სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 შუქრი მარგიანი 1962-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარა გულრიფში, აფხაზეთი.  შუქრი მარგიანი 1962-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარა გულრიფში, აფხაზეთი.

1962-1993 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მარგიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

შუქრი მარგიანი 1962-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარა გულრიფში, აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა "მშვიდობის ლეგიონი" წიგნიდან "საქართველოსთვის"


შუქრი  ირაკლის  ძე  მარგიანი   დაიბადა  1962  წლის  8  ივნისს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ომარიშარაში.


    მშობლებს-  ანტისა   ჯაჭვლიანს  და   ირაკლი  მარგიანს  ხუთი  შვილი  ჰყავდათ.- შუქრი, ნუკრი,ქეთევანი,მარიკა  და  ლაშა.

   შუქრი  მარგიანი  1969-77  წლებში  სწავლობდა  გულრიფშის  რაიონის  გენწვიშის  რვაწლიან  სკოლაში. შემდეგ  სწავლა  განაგრძო  ოჩამჩირის  რაიონის  კოჩარის   საშუალო  სკოლაში, რომლის    წარჩინებით  დამთავრებისთანავე ,   1979  წელს,  ჩაირიცხა  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ეკონომიკის  ფაკულტეტზე.

   1983  წელს  შუქრი  მარგიანს  მიენიჭა  ოფიცრის   სამხედრო  წოდება.

   1984 წელს  წარჩინებით  დაამთავრა  უნივერსიტეტი. პერსპექტიული   ეკონომისტი  მშობლიურ  აფხაზეთში  დაბრუნდა   და  გულრიფშის  „რაიკოოპკავშირში „  დაიწყო  მუშაობა. 1985-87  წლებში  იყო  აჟარის  სავაჭრო  გაერთიანების  დირექტორი, 1987-1990  წლებში  -  გულრიფშის   „რაიკოოპკავშირის“  სარევიზიო  კომისიის  თავჯდომარე.


    1989-1990  წლებში   შუქრი  მარგიანი  სწავლობდა  მოსკოვის  კოოპერაციის  ინსტიტუტის  თბილისის  ფილიალში  -  ახლადდაარსებულ  მენეჯერთა  სკოლაში  , სადაც  პროფესორ  ლადო  პაპავას  ხელმძღვანელობით  წარმატებით   დაიცვა  საკანდიდატო  ნაშრომი „კოდორის  ხეობის /დალის  სვანეთის  სოციალ-ეკონომიკური  განვითარების  სტრატეგიული  გეგმა“.  ნაშრომი  დღემდე  ერთადერთია  დალის ხეობისთვის  და  შესაბამისად , არ კარგავს  აქტუალობასა  და  ღირებულებას.

    შუქრი  მარგიანი   აქტიურად  იყო  ჩაბმული  ეროვნულ  მოძრაობაში, 1985-92  წლებში  სხვა კოდორელებთან  ერთად  თავკაცობდა  შიყერის  წმ.  გიორგის  ეკლესიის  მშენებლობას. 

       აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  კი  მოხალისედ  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის    „მშვიდობის  ლეგიონში“. შუქრი  მარგიანი  გმირულად  დაიღუპა  ურთულესი   საბრძოლო  ოპერაციის  დროს, 1993  წლის  3  იანვარს, ლეგიონერ  ემზარ  გუჯეჯიანთან  და  გუბაზ  ჯოხაძესთან  ერთად.

     შუქრი  მარგიანი  დაკრძალულია   დალის  ხეობაში.

   2005  წელს  შუქრი  მარგიანს  მიეძღვნა  მოგონებათა  წიგნი -  „დალელთა  იმედი“,  რომელშიც  აღმზერდელები  ,მისივე  პროფესორ-მასწავლებლები, მეგობრები, თანამებრძოლები  იხსენებენ  და  პატივს  მიაგებენ, როგორც ვაჟკაცობისა   და  პატიოსნების  ეტალონს, რაინდ  თანამებრძოლს ,ზნეკეთილ  ადამიანს...როგორც  დაუვიწყარ  ჭაბუკს   დალის  ხეობიდან  , რჩეულს  აღზრდილთა  და  აღსაზრდელთა  შორის  ,  განსაკუთრებული  ხიბლის  მქონე  ახალგაზრდას, გამორჩეულ  მეგობარს...

   აქვეა მოგონებები: „გმირობა  სიცოცხლეზე  მეტია“, „სამშობლოსთვის  შეწირულნი  არ კვდებიან“, „რჩეულთა  ხვედრი“ , „რაინდული  სულის  და  ვაჟკაცური  ბუნების  შესაბამისად“, „მათ  ხსოვნას  ქვეყანა  სანთლებად  აინთებს“...

      გთავაზობთ  რამდენიმე  ამონარიდს  ზემოთ  ხსენებული    წერილებიდან: „შუქრი  მარგიანის  ღრმად  შთამბეჭდავი საუბრის  ერთხელ  მოსმენაც  კი  საკმარისი  იყო   დაგმახსოვრებოდა  ის  მთელი  ცხოვრება.  ახალგაზრდა  კაცს, რომლის  ხელში  ყველაზე  ნაყოფიერად  კალამი  იმუშავებდა, სამშობლოს  სიყვარულისთვის  ბედმა  რატომღაც   საბრძოლო  იარაღის  ასხმა  არგუნა; ვაგლახ, რომ  ამ  კეთილშობილური  განზრახვის   განხორციელებისთვის  მას  ჯან-ღონით  სავსე  სიცოცხლის  შეწირვა  დასჭირდა...

 ჩემთვის  სასიამოვნო  იყო  მისი  დასაბუთებული  დებებულებების   მოსმენა. შთაბეჭდილებას  აძლიერებდა  იმის  განცდაც, რომ  ჩემ  წინ  იდგა  საქართველოს  მთასა  და  ბარზე  შეყვარებული , გონებით  თუ  სახით  ახალგაზრდა  კაცი.  ალბათ  დაბადებიდანვე  სახენათელი  იყო  და  მშობლებმაც  ამიტომ  შეარქვეს  შუქრი, გავიფიქრე  ჩემთვის  პირველი  გაცნობისთანავე“ (აკადემიკოსი  თენგიზ  ონიანი).

        „დღეს  შუქრი  მარგიანი  ჩვენს  გვერდით  აღარაა, მაგრამ  მან  დატოვა   ვაჟკაცური  სული,სამშობლოს სიყვარულის  უდიდესი  მაგალითი  და  ოცნება- აყვავებული  დალის  ხეობა“ (აკადემიკოსი  ლადო  პაპავა). „ ვაჟკაცობისა  და  პატიოსნების  ეტალონის - შუქრი  მარგიანის  სახელის   უკვდავყოფა  ჩვენი  ღირსების   საქმეა“(თეიმურაზ მიბჩუანი). „თქვა ,რომ შუქრი  მარგიანი  იყო  ნიჭიერი , ნიშნავს  არ თქვა   თითქმის  არაფერი. ის  იყო  მართლაც  ღვთაებრივი  ნიჭით   დაჯილდოვებული  ადამიანი. მე  მადლიერი  ვარ  ჩემი  ბედისა,რომ  სტუდენტობის  ,ყმაწვილკაცობის  ულამაზესი  წლები  გავატარე  შუქრი   მარგიანთან.  მისი  მოხდენილი  თავმდაბლობა  და  საშური  თავაზიანობა   იყო  გამოხატულება  ნამდვილად  დიდი  კაცობისა   და  ჭეშმარიტად  რაინდული  სულისა. სწორედ  ასეთი  იყო  ჩემი  მეგობარი  შუქრი  მარგიანი. კაცი, რომელსაც   არ   ჰქონია  ეგოისტური  პრეტენზია  დიდკაცობაზე  და  მიუხედავად   ამისა, მაინც  იყო  დიდი  ქართველი , დიდი  მამულიშვილი. მარგიანების გვარის   ღირსეული  დამამშვენებელი  და   არა  მხოლოდ  მარგიანებისა, არამედ  გავბედავ  და  ვიტყვი, მთლიანად  საქართველოს  საამაყო   შვილი... მე  მჯერა რომ  გაიმარჯვებს  ის  ეროვნული  იდეები, რისთვისაც  მთელი  ცხოვრება  იბრძოდა  და  რასაც  დაუფიქრებლად  შესწირა  თავისი  ახალგაზრდა  სიცოცხლე  ჩემმა  უახლოესმა  მეგობარმა, ვაჟკაცმა  თუ  სულით  რაინდმა  „დიდმა  სვანმა“  -  როგორც მას  ვუწოდებდით - შუქრი  მარგიანმა!“ (გია ტაბიძე). „მე არ ვიცნობდი  ამ  გმირს, მაგრამ  ახლა, წიგნის  კითხვისას  სევდა  მიასკეცდება , რადგან  ვხედავ, თუ  რა  სიყვარულითა  და  ზრუნვით  ისწრაფვოდა  ჭაბუკი  სული  თავისი  მშობლიური  დალის  ხეობის  აღშენებისათვის...  გაგაოცებს  ის სიყვარული, რომელიც  დაუთესავს  ახალგაზრდა  კაცს, ის  ცრემლნარევი  სევდა, რომლითაც  იგონებენ  მას  ახლობლები, მეგობრები, მასწავლებლები“... (პროფესორი  ჯანრი  კაშია).


                                   ირემი  დალის  ხეობიდან 

ვაიმე, რა მალე  ჩამოთოვა, ვაიმე რა ცივი ზამთარია!..

-ირემო, შენსავით ლამაზები,ირემა  ბიჭები სად არიან?

ლამაზი ბიჭები  მოკვდებიან  და  გაიხსენებენ  აზარფუშით,

ვინაც  სანადიროდ  არ  წასულა  ომში, სიკვდილში  თუ  აფხაზეთში.

იქ   სიკვდილს  თამაშსაც  უბედავენ (ომში რა უნდოდა გაუბედავს!),

ზოგს  სამაჩაბლოში  დაუღამდა, ზოგს ვეღარც სოხუმში გაუთენდა.

-ირემო,ოი,ფურ-ირემო, ემანდ შავეთის  გადასახედს,

შენი  შვილების  გაზრდასაო, ერთი  ამ   ბიჭებსაც  გადასძახე...

უცებ  თვალები  დამკორტნიან,დედის  თვალები  დასავსები:

-ჩემი  შვილების მკვლელები  ხართ  ქართველებიც   და   აფხაზებიც!

და  გადავარდება ფურ-ირემი... შორით  მიაბღავლებს

საწყალობლად  ათას  ამირეჯიბს...

მიშველაძეს...

აბაშიძეს  თუ

ამაღლობელს...

მაგრამ  არაფერი   აღარ  ისმის...

ჩუმად  იფერფლება  მზის   მირაჟი

სამას  არაგველთა  ჟრიამულში...

ხერხეულიძეთა  ყიჟინაში...

                                                                  შოთა  ნიშნიანიძე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.06.2021
ბოლო რედაქტირება 31.12.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0