სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
აპოლონ ქარდავა 1951-93წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი აპოლონ ქარდავა 1951-93წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარდავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

298       ბეჭდვა

აპოლონ ქარდავა 1951-93წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

  აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრილი სია წიგნიდან საქართველოსათვის

 აპოლონ ვლადიმირის ძე ქარდავა დაიბადა 1951 წლის 5 ივნისს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მ.თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მუშაობდა სოხუმის რაიონის სოფელ შრომის საშუალო სკოლაში მასწავლებლად.

   აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლიდან აპოლონი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში, რიგითად. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.

   აპოლონ ქარდავა დაიღუპა 1993 წლის 22 ივლისს, სოფელ შრომაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.

   საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის აპოლონ ქარდავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.


დაიბადა 1952 წელს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში, სოხუმის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების დღიდან თავისი მშობლიური სოფლის სკოში მუშაობდა ხაზვისა და ხატვის მასწავლებლად უყვარდა თავისი მოსწავლეებ და უყვარდათ მის მოსწავლეებსაც. მონაწილეობდა გამოფენებში. როცა შრომას მტერმა ცეცხლითა და ტყვიით შემოუტია, იქაურბმა დაცვითი შენაერთები შექმნეს. ხალხი იცავდა თავის სოფელს. 17-18 ივლისს სოფელი შრომა უმოწყალოდ დაბომბეს. აპოლონის სახლ-კარი გადაიბუგა. საბეღნიეროდ, ცოლ-შვილი ამ ღროს ცოლოურში – ზუგდიდში, სოფელ ტყაიაში ჰყავდა.

22 ივნისს უკვე სამხედრო პოლიციის მუშაკი აპოლონ ქარდავა თავის 40-მდე თანამებრძოლთან ერთად საბრძოლო პოზიციაზე იდგა. ირგვლივ თითქოს სიმშვიდე სუფევდა. აპოლონი ფრთხილი, დაკვირვებული კაცი იყო. იქაურობა გადაამოწმა – ერთხელ, მეორედ. მესამედ... მესამე გადამოწმებისას სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მისი მისაშველებლად მისული დღობული (ავთო), და ლევანტი ქარდავებიც მტრის ტყვიის მსხვერპლნი გახდნენ. აპოლონ ქარდავას ცხედარი 18 დღე-ღამე მინდორში ეგდო. შემდეგ მისი. იქიდან გამოსვენება შესძლეს. დაკრძალულია სოფელ ტყაიაში.

აპოლონს დარჩა მეუღლე  ციალა ფიფია ღა შვილები – მესამეკლასელი ლადო და პირველკლასელი ცირა.

სამშობლო არ დაივიწყებს თავის ღირსეულ შვილს აპოლონ ვალიკოს ძე. ქარდავას.


ტექსტის აკრეფვაში მოგვეხმარა გვანცა ტალახაძე დაბადებილია 2002წ სოფელი კორბოული საჩხერე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0