სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ემზარ ქარდავა 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო ფშავი გულრიფში აფხაზეთი ემზარ ქარდავა 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო ფშავი გულრიფში აფხაზეთი ემზარ ქარდავა 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო ფშავი გულრიფში აფხაზეთი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარდავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ემზარ ქარდავა 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო ფშავი გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ემზარ  ორდენის  ძე  ქარდავა  დაიბადა  1970  წლის   30  აგვისტოს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ქვემო  ფშავში. საშუალო  სკოლის  დამთავრების შემდეგ   სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  მოიხადა.  დაამთავრა  ქალაქ   სოხუმის 45-ე  პროფესიულ-ტექნიკური  სასწავლებელი.


  ემზარი  ომის  დაწყების  პირველი  დღიდანვე  თავის  ძმასთან, მურთაზთან  ერთად  იბრძოდა  საკუთარი  მიწის  დასაცავად.ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  ბრიგადის  239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის  მეორე  ბატალიონის  მეოთხე  ათეულში. მონაწილეობდა  239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.მეთაურის დავალებებს  დროულად  და  გულმოდგინედ  ასრულებდა.მისი  მამაცური  და   საზრიანი  მოქმედებებით  მოწინააღმდეგის   არაერთი  საცეცხლე  წერტილი  იქნა  განადგურებული.

 1993  წლის  16  სექტემბერს, როცა  მოწინააღმდეგე  მუხანათურად  შემოიჭრა  სოხუმის  შემოსასვლელში, ის,  როგორც  ყოველთვის  ფრონტის  წინა  ხაზზე   აღმოჩნდა.


  ემზარ  ქარდავა  1993  წლის  21 სექტემბერს,გელოვანის  ქუჩის  მახლობლად,გააფთრებული  ბრძოლის  დროს, სნაიპერის  ტყვიამ  იმსხვერპლა.

 ემზარ  ქარდავა  დაკრძალულია  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ქვემო  ფშავში.

 საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ემზარ  ქარდავა, სიკვდილის   შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III   ხარისხის  ორდენით.]


ქარდავა ემზარ

 დაიბადა 1970 წლის 30 აგვისტოს გულრიფშის რაიონის ქვემო ფშაფში. 

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. დაამთავრა ქ. სოხუმის 45-ე პროფტექნიკური სასწავლებელი. ქარდავა ემზარ ომის დაწყების პირველივე დღიდანვე თავის ძმასთან  მურთაზისთან ერთად იბრძოდა საკუთარი მიწის დასაცავად,

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატალიონის მეოთხე ათეულიში ირიცხებოდა. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ყველა საბრძოლო ბრძანებას ასრულებდა სწრაფად და მამაცურად. მისი მამაცური სა საზრიანი მოქმედებით მოწინააღმდეგისარაერთი საცეცხლე წერტილი იქნა ჩაქრობილი და განადგურებული. 

1993 წლის 16 სექტემბერს, როცა მოწინააღმდეგე მუხანათურად შემოიჭრა ქ. სოხუმის შემოსასვლელში, ის როგორც ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე აღმოცნდა.

1993 წლის 21 სექტემბერს, გააფრთებული ბრძოლების დროს, გელოვანის ქუჩის მახლობლად იგი  მოწინააღმდეგის სნაიპერის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვრეპლა.

დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემო ფშაფში.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

მან გმირული სიკვდილით დაამტკიცა; ''ქართველი არ დაიჩოქებს, უმალ მოკვდება.'' ის თავის თანამებრძოლთა ხსოვნაში დარჩება, როგორც სპეტაკი და უშიშარი ვაჟკაცი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.06.2021
ბოლო რედაქტირება 24.03.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0