ლალი მესხი ( 17 ივნისი 1949) მოცეკვავე,მსახიობი.
დაბადების: ქ. თბილისი.
დაამთვრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს.
1965 წელს, პირველი კურსის სტუდენტი დავით რონდელმა მიიწვია ფილმში "პიერი-პოლიციის თანამშრომელი". პოპულარობა მოუტანა მთვარმა როლმა მუსიკალურ კომედიაში "შეხვედრა მთაში" (ნ. სანიშვილი, 1966), სადაც პარტნიორობა გაუწია ბუბა კიკაბიძეს.
მიიღო გერმანიის კ/სტ "დეფას" მიწვევა ორ სათავგადასავლო ფილმში: "თეთრი მგლები" (კ. პედცოლდი, 1969) და "შევარდენის კვალი" (გ. კოლდიცი, 1969). მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "მალე გაზაფხული მოვა"(ო. აბესაძე, 1967), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969, ლია), "გოგონა და ჯარისკაცი"(თ. ფალავანდიშვილი, 1970, ირინე), "იქ, ჩემთან" (ზ. ხალვაში, 1990), "მიზერერე" (ზ. ხალვაში, 1991) და სხვ.
გოეკომეტიჩთან ერთად