დეკანოზი იაკობ ქარდავა
დაიბადა 1974 წლის 14 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.
1991 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის N9 საშუალო სკოლა.
1991-1994 წწ. სწავლობდა მოსკოვის გემო-კვების ტექნოლოგიის ინსტიტუტში, 1995-1997
წლებში _ ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. მიღებული აქვს საფინანსო-საბანკო საქმიანობის მენეჯერის
სპეციალობა.
1997-2009 წლებში მუშაობდა არასამთავრობო უცხოურ ორგანიზაციებში, ხოლო 2009-2011
წლებში _ სამეგრელოს ტურიზმის განვითარების ცენტრში.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 2001 წლიდან, იყო ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის
მრევლი, სტიქაროსანი და მედავითნე.
2012 წლის 8 იანვარს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვაკურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 2012 წლის
9 დეკემბერს _ მღვდლად და დაინიშნა რიყის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად.
2017 წლის 15 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის
აიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ლესელიძის ქ. N46.