სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დემურ ქარდავა 1955-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დემურ ქარდავა 1955-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარდავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

დემურ ქარდავა 1955-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

დემურ ძიკას ძე  ქარდავა დაიბადა 1955  წლის 15 თებერვალს სოხუმის  რაიონის  სოფელ შრომაში.მუშაობდა  სოხუმის  ფიზიკიკა-ტექნიკის  ინსტიტუტის  ერთ-ერთ  საამქროში. 90-იანი წლებიდან ჩაბმული  იყო  ეროვნულ  მოძრაობაში. სამოქალაქო  დაპირისპირების  დროს  იდგა  ქვეყნის  პირველი  პრეზიდენტის  ზვიად  გამსახურდიას   გვერდით.

  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,დემურ  ქარდავა  1992  წლის ნოემბრიდან   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  სარმიო  კორპუსის  23-ე მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში. მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში-შრომა-ცუგუროვკის  მიმართულებით. ასრულებდა  მეტად  რთულ  და  საპასუხისმგებლო  დავალებებს. თანამებრძოლებს   შორის  ნდობით  და  ავტორიტეტით  სარგებლობდა.საბრძოლო  იარაღების  უბადლო   მცოდნეს  შეეძლო  ყველანაირი  მოძრავი  ტექნიკისა  და  ცეცხლსასროლი  იარაღის  შეკეთება,დაინტერესებული   იყო  საბრძოლო  ტექნიკის   კონსტრუქტორბითაც.ომის  დროს  შეიმუშავა  „HYPC“ ტიპის   ყუმბარის  ხელით  სასროლი  მილი  ელექტრო  გამშვებით. “YAZ“-ის ძარაზე  დაამონტაჟა   საზენიტო  ტყვიამფრქვევი ,რომ არა  ეს ომი,მისგან  საბრძოლო   ტექნიკის  უბადლო  სპეციალისტი  დადგებოდა.

   1993  წლის   ივლისში,როცა  სეპარატისტები  და  მათი დაქირავებული  ჯარები  ქალაქ   სოხუმს  მოადგნენ,აიღეს  სოფელი  შრომა,შემოუტიეს  ცუგუროვკის  სიმაღლეებს,რიგითი  დემურ  ქარდავა   თავდადებით  ეკვეთა  მტრის  ჭარბ  ძალებს,გაანადგურა  არაერთი  „ბოევიკი“  და  საკუთარი  სიცოცხლის  ფასად  რამდენიმე  თანამებრძოლი  გადაარჩინა.

  დემურ  ქარდავა  დაიღუპა   1993  წლის  17  ივლისს.

  დემურ   ქარდავას  დარჩა  მეუღლე  და  ვაჟი.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავდადებისათვის  დემურ  ქარდავა,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I  ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 27.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0