უწოდა. მისი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ცოტა ხანში, ამ
- 96 -
ისედაც მრისხანე ზედმეტსახელს კიდევ ერთი „კლიჩკა“ ვანდამი
დაემატა.
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე უმძიმესი კონტუზია
მიიღო. მისგან გამოწვეული სიმპტომები ისეთი ძლიერი გამოდგა,
რომ გია თბილისის ჰოსპიატალში დააწვინეს.
ცოტა მომჯობინებული გიორგი საავადმყოფოდან კვლავ წინა
ხაზზე მიიწევდა.
- ჯერ იქნებ ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყავი, -
ემუდარებოდა დარჩენას დედა.
- ფრონტზე მყოფ ბიჭებსაც ჰყავთ დედები, მათი თხოვნით
ყველა სახლში რომ დაჩეს, ვინღა იომებს? - თავს იმართლებდა
გია.
ახალგაზრდა ვაჟკაცის მშობელი მიხვდა, რომ მისი
აღზრდილი შვილი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. თავი დახარა და
ტირილი დაიწყო.
ეს მათი ბოლო საუბარი გამოდგა. ერთმანეთს ორი თვის
შემდეგ კვლავ შეხვდნენ. დედა კვლავ ტიროდა, ოღონდ იგი
ამჯერად თავაწეული შეეგება სამშობლოსათვის დაღუპული
რაინდის ცხედარს.
ათარა[1] (ყოფ. ნაბჟოუ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის ორივე ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:ათარბა-იხუსთა, ნახურზოუ). ზღვის დონიდან 100 მ, შავი ზღვიდან 10 კმ, ოჩამჩირიდან 31 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ