სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1755 წელი, ყვარლის ბრძოლა  28 სექტემბერი, ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. მეფე ერეკლე II გამჭრიახობით ომი მოიგეს. ყვარელი, კახეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

778       ბეჭდვა

1755 წელი, ყვარლის ბრძოლა 28 სექტემბერი, ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. მეფე ერეკლე II გამჭრიახობით ომი მოიგეს. ყვარელი, კახეთი

ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1 289 200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1 919 400 ადამიანი, 1914 წელს კი 2 600 400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3 365 000 ადამიანს, აქედან 2 349 000 ადამიანი იყო ქართველი.


ყვარლის ციხე 2023 წლის ფოტო

ყვარლის ბრძოლა (1755) — საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი და ჭარ-ბელაქანი დარაზმა. მიიმხრო შამხალის სამფლობელო, ყაზიყუმუხის ხანი და 20 ათასიანი ( ზოგი მონაცემით 30 ათასი) ლაშქრით კახეთს შეესია. იგი ყვარლის ციხე-გალავანს შემოადგა, სადაც ალაზნის გაღმამხრის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო შეხიზნული.


ერეკლე II, თეიმურაზ II-ის ძე. 1720-98წწ გარდაიცვალა 78 წლის. 1744 -1762 წწ. კახეთის მეფე, დაბადებულია თელავში. ბაგრატიონთა დინასტია.


თეიმურაზ II (1700-1762) 1744-1762 წწ. გარდაიცვალა 62 წლის. 1744-1762 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე. ერეკლე II მამა. ბაგრატიონთა დისტანცია.

მამა–შვილმა, ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ და კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ჯარის სიმცირის გამო მტერთან შებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. ერეკლე II-მ ციხეში მაშველი რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა. 206 მეომარი ღამით ქიზიყიდან გავიდა, მდ. ალაზანი გადალახა, მიეპარა ლეკთა ყარაულებს და ხმლით გაიკაფა გზა ციხისაკენ. რაზმმა ციხეში დიდძალი თოფის წამალი შეიტანა. მეციხოვნეებმა მოახერხეს დაეწვათ ლეკთა საფრები ციხის გარშემო. ამავე დროს ერეკლე II-მ ჯარი გაგზავნა ჭარის დასარბევად. ჭარელები ციხეს მოსცილდნენ და ცოლ-შვილის მისაშველებლად თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. მათ გაჰყვა კაკის სულთანი და დაღესტნის სურხაი-ხანი, 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგი და შამხალიც გაეცალნენ ყვარლის ციხეს.


ნურსალ-ბეგი Мухаммад-нуцал IV, также известный, как Нурсал-бекНурсал-бегНурсал-бейМерсел-хан по прозвищу Храбрый, (1730 или 1731Хунзах — 1774Шемаха) — правитель Аварского ханства с 1735 по 1774 год из династии нуцалов, отец Умма-хана Аварского.

საქართველოს აოხრების გეგმა ჩაიშალა.ყვარლის ციხის დაცვას საქართველოს მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, თუ მტერი გაიმარჯვებდა და ციხე დაეცემოდა – ალაზნის გაღმა მხარე მტერს დარჩებოდა,მერე მთელი კახეთის დაპყრობაც არ იყო ძნელი. დასუსტებულ ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ნურსალ–ბეგი, ოსმალთა მეშვეობით დასავლეთ საქართველოშიც გაიოლდებოდა თარეში და ქვეყნის მომავალიც დასაღუპად იყო განწირული.



თეიმურაზ პეტრიაშვილი 1949-2019წწ 

თეიმურაზ პეტრიაშვილი “ყვარლის ბრძოლა”


მე-18 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ დაღესტანში, ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი, მეტსახელად მუცალი გაძლიერდა. ხუნძახი დაღესტნის ნაწილი და ავარიელთა სამფლობელო გახლდათ. ამ დროს ქართლში თეიმურაზ მეორე, ხოლო კახეთში მისი ვაჟი, ერეკლე მეორე მეფობდნენ.

1754 წელს ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის დაპყრობა განიზრახა, მაგრამ მჭადიჯვრის ციხესთან ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი.[11:50; 1:49; 9:627.] შურისძიების სურვილი აღარ ასვენებდა ნურსალ-ბეგს. 1755 წელს, როგორც კი გაზაფხულდა, თოვლი დადნა და მთებზე გადასვლა იოლი შეიქნა, მუცალმა ისევ გადაწყვიტა საქართველოს დალაშქვრა.

კახეთში ხმა გავარდნილა `მთელი დაღესტანი ყვარელზედ მოდისო”. მართლაც ამდენი მეომარი არასდროს დაძრულა ჩრდილო კავკასიიდან საქართველოსაკენ. `რაც პირიქითა და პირაქეთა ლეკი იყო, ყველას ჯარი გამოართო”, ვისაც კი კახეთის მტრობა ჰქონდა მეზობლობაში, ყველა ეახლა ხუნძახის ბატონს. ავარიელებს შეუერთდა თარღუს შამხალის და ყაზიყუმუხის სურხაი-ხანის ჯარი, დაღესტნის სხვა სამთავროთა მებრძოლები, შაქის ხანისა და კაკის სულთანის რაზმები, განჯის ხანი. საქართველოს დაჩაგვრის მოსურნეთა რიგებს ჭარ-ბელაქნელებიც დაემატნენ. სხვა მეზობელი სახანოებიდანაც, თითქმის ყველას ჰქონდა სურვილი ბოლო მოეღოთ ქართველთა ლიდერობისათვის ამ რეგიონში.[6:226]

ორი-სამი თვის განმავლობაში 30 ათასამდე მებრძოლი შემოიკრიბა ნურსალ-ბეგმა.[5:360]

”სულ მე გამომყევითო, ქართლსა და კახეთს დავიჭერო და იმდენ ტყვესა და საქონელს გაშოვინებთ, რომ შვილით შვილამდე გეყოთო”, პირდებოდა ის მეკავშირეებს.[6:226]

კახეთის სოფლების უმეტესობა ერეკლემ ძნელად მისადგომ ციხეებში გახიზნა. ციხეები გაამაგრა და ოთხი თვის თადარიგით მოამარაგა პურით, ღვინით და ტყვია-წამლით.[6:227]

ქართლის მოსახლეობაც დიდად შეშფოთდა, რადგან იცოდნენ, რომ თუ ნურსალ-ბეგი კახეთს დაიპყრობდა, მერე ქართლსაც მიადგებოდა.არც იმერეთი იყო მტრის შემოსევისაგან დაზღვეული.

ივლისის ბოლოს, ნურსალ-ბეგის დიდძალი ჯარი მართლაც შავი ღრუბელივით დაეშვა მთებიდან და მეკავშირეებთან ერთად ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყა. ”შემოსაზღვრეს ყვარელის ციხე ლეკთა, იყო ომი დღე და ღამ”.[6:226; 6:227}

მოალყეთა წინა რიგის სანგრები, პირველ ხანებში, გალავნიდან არაუახლოეს 250-300 მეტრის დაშორებით იქნებოდა განლაგებული, რადგან მეციხოვნეთა მიერ ნასროლი თოფის ტყვია დაახლოებით ამ მანძილამდე დააზიანებდა მტერს. წრეზე ალყის სიგრძე ორ კილომეტრს გადააჭარბებდა და მისი შევსება მოალყეთა საკმაოდ დიდი რაოდენობას საჭიროებდა. პირდაპირი იერიშით ციხის აღება ნურსალ-ბეგს შეუძლებლად მიაჩნდა, მსხვერპლი დიდი იქნებოდა. მტრები კახელთა ჯარის თადასხმის განუწყვეტელ მოლოდინში იყვნენ, ამიტომ ფრთხილად მოქმედებდნენ, თუმცა დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ალყაში მოქცეული მეციხოვნენი, ტყვია–წამლისა და საკვების ნაკლებობის გამო მალე დანებდებოდნენ და ციხე დაეცემოდა.

მტრის თითოეულ მებრძოლს, ქართველთა დარბევის, ტყვედ გაყიდვის, გაძარცვის და განადგურების ხარჯზე, საშვილიშვილოდ გამდიდრების იმედი ამოძრავებდა.


* * *

”ყვარლის ციხე XVI-XVIII საუკუნეების კახეთში აგებულ სიმაგრეთაგან ერთ-ერთი დიდი ციხეა”, ”იგი ტიპიურია XVIII საუკუნის შუა ხანებისათვის” და ”მონუმენტური ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს”, გალავანი თითქმის კვადრატულია, თითოეული გვერდის სიგრძე 100 მეტრს აღემატება. კედლები ფართე, მაღალი და მტკიცედ ნაშენია.[3 :190 ; 2 :444]

ათას ოჯახზე განსაზღვრული, ვაკე ადგილას აგებული ციხესიმაგრე საკმაოდ ძნელი ასაღები იყო. გალავნის კედლების მთელ პერიმეტრზე ათასამდე მეციხოვნე-მებრძოლს შეეძლო განლაგება. ციხის გალავნის შვიდ კოშკში დატანებული სათოფურებიდანაც იოლად შეიძლებოდა მიახლოვებული მტრის დაზიანება.[3 :191]

გალავნის შიგნით მარანი ჰქონდათ. დიდ ქვევრებში საუკეთესო, სამეფო ღვინო ინახებოდა.

კახელ მეციხოვნე ჯართან ერთად, ციხეში გამაგრებულნი იყვნენ თავადები _ დავით ვაჩნაძე, მელქისედექ და ბესპაზ ჭავჭავაძეები _ თავიანთი ოჯახებით, მხლებლებით, მსახურებით. ციხეში შეხიზნული იყო ყვარლის, გავაზის, ენისელის, ჭიაურის და ალაზნის მარცხენა ნაპირზე არსებული სხვა სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი.[10:106]

მამა-შვილი თეიმურაზი და ერეკლე _ ჭირსა თუ ლხინში ერთად იყვნენ. როგორც კი ნურსალ-ბეგის ჯარმა ყვარლის მთების ვაკობიდან ციხისკენ დაიწყო დაშვება, თელავიდან ერეკლემ მამას შეუთვალა _ `დრო ეს არის მოშველებისაო _ მობრძანდითო”.[6:227]

ქართლისა და ფშავ-ხევსურთა ლაშქარი, მეფის ერთგულ ოსთა, ჩერქეზთა და ყალმუხთა მცირე რაზმებთან ერთად, თეიმურაზ მეორის სარდლობით კახეთისაკენ დაიძრა, თელავში შეუერთდა აქ დაბანაკებულ კახელებს, მაგრამ, მტრის ჯარი, ქართველ მეომრებზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი იყო. ჩერქეზ მებრძოლთა დიდმა ნაწილმა, რომელნიც სხვა დროს, გადასახადის საფასურად ეხმარებოდნენ ქართველებს, ამჯერად ვერ გაბედა დახმარება, შემოთვალეს ”მთელი დაღისტანი წამოვიდაო და ჩვენ იმათთან ომი არ შეგვიძლიაო”. მტრის ჯარის სიმრავლე მეტად ართულებდა მდგომარეობას.[6:228]

ყვარლის ციხის დაცვას საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ მტერი გაიმარჯვებდა და ციხე დაეცემოდა _ ალაზნის გაღმა კახეთი მტერს დარჩებოდა, მერე მთელი კახეთის დაპყრობაც აღარ იყო ძნელი. დასუსტებულ ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ნურსალ-ბეგი და საქართველოს მომავალიც დასაღუპად იყო განწირული. `ყვარლის ციხე პირდაპირი გასაღები ყოფილა კახეთისათვის. მისი აღება ქვეყნისათვის კარის ჩამოხსნას უდრიდა”.

ნურსალ-ბეგმა თავისი ჯარის ნაწილები ქართლისკენაც გაუშვა, მათ ქართლის აოხრება დაიწყეს, თითქმის გორამდე მივიდნენ.

ქართველი მეფეები დღე და ღამ ფიქრობდნენ, თუ როგორ დაეცვათ ყვარლის ციხე. სარდლებთან ერთად თელავში თათბირი გამართეს. ომში უშიშარმა და გამოცდილმა მამა-შვილმა, ამჯერად პირისპირ შებმა არ მიიჩნიეს სწორ მოქმედებად. მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლა ხელსაყრელი არ იყო და რომც გაემარჯვათ, ეს მრავლად დაღვრილი სისხლის ხარჯზე მოხდებოდა. ”სხვა ღონე რამე მოვიპოვნეთო და კახეთის ციხე განვაძლიეროთო”, გადაწყვიტეს მეფეებმა და გონივრული განსჯის შემდეგ წინაამღდეგობის გეგმა შეიმუშავეს.[6:229]ამ გეგმის მიხედვით მოქმედება, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ერთადერთი სწორი გზა იყო მტრის დასამარცხებლად და განსადევნად.

გეგმის ძირითადი ნაწილის განხორციელებამდე კი, უეცარი თავდასხმის შიშით მტერი არ უნდა მოესვენებინათ, მერე კი გამოიკვეთებოდა რა მოემოქმედათ.

მეციხოვნეებს შეუთვალეს _ ”გამაგრდითო, მალე მოგეშველებითო”.

კახელი მეციხოვნეებიც ”კაცურად და მამაცურად იბრძოდნენ”, სათოფურებიდან მარჯვედ იგერიებდნენ მომხვდურებს, ბევრი მათგანი დახოცეს, გალავანთან ახლოს არ უშვებდნენ, მაგრამ, როცა მტერი მიხვდა, რომ ქართველებს ტყვია-წამალი შემოელიათ და ისე ხშირად ვეღარ ისროდნენ თოფებს, ციხის კედლებთან თამამად დაიწყეს მიახლოება, ალყა შეამჭიდროვეს, ისე ახლოს მიიტანეს კედლებთან მაღალი საფრები (ხის ან მიწისაგან გაკეთებული თავდაცვითი, ხელოვნური შემაღლებები), რომ უკვე ზემოდან შეეძლოთ ჩაესროლათ თოფები ციხეში, ეს კი მეციხოვნეთათვის დიდად საზიანო იყო.[6:229]

თეიმურაზი თავისი ჯარით ისევ თელავში იდგა ბრძოლის მოლოდინში.

ოცი დღე სრულდებოდა, რაც ციხე ალყაში იყო მოქცეული.

ლეკებმა, თიხის მილებით ციხისაკენ მომდინარე წყალიც გადაკეტეს წყაროს სათავესთან, მაგრამ მეციხოვნე დავით ლარაძე ჩუმად გამოვიდა ციხიდან, სათავესთან მოდარაჯე მტრის ყარაულები დახოცა და წყალი ისევ ციხის მიმართულებით გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ გალავნის შიგნით ჭაც იყო გათხრილი, ზაფხულის ცხელ დღეებში, წყაროს წყალი მაინც აუცილებელი იყო ციხეში შეხიზნული ოჯახებისათვის.[11:56]

მეციხოვნენი ხედავდნენ, რომ ტყვია-წამლისა და საკვების ნაკლებობის გამო, ცოტა ხანში წინაამღდეგობის გაწევას ვეღარ შესძლებდნენ და მეფეებს შეუთვალეს _ `მეტის გაძლება აღარ შეგვიძლია, თუ არ მოგვეშველეთ ციხეს ვეღარ შევინარჩუნებთო”.

იმავ დღეებში, ციხეში, ოთხ თანამებრძოლთან ერთად დემეტრე ანდრონიკაშვილი შეიპარა. მათ მიერ შეტანილი საკვები და ტყვია წამალი, რაოდენობით უმნიშვნელო იყო, მაგრამ ამას გამამხნევებელი და დამაიმედებელი მიშვნელობა უფრო ჰქონდა მეციხოვნეთათვის.[10 :105 ; 4 :N 57]

ერეკლემ ბოდბეში დაიბარა თავისი სარდლები, ქიზიყელი მეომრები და ნაცვლები, თეიმურაზთან ერთად შემუშავებული, მოქმედების ზემოთხსენებული გეგმა გააცნო მათ.

შემდეგ კი შეკრებილთ მიმართა:

`ჯერ ღვთის სიყვარულისთვის და სარწმუნოებისთვის, მერე თავის მეფეთა და ჩვენის ქვეყნის ერთგულებისათვის, ვინც გარჯასა და თავს არ დაზოგავს, ვინც ვაჟკაცია და თავისი ნებით, გაჭირვებული ყვარლის ციხის გადარჩენაში დაგვეხმარება, ვინც სამშობლოს სიკეთისათვის თავს გადადებს და შევა ციხესა ყვარელისასა _ აზატობას და სხვა უშურველ წყალობას მივცემო”.[6:230}

300 მამაცი ქიზიყელი მაშინვე წინ წამოვიდნენ და მეფეს განუცხადეს _ `გვიმსახურე ღვთისა და ქვეყნის სიკეთისთვისო”.

ერეკლემ, ქიზიყელთაგან 103 ვაჟკაცი აარჩია, მათ თელავში მდგარი ქართლ-კახელთა ჯარიდან 97 რჩეული მებრძოლიც შეუერთა. მეფის ერთგული რამდენიმე მხლებელიც ჩადგა მაშველ-მოიერიშეთა რიგებში. მებრძოლებს შორის ათამდე თავად-აზნაური იყო.[10:107]

207 კაციან, ქვეყნისათვის თავდადებულ გმირთა რაზმს, ერეკლემ, პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე უსარდლა და საბრძოლო გეგმის შესაბამისად ასეთი დავალება მისცა: — შეიარაღებულ მოიერიშეებს, მტრის ალყა ღამით, ქვეითად, მოულოდნელად უნდა გაერღვიათ და ციხეში დიდი რაოდენობით ტყვია წამალი და საკვები შეეტანათ, რათა ციხე შიგნიდან გამაგრებულიყო და მეციხოვნეებს კიდევ დიდხანს გაეძლოთ მეალყეთა შემოტევისათვის. შემდეგ კი, დრო აჩვენებდათ რა ეღონათ.Eეს დავალება თითეული მებრძოლისაგან დიდ მამაცობასა და თავგანწირვას მოითხოვდა.

ქიზიყელ ნაცვლებს მეფემ უბრძანა, დანარჩენი ქიზიყელი მებრძოლებისაგან, ”გულოვანი და კარგი ცხენოსნებისაგან”, ოც-ოც კაციანი რაზმები შეექმნათ, რომლებსაც, იმავდროულად უჯაროდ დარჩენილი ჭარ-ბელაქნის სოფლები უნდა დაერბიათ, რათა ჭარელი მეომრები ყვარელს მოშორებოდნენ და შინ დაბრუნებულიყვნენ.[6:231; !0:105]


* * *

ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში, წმინდა ნინოს საფლავთან შეიკრიბა 207 ქართველი მეომარი, ის გმირები, ვინც ”შესწირეს სისხლი მსხვერპლად ქრისტიანობისა და ერთგულებისათვის ქვეყნისა და მეფეთა”.

მეფის დავალების შესასრულებლად გამზადებულმა, კბილებამდე შეიარაღებულმა ქართველებმა, წმინდა ნინოს საფლავთან დაიფიცეს, რომ თავს არ დაზოგავდნენ თავიანთი ქვეყნისა და რწმენის გადასარჩენად, პირჯვარი გადაიწერეს და საბრძოლო სიმღერა შემოსძახეს.

მონასტრის მოძღვარმა იოანე ბოდბელმა (ჯორჯაძემ) პარაკლისი გადაიხადა, მოსალოდნელი ხიფათით სავსე გზა დაულოცა ”ქვეყნისა და რჯულის” გადასარჩენად თავგადადებულ მებრძოლებს.[4,N57]

იოანე (გვარად ჯორჯაძე) (გ. 1763) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარიდავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1736—1763, ნეკრესელი (ნეკრესის მიტროპოლიტი) 1740—1751, ბოდბელი (ბოდბის ეპისკოპოსი) 1751-1763. მღვდელმთავრობის დროს დავითგარეჯის მონასტერში ცხოვრობდა. 1751 ბოდბეში გადავიდა. მონაწილეობდა ერეკლე II-ის მიერ თბილისში გამართული საეკლესიო კრების (1748) მუშაობაში, რომელმაც მიიღო კანონები მღვდელმსახურებისა და სარწმუნოების ნორმების დაცვის შესახებ.

მეფის კარის მოძღვარი იასე მაჭავარიანი წინ გამოვიდა და რაზმს შესძახა: “მომყევითო, წინ მე გაგიძღვებით ჯვრითა და ხმლით ხელშიო”.[4,NN57]

საკვებითა და ტყვია-წამლით დატვირთული 207 ვაჟკაცი, პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძის სარდლობით, ბოდბედან ყვარლისკენ გადაადგილდა. ველისციხე ჩუმად გაიარეს, ალაზანი გადალახეს, გავაზში შეჩერდნენ, ცხენებიდან დაქვეითდნენ. აქ საბოლოოდ გამართეს ჯარის წყობა. ნაწილმა სურსათ-სანოვაგით და ტყვია-წამლით დატვირთული ხურჯინები გადაიკიდა მხარზე, ზოგიერთს უფრო მსუბუქი ტვირთის ტარება და მტერთან პირველივე ხელჩართული შებმა ევალებოდა.

საქმე სწრაფ, აზრიან მოქმედებას მოითხოვდა. სანამ მძინარე მოალყეთა დიდი ნაწილი გონს მოეგებოდა, ყარაულები გამოფხიზლდებოდნენ და დანარჩენებსაც გააღვიძებდნენ, მანამდე ქართველებს ალყა უნდა გარღვიათ, ციხეში შეესწროთ, თორემ მერე მდგომარეობა გართულდებოდა, მთელი მტრის ჯარი საომრად დაირაზმებოდა და თითოეულ ქართველ მებრძოლს სიკვდილი არ ასცდებოდა.

ქართველ გმირთა რაზმი შუაღამისას ყვარლის ციხის გალავნის ჭიშკრისკენ ფრთხილად დაიძრა. თითქმის გასცდნენ პირველ დაბრკოლებას, ის იყო მიუახლოვდნენ გალავნის ახლომდებარე სანგრებს, რომ უცებ მოალყეთა ყარაულმა იყვირა — `ქართველები მოდიანო” და მოიერიშეებს ახლად გაღვიძებული, დაბნეული ლეკები გადაუდგნენ წინ.

ქართველი მებრძოლები არ შედრკენ, მედგრად განაგრძეს ციხისკენ გადაადგილება, შეუპოვრად კაფავდნენ წინ გადაღობილ მტერს. თოფების და დამბაჩების ხმარებას თავდაპირველად ერიდებოდნენ, რათა ღრმა ძილში მყოფი დანარჩენი მოალყენი არ გაეღვიძებინათ. ცოტა ხანში კი თოფები მოიმარჯვეს, დამბაჩები იძრეს, გარს შემოსეულ ლეკებს ერთბაშად დაახალეს ტყვიები, გზა გაიკაფეს, გაიიოლეს წინსვლა. თოფის სროლითა და ხმლის ტრიალით ციხის ჭიშკრისაკენ შეუჩერებლად მიიწევდნენ.

ახლად გამოფხიზლებული, გონებაარეული, ქართველთა თოფის ცეცხლის ძალის ნაგემი, მარჯვედ მოქნეული ხმლით აჩეხილი, სასიკვდილოდ განწირული მტრის მებრძოლები ძირს უსულოდ ეცემოდნენ. დიდი მსხვერპლი იყო მათ რიგებში.

მოალყენი, სიბნელეში თავისიანების დახოცვის შიშით, თოფის სროლას ერიდებოდნენ.

ქართველები კი, რომლებიც თავიანთი რაზმისა და გარს შემოსეული მტრის განლაგებასა და გადაადგილების მიმართულებაში კარგად ერკვეოდნენ, ღამითაც მოხერხებულად იყენებდნენ თოფებს.

მაშველთა დანახვით დიდად გახარებულმა, ფრთაშესხმულმა, მოზეიმე მეციხოვნეებმაც გალავნის სათოფურებიდან, ჯერ კიდევ შერჩენილი ტყვია-წამლით, ცეცხლის წვიმა დააყარეს თავდამსხმელებს, ციხესთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

როცა ერეკლეს რაზმელები, გალავანთან ახლოს განლაგებულ მტრის ბოლო სანგრებს მიადგნენ და ციხის გალავნის ჭიშკარს მიუახლოვდნენ, ჭიშკარი მძიმედ გაიღო, მეციხოვნენი გარეთ გამოცვივდნენ, მოალყე ლეკებს ხმლებით ეკვეთნენ. მეციხოვნე და მოიერიშე ქართველებმა ალყაში მოიქციეს ჭიშკრის ახლოს დაბანაკებული მტრის რაზმი და ღვთის რისხვა დაატეხეს თავს.

გარეთ გამოსული მეციხოვნენი, გარდა ბრძოლისა, ტვირთის შეტანაშიც ეხმარებოდნენ თავგანწირულ მაშველებს.

მოალყენი დაიბნენ, დიდად დაზარალებულნი და ახლადგაღვიძებულნი, ვითარებაში ვერ გაერკვნენ, აირივნენ, გაერთიანება ვერ მოასწრეს, მათი სიმრავლეც ხელისშემშლელი მიზეზი გამოდგა მოიერიშეებზე თავდასხმის ორგანიზებისა.

როცა ყარაულები გამოფხიზლდნენ და მტრის ყველა მებრძოლმა გაიგო _ ქართველებმა შემოგვიტიესო, გალავანთან სასტიკი, ხელჩართული, დაუნდობელი ბრძოლა თითქმის მთავრდებოდა. ქართველ მოიერიშეთა უმრავლესობა, თავიანთი ტვირთით, უკვე გალავნის შიგნით იყვნენ შესულნი.

`გულოვანობის ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობნი მივიდნენ ქართველნი ციხესა ყვარელისასა”, `მიენდვნენ ხმალსა და მამაცობასა თვისსა” — წერს მათი თანამედროვე ისტორიკოსი.

სამშობლოსათვის თავგადადებულმა ქართველებმა, თავისი გმირული მარჯვენით, ხმალდახმალ, მტრის მჭიდრო რაზმებში სახელდახელოდ გაჭრილი სისხლიანი დერეფნის გავლით, მიაღწიეს გალავნის ჭიშკარს და ციხეში დიდი რაოდენობით საკვები და ტყვია-წამალი შეიტანეს.[8:119]

სანამ მტერი გონს მოეგებოდა, მეფეების, თეიმურაზისა და ერეკლეს მიერ მოფიქრებული, ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე დავალება უკვე შესრულებული გახლდათ.


* * *

ნურსალ-ბეგს შეატყობინეს _ `შემოვიდა ჯარი ქართველთა ციხესაო”.[6 :230]

ასეთ რამეს ნურსალ-ბეგი არც ელოდა და ვერც წარმოიდგენდა. თანაც ხედავდა, რომ ახლა ყველა საწინაამღდეგო მოქმედება დაგვიანებული და უაზრო იყო, მისმა მეკავშირეებმაც დაინახეს, რომ ციხე შიგნიდან ფრიად გაძლიერდა. მიხვდნენ, რომ კიდევ დიდხანს ვეღარ აიღებდნენ ციხეს.

გაძლიერებულმა და დაიმედებულმა მეციხოვნეებმა გალავნიდან, მტრის მიერ ციხესთან ახლოს მიტანილი საფრების დაწვა დაიწყეს, ტყვია-წამლით მომარაგებულნი, ძველებურად დიდ ზიანს აყენებდნენ გარშემორტყმულებს.

მოალყეებმა უკან დაიხიეს, სანგრებს შეეფარნენ და კვლავ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ.

იმავდროულად, მეფეების გეგმის მიხედვით მოქმედმა ქიზიყელთა რაზმებმა ჭარი დაარბიეს. ბოდბედანაც კარგად გამოჩნდა იქ ავარდნილი ცეცხლის ალი.[6 :630 ;11 :56]

ჭარელებმა, როდესაც გაიგეს, რომ უჯაროდ დარჩენილ მათ კარ-მიდამოს ქიზიყელები არბევდნენ, ნურსალ-ბეგზე დიდად განაწყენებულნი, სასწრაფოდ მოშორდნენ ყვარლის ციხეს და ჭარისაკენ გამოსწიეს.[12 : 366]M

მალე კახეთი მუცალის სხვა მეკავშირებმაც დატოვეს, ისინი უკმაყოფილონი და იმედგაცრუებულნი წუწუნებდნენ — აქ ტყულიად ვკარგავთ დროს, ამდენ ხანს ერთი ციხეც ვერ აგვიღია და მთელ საქართველოს როგორღა დავიპყრობთო, ნურსალ-ბეგს კი მათ მოტყუებაში ადანაშაულებდნენ.[6 :231 ; 10 :105]

მტრის ჯარი განადგურების საფრთხის წინაშე იყო. მოალყენი ციხეს ახლოსაც ვეღარ ეკარებოდნენ. თელავში დაბანაკებულმა ქართლ-კახელთა ჯარმაც ყვარლის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. ლეკებმა იგრძნეს, რომ ქართველები ყოველ წუთს შეიძლება დასხმოდნენ თავს, რაც მათ სრულ განადგურებას უქადდა, ამიტომ ყვარლის ციხეს ალყა მოხსნეს და კახეთს გაშორდნენ, რაც ქართველთა გამარჯვებას, კახეთისა და მთელი აღმოსავლეთ საქართველოს გადარჩენას ნიშნავდა.[1 :49 ; 5 :361]

გამარჯვებული და თავისი მებრძოლი რაზმის მადლიერი მეფე ერეკლე, 1756 წლის 17 იანვრით დათარიღებულ სიგელში, რომელიც რაზმის ხელმძღვანელ პაპა ბებურიშვილ-ვაჩნაძისადმი იყო მიძღვნილი, აღნიშნავდა: ” ჯერ ღუთის სიყვარულისათვის და მერე ჩვენისა და ჩვენის ქვეყნის ერთგულობისათვის და სარწმუნოებისათვის თქვენი თავი სასიკვდილოდ გადადევით იმ დღეს და არ დაზოგეთ არც შენ და არც ამ თავადთა და გლეხთა, წახვედით ღუთით და ჩვენის ბრძანებით, დიდათ შემოსაზღვრული იყო ის ციხე, ხმალდახმალ შეხვედით, ღვთის მოწყალებამ და თქვენმან შესვლამ შეამაგრა, შესვლაში და შიგნით ციხიდამ მრავალი კაცი მოკალით, და ლომსავით გაისარჯენით, თითონ შენ შიგ დაიჭერ, მას უკან გარეთ ხმალდახმალ გამოუხდით და მრავალი კაცი მოუკალი. ოცდა მესამეს დღეს გაქცეულნი, გაწბილებულნი, პირშავნი, უკეთურნი წავიდნენ.”[10:107]

ქართველმა მეფეებმა, თავიანთი სამშობლოს კეთილდღეობისათვის გმირულად და შეუპოვრად მებრძოლმა მამა-შვილმა, თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ, ამჯერად, `ხერხი სჯობია ღონესა”-ს ტაქტიკის გამოყენებით, კიდევ ერთხელ მოიგერიეს მრავალრიცხოვანი დამპყრობნი, თავიდან აიცილეს დიდი სისხლისღვრა, ქვეყანა დარბევა-განადგურებას გადაარჩინეს, შეინარჩუნეს პირველობა რეგიონში და კავკასიაში ავტორიტეტი გაიმაგრეს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

წყაროები და ლიტერატურა

1. თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ლ. მიქიაშვილმა, თბ., 1983.

2. ქართული მწერლობა. იოანე ბაგრატიონი, კალმასობა. თბ.,1990.

3. პარმენ ზაქარაია, საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.

4. პოლიევქტოს კარბელაშვილი (პ. ცხვილოელი), ყვარლის ციხე და ნურსალ-ბეგი, გაზ. ივერია,1893წ., N 57, N 58.II, ნაკვეთი I , თბ., 1988.

6. პაპუნა ორბელიანი, “ამბავნი ქართლისანი”, ტექსტი დაადგინა ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1981.

7. თეიმურაზ პეტრიაშვილი, ყვარლის ბრძოლა, ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო, თბ., 2008.

8. გუბაზ სანიკიძე, ლევან სანიკიძე, უბის ისტორია, თბ., 2004.

9 საქართვლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973.

10. საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII-XIX სს. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა ა. იოსელიანმა, თბ., 1980.

11. ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ლელა მიქიაშვილმა, თბ., 1989.

12. საქართველოს ისტორია, ტ.III, თბ,2012.


***

North Caucasian tribes often invaded Georgia which caused serious problems for Georgians.

In 1755 Prince Nursal of Avaria, a ruler of Khurdzakhi of Dagestan decided to take over Kartli and Kakheti – eastern kingdoms of Georgia. For that goal he obtained the support of other neighboring Muslim Estates of Dagestan and launched an army of 30.000 warriors to Kakheti. Prince Nursal reached Kvareli Fortress, one of the biggest and important ones in Eastern Georgia and besieged it. The fortress housed quite a big number of the local farmers. If Prince Nursal captured the fortress he would have managed to rule whole of Kakheti and its other neighboring kingdom of Kartli would have faced inevitable defeat. Georgia was on the verge of a disaster.

At that historical time Kartli and Kakheti Kingdoms were ruled by Teimuraz II and his son Erekle II. They abstained from direct confrontation with the numerous troops of the enemy and decided to reinforce the fortress from inside in order to make the capture of the fortress impossible. For that purpose they selected 207 exceptionally brave warriors and ordered them to break through the besieged fortress and deliver food supplies and ammunition to the farmers and warriors protecting the fortress. These brave warriors approached the fortress in the mid-night, attached the special regiment guarding the fortification and managed to penetrate into the fortress with huge amount of food and ammunition.

This brave action of a small number of Georgian warriors made the speedy capture of the Kvareli Fortress impossible. In the meanwhile the warriors from Chari, a neighboring Estate of Kakheti Kingdom, had to leave the siege as their estate was invaded by other warriors and they had to defend their homes and families. Soon after that Prince Nursal lost other supporters and warriors and had to remove the siege from the fortress, leave Georgia and in humiliation and disgrace go back to Dagestan.

Georgian kings with their clever tactical move – avoiding direct combat with the enemy exceeding them in warrior numbers, managed to obtain the victory and thus saved their country from further invasion and massacre. The authority and power of those two Georgian Kings have risen considerably since that occasion.


Teimuraz petriashvili


На грузию часто совершались набеги со сторони северокавказких феодалов. B 1755 году, владелец одной части дагестанна, Хундзаха, авариец Нурсал-Бек, с целью завоевания восточной Грузии собрал воиско. В надежде на легкую наживу к нему присоединились и другие дагестанские феодалы, а так же ханы, владения которых были по соседству с Восточной Грузией. Воиско Нурсал – Бека в месте с союзниками насчитывало около 30 000 воинов. Нурсал-Бек подступил к кварели и осадил кварельскую крепость, одну из самых больших крепостей кахетий. После взятия крепости, легко было покорить всю кахетию, а за тем можно было дсобратся и до Картли.

В те времена в Кахетии царствовал Ираклии II а в Картли его отец Теймураз II. Грузинские цари, чтоб избежать большого кровопролития, договорились не атаковать вражеские воиска и вибрали другой путь. Они решили укрепить крепость из нутри. С етой целью направили туда вспомогательный отряд и поручили ему пронести в крепость большое количество пороха и провизии. Отряд в составе 207 воинов ночью подокрался к крепости, с боем прорвал осаду и доставил в цитадель порох и пищу. После чего защитники уже могли выдержать длительную осаду.

В месте с дагестанцами крепость осаждали чариицы. Грузины послали в Чари военный отряд, чем винудили чариицев оставить осаду крепости и поспешить домой для защиты своих деревень . Скоро Нурсал – Бека покинули и другие союзники. Нурсал-Бек был винужден оставить Грузию.

План молненосного уничтожения и разорения Грузии был сорван. Грузинские цари, без больших потер одержали победу над врагом и тем самым повисили свой авторитет в регионе.


Теймураз Петриашвили


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.08.2020
ბოლო რედაქტირება 27.01.2023
სულ რედაქტირებულია 10





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0