სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბორის (კარლო)  მარგიანი 1961-93წწ. გარდ. 32 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ბორის (კარლო)  მარგიანი 1961-93წწ. გარდ. 32 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ბორის (კარლო)  მარგიანი 1961-93წწ. გარდ. 32 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ბორის (კარლო)  მარგიანი 1961-93წწ. გარდ. 32 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მარგიანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ბორის (კარლო) მარგიანი 1961-93წწ. გარდ. 32 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ბ ორის (კარლო) გვედოს ძე   მარგიანი  დაიბადა  1962  წლის  21  მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.  კოჩარის  საშუალო  სკოლის  დათავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  სოხუმის  პროფესიულ-ტექნიკურ  სასწავლებელში.  მუშაობდა  სოხუმის  დეპოში. ახლადდაქორწინებული  იყო  ,როდესაც  აფხაზეთში  ომის  ქარ-ცეცხლი  აბობოქრდა.


   ბორის  მარგიანი   საომარ  მოქმედებებში  კონფლიქტის  დაწყების  პირველივე  დღიდან  მონაწილეობდა.  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში.  ხოლო  1992  წლის  11  დეკემბრიდან  გადავიდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.

   ბორის  მარგიანი  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო   ოპერაციაში -  ლაბრის,ცხენისწყლის, ცაგერის  მიმართულებით. იყო მამაცი,უშიშარი  მებრძოლი  ,გულისხმიერი  მეგობარი, ორჯერ  დაიჭრა  ბრძოლის  ველზე ,  მაგრამ  მაინც  არ ტოვებდა  პოზიციებს.  ის  თავის  სამ  ძმასთან  ერთად  ერთგულად  იდგა  მშობლიური  კუთხის  დასაცავად.

  1993  წლის  2  მარტს  ბორის  მარგიანი  სოფელ  ლაბრაში  მიმდინარე  შეტაკების  დროს  მძიმედ  დაიჭრა.  საკუთარმა  ძმამ, ტყვიების  წვიმაში  , ზურგზე  მოკიდებული   გამოიყვანა  ბრძოლის  ველიდან, მაგრამ  ბორისი  ჰოსპიტალში  მიყვანამდე  გარდაიცვალა.


რიგითი მარგიანი ბორისი (კარლო) გვედოს ძე, დაბადებული 1961 წელს, ქართველი,

განათლება საშუალო, ცოლშვილიანი.რიგითი მარგიანი ბორისი გვედოს ძე აფხაზეთში

ომის დაწყების პირველივე დღიდან მონაწილეობას ღებულობდა საომარ

მოქმედებებში. ირიცხებოდა მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში. ხოლო შემდეგ

გადავიდა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში 1992 წლის 11 დეკემბრიდან (ბრძ.

N88 2.04.93).მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა

საბრძოლო ოპერაციაში. ს. ლაბრის, ცხენისწყლის, ცაგერის მიმართულებით, იყო

მამაცი, უშიშარი მებრძოლი. ყურადღებიანი მეგობარი.ერთ-ერთი საბრძოლო

ოპერაციის დროს 1993 წ. 2 მარტს ს. ლაბრაში მძიმედ დაიჭრა ცეცხლსასროლი

იარაღით გულმკერდის არეში. რიგითებმა ხვისტანმა და მარგიანმა მტრის ცეცხლის

ქვეშ გამოიტანეს მომაკვდავი, მაგრამ ჰოსპიტალში მიყვანამდე

გარდაიცვალა.დაკრძალულია ს. რუხში, ზუგდიდის რაიონში.

მარინა ნაჭყებია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.06.2021
ბოლო რედაქტირება 22.03.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0