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თა­ნაც გა­ფორმ­და. სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო ასე­ვე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თა­ნაც, რო­მელ­თა­ნაც ალ­ჟი­რი მუდ­მი­ვად ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა გახ­სნეს გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტე, სა­დაც ამ დრომ­დე მაღ­რი­ბელ მე­კობ­რე­ებს არ ატა­რებ­დნენ. ალ­ჟი­რე­ლებ­მა ამით ისარ­გებ­ლეს, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო ხო­მალ­დებს თავს და­ესხნენ და მრა­ვა­ლი ამე­რი­კე­ლი მე­ზღვა­უ­რიც და­ა­ტყვე­ვეს. მათ ჯერ კი­დევ 1785 წლი­დან ჰყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი 21 ამე­რი­კე­ლი მე­ზღვა­უ­რი ქა­ლაქ ალ­ჟირ­ში.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: 1793 წელს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ვა­შინგტო­ნი ალ­ჟი­რის დე­ის­თან მო­რიგ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იწყებს და ჰა­სან­თან გა­მოც­დილ დიპ­ლო­მატს დე­ვიდ ჰამფრის აგ­ზავ­ნის, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის ელჩი იყო ეს­პა­ნეთ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ შედ­გა, დეიმ ელჩი არ მი­ი­ღო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ვა­შინგტო­ნის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხა და თა­ვის ამე­რი­კელ მდი­ვანს ქა­ს­ქართს მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­სუ­ხიც უკარ­ნა­ხა. ამ პა­სუ­ხის ერთი ვერ­სია ნიუ იორ­კის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქი­ვებ­ში ინა­ხე­ბა.

მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა გავ­ცნო­ბო­დი ქა­ს­ქარ­თის მიერ შედ­გე­ნილ ამ დაუთა­რი­ღე­ბელ წე­რილს, რომ­ლის ორი­გი­ნა­ლი ამ­ჟა­მად ნიუ იორ­კის ბიბ­ლი­ო­თე­კაში ქა­ს­ქარ­თის პი­რად არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა. ჰა­სან დეი ჯორჯ ვა­შინგტონს წერ­და, რომ იგი მი­ე­სალ­მე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და სა­ჭი­როდ თვლის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კა­სა და ალ­ჟირს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას.

უც­ნო­ბია, გა­იგ­ზავ­ნა თუ არა ეს წე­რი­ლი ამე­რი­კა­ში. რო­გორც არ უნდა იყოს, ამე­რი­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯორჯ ვა­შინგტო­ნი­სა და ახალ­ცი­ხე­ლი ქარ­თვე­ლის, იმ­ჟა­მად ალ­ჟი­რე­ლი მმარ­თვე­ლის პირ­ვე­ლი მი­მო­წე­რა ნაკ­ლე­ბად შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მხო­ლოდ 1796 წელს გა­ნახ­ლდა ალ­ჟირ­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი კონ­სუ­ლის – დო­ნალდსო­ნის მეშ­ვე­ო­ბით და დეის ამე­რი­კე­ლი მდივ­ნის ჯე­იმს ქა­ს­ქარ­თის გამ­ჭრი­ა­ხო­ბა რომ არა, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბაც ჩა­იშ­ლე­ბო­და და მრა­ვა­ლი ამე­რი­კე­ლი ტყვე, მო­ნის სტა­ტუ­სით, ისევ ალ­ჟირ­ში დარ­ჩე­ბო­და.  ამბები.გე მანანა გაბრიჟიძე


ალჟირის პირველი ქართველი მეფე - ჰასან დეი, იგივე "მესხი ჰასანი"

მე-16 საუკუნის დასაწყისში ის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქალაქი ალჟირი ოსმალეთის მაღრიბის პროვინციის მთავარ ქალაქად იქცა და მომდევნო 300 წლის განმავლობაში მას მართავდნენ სულთნის მიერ დანიშნული ბეილარბეგები, რომელთაც შემდგომში "დეის" წოდება მოიპოვეს. ალჟირელ დეითა შორის იყვნენ ქართველებიც, რომელთაც თავიანთი ნიჭითა და მონდომებით დიდი როლი ითამაშეს ალჟირის აღზევებასა და აყვავებაში.

ალჟირში ქართველები, ბუნებრივია ოსმალეთის გავლით ხვდებოდნენ. საქართველოდან მოტაცებული და მონად გაყიდული ტყვეები სტამბოლისა და ოსმალეთის მონების სხვა ბაზრობებზე იყიდებოდნენ. მართალია ტყვეთა უმეტესი ნაწილი ეგვიპტესა და ერაყში იყიდებოდა, მაგრამ სტამბოლელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა განმგებლები მათ ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. სწორედ ამ გზით მოხვდა ქართველთა უმეტესობა ალჟირში, ტუნისსა და ტრიპოლიში.

ალჟირში ქართველები დაწინაურდნენ მე-18 საუკუნეში, როდესაც საფაშოს უმაღლესი თანამდებობა რამდენიმე ქართველმა დაიკავა. მათგან აღსანიშნავია ჰასან დეი, რომელიც არსებული ევროპული და ოსმალური წყაროების მიხედვით, ახალციხელი მესხი იყო. ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა აღმოჩნდა და თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იდგა. ალჟირში ჩასული ევროპელი მოგზაურების აღწერით, ის ყოფილა სხარტი გონების პატრონი, საკმაოდ განათლებული და მამაცი პიროვნება. კარგად შეუსწავლია საზღვაო საქმე და თავი გამოუჩენია, როგორც ალჟირელი კორსარების, მეკობრეების მეთურს. 1770 წელს ის მეთაურობდა ალჟირელთა მთელ ესკადრას და მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში, რომლის დროსაც შავ ზღვაზე იბრძოდა რუსული ფლოტის წინააღმდეგ. 1775 წელს ალჟირელებმა მოიგერიეს ესპანელთა დიდი სამხედრო ექსპედიცია და სტამბოლში ამ გამარჯვების ცნობის ჩატანის პრივილეგია სწორედ ჰასანს ხვდა წილად. ჰასანმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და სულთნისათვის სპეციალური მოხსენებაც მოამზადა, რომელშიც საკუთარ თავს სწორედ "ახალციხელად" მოიხსენიებს. ალჟირში დაბრუნების შემდეგ ჰასანი ალჟირის საზღვაო მინისტრად მსახურებდა, აქტიურად იყო ჩაბმული მეკობრეობა~ში და იმდენად დიდ ზიანს აყენებდა ევროპულ და ამერიკულ სავაჭრო ინტერესებს, რომ ესპანეთი და აშშ იძულებულნი გახდნენ გადაეხადათ გასამრჯელო (მათ შორის ძვირადღირებული საჩუქრები და სამხედრო ხომალდიც) ალჟირისათვის. 1791 წელს ჰასანი ალჟირის ახალ მმართველად აირჩიეს. მომდევნო 8 წლის განმავლობაში 1799 წლამდე "ბაბა ჰასანმა" როგორც მას უწოდებდნენ, დაამყარა წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-თან. აღსანიშნავია, რომ ჰასანს მიმოწერა ჰქონდა ისეთ სახელმწიფო ლიდერებთან, როგორიც იყო აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, საფრანგეთს მონარქი ლუი მე-16 და სხვები.

წყარო ინტერმედია.გე





მესხი ტიმოთე გერმანეს ძე მართლმ. მღვდელი 1905-1917წწ ჩონთოს ღმრთისმშობლის შობის ეკლესია საჩხერე

2 0

მესხი - გვარის 38 ღვთისმსახური

1 0

ზურაბ მესხი დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-1993წწ ფონდი მოლოდინი

2 0

ნუგზარ მესხი 1958-1993წწ. გარდ. გულრიფში, აფხაზეთი.

2 0


გრიგოლ მესხი 1884-1971წწ. მხატვარი,სოფ. კორდი ამბროლაური, რაჭა.

1 0


სერგეი მესხი 1845-83წწ მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი დაბ. რიონი, წყალტუბო, იმერეთი

1 0


ეფემია მესხი 1862-1941წწ მსახიობი დაბ. ქუთაისი,იმერეთი.

1 0


კოტე მესხი 1857-1914წწ დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პუბლიცისტი, რეჟისორი.დაბ. ქუთაისი,იმერეთი.

1 0


ლალი მესხი (1949) მოცეკვავე,მსახიობი. დაბ. ბილისი.

1 0


მიშა მესხი (უმც.) (1982) მსახიობი.თბილისი.

1 0


მიხეილ მესხი 1937-1991წწ ევროპის ჩემპიონი ფეხბურთი წარმ. ქუთაისი

1 1

1 0 0


ლეილა მესხი დ.1968დ. ოლიმპიური პრიზიორი ჩოგბურთი წარმ. ქუთაისი

5 0

3 0 1


მესხიშვილი ზვიად გიორგის ძე დაბ. 17 ოქტომბერი 1972წ. შალაური (თელავი) ეთნომუსიკოსი, დუდუკი, კლარნეტი.
მესხიშვილი თალიკო 1950-იანი ხალხური სიმღერა, მომღერალი
მესხიშვილი ფირუზა 1950-იანი ახმეტა, მომღერალი, ხალხური სიმღერები.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
დავით ფეიქრიშვილი ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1