სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ელგუჯა გვიჩიანი 1932-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ლატალა მესტია სვანეთი ელგუჯა გვიჩიანი 1932-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ლატალა მესტია სვანეთი ელგუჯა გვიჩიანი 1932-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ლატალა მესტია სვანეთი

1932-1993 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გვიჩიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ელგუჯა გვიჩიანი 1932-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ლატალა მესტია სვანეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ელგუჯა  გვიჩიანი  დაიბადა  1932  წლის  7  ივლისს, მესტიის  რაიონის    სოფელ  ლატალაში.


1953  წელს  დაამთავრა  ქუთაისის  პედაგოგიური  ინსტიტუტი  და  მუშაობა   დაიწყო  სოხუმის  რაიონის  სოფელ  ამზარის  დაწყებით  სკოლაში.  1954-1956  წლებში  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  მოიხადა  ქალაქ  მოსკოვში. შემდეგ  კი,  თავის სკოლაში  დაბრუნებული, დირექტორის  თანამდებობაზე  დანიშნეს.  1988-1990  წლებში  მუშაობდა აფხაზეთის  დემოგრაფიული  საბჭოს  თავჯდომარედ. იყო  „ლემის“  საფიცთა  საბჭოს  ერთ-ერთი  დამაარსებელი.


   1992-1993  წლებში , აფხაზეთის  ომის   დროს, ელგუჯა  გვიჩიანი  მეთაურობდა  საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  ერთ-ერთ  ოცეულს.  1992  წლის  შემოდგომაზე  მოწინაააღმდეგემ   გადაწყვიტა  სოხუმზე   იერიში  ყველასგან  მივიწყებული,  სოხუმჰესიდან  გუდაუთის  მიმართულებით  , წლების  წინ  სატყეო  მეურნეობის  მიერ  გაყვანილი  გზის  გამოყენებით  მიეტანათ. დაიწყეს  კიდეც  ტექნიკის  შემოყვანა. ელგუჯა  გვიჩიანმა  მოსალოდნელი  შემოტევის  შესახებ  შტაბს  აცნობა, მაგრამ  მას  არავინ   დაუჯერა...  3  ივლისს  კი  კომანში  ოთხასმა  ჩეჩენმა  მეომარმა  საშინელი  ტრაგედია   დაატრიალა...   დაღუპულებს  შორის  იყო  ელგუჯა  გვიჩიანიც.

     საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ელგუჯა  გვიჩიანი,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I  ხარისხის  ორდენით.



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


მე-8 ბატალიონის III ასეული

დაიბადა 1932 წლის 7 ივლისს, მესტიის რ/ნ სოფ ლატალში. 1953 წელს დაამთავრა

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. ამავე წლიდან იწყებს მუშაობას სოხუმის რ/ნ

სოფელ ამზარის დაწყებით სკოლაში. 1954-1956 წლებში გაიარა სამხედრო

სავალდებულო სამსახური ქ. მოსკოვში. 1956 წელს გააგრძელა მუშაობა იგივე

სკოლაში დირექტორის თანამდებობით. 1988-1990 წლებში მუშაობდა აფხაზეთის

დემოგრაფიული საბჭოს თავმჯდომარედ. იყო „ლემი“-ს ნაფიცთა საბჭოს ერთერთი

დამაარსებელი. 1990-1993 წლებში იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის

თავმჯდომარე. 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის პერიოდში ირიცხებოდა 23-ე

ბრიგადის III ასეულის ოცმეთაურად.

1992 წლის შემოდგომაზე ჩვენი მოწინააღმდეგე ცდილობდა სოხუმზე იერიში სხვა

მიმართულებიდან განეხორციელებინათ, რისი მზადებაც კამანელმა მზვერავებმა

შეამჩნიეს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, წლების უკან სატყეო მეურნეობის

მიერ სოხუმჰესიდან გუდაუთის მიმართულებით გზა იყო გაყვანილი, ამ დროისთვის

კი გამოუყენებელი და ყველასგან მივიწყებული. თუმცა აფხაზებს და რუსებს

ახსოვდათ და სწორედ მათ გამოიყენეს ეს გზა მძიმე ტექნიკის შემოსაყვანად. ელგუჯა

გვიჩიანმა აცნობა ცენტრალურ შტაბს მოსალოდნელი შემოტევის შესახებ, მაგრამ მას

არავინ დაუჯერა, რადგან ამის წარმოდგენა ბევრისთვის ძნელი იყო. დაუჯერებლობის

შედეგი კი 3 ნოემბერს დაგვატყდა თავს, რომელიც 400 მებრძოლისგან შემდგარი,

ჩეჩენთა ბატალიონმა განახორციელა.

1993 წლის 5 ივლისს სოფ. კამანში მიმდინარე ბრძოლის დროს ელგუჯა გვიჩიანი

გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ელგუჯა გვიჩიანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის

ორდენი (ბრძ.# 00102 4.12.1994 წ.)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0