სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ადამ გვიჩიანი 1964-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ადამ გვიჩიანი 1964-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ადამ გვიჩიანი 1964-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ადამ გვიჩიანი 1964-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გვიჩიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

ადამ გვიჩიანი 1964-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ადამ  გვიჩიანი  დაიბადა  1964  წელს  ქალაქ  სოხუმში.  დაამთავრა  სოფელ  შრომის  საშუალო  სკოლა.  გატაცებული  იყო  სპორტით,კერძოდ, ძიუდოთი.  იყო  ძიუდოისტთა  კლუბის  წევრი.


   1982-1985  წლებში  მოიხადა   სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  ქალაქ  სევასტოპოლის  საზღვაო  ფლოტში.   1964  წელს  ჩაირიცხა  ქალაქ  ლვოვის  სატყეო-ტექნიკურ  უნივერსიტეტში. მალევე  დაოჯახდა  და  ქალაქ  სვოვში  დამკვიდრდა. 1992  წელს, აფხაზეთში  საომარი   მოქმედებების  დაწყებისთანავე  ადამი  სამშობლოში  დაბრუნდა  და  თანასოფლელების  მებრძოლთა  ჯგუფს, მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულს  შეუერთდა.


ვიდეო დაამუშავა დამ, თამარ გვიჩიანმა

    ადამ  გვიჩიანი  კომანი-ამზარის  ხიდთან  განთავსებულ  მეორე  საგუშაგოზე  მორიგეობდა  შვიდკაციან  ჯგუფთან  ერთად.  1993  წლის  5  ივლისს,მტრის  მორიგი  შემოტევის  დროს  ორი  მათგანი  დაიჭრა. ადამმა  ყველა  მისი  თანამებრძოლი  სამშვიდობოს  გაიყვანა,თვითონ  კი  უკან  დაბრუნდა  და  მტერთან  უთანასწორო  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა.

  საქართველოს   პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი   გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ადამ  გვიჩიანი, სიკვდილის  შემდეგ,  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I   ხარისხის   მედლით.



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


მე-8 ბატალიონის III ასეული

დაიბადა 1964 წელს ქ. სოხუმში. 1981 წელს დაამთავრა ს. შრომის საშუალო სკოლა.

პარალელურად ეწეოდა სპორტს, იყო ძიუდოს კლუბის აქტიური წევრი. 1982-1985

წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. სევოსტოპოლის საზღვაო

ფლოტში. 1986 წელს ჩაირიცხა ქ. ლვოვის სატყეო-ტექნიკური სახელმწიფო

უნივერსიტეტში. 1988 წელს შექმნა ოჯახი.

1992 წელს, როცა დაიწყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ადამ გვიჩიანმა მიატოვა

უკრაინა და შეუერთდა მისი თანასოფლელების ასეულს, სადაც დაინიშნა

ოცმეთაურად. ომის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში ადამ გვიჩიანმა ორ

თანამებრძოლთან ერთად, ორი აფხაზი მებძოლი განაიარაღა და ტყვედ აიყვანა.

შემდგომ ეს ბოევიკები ცენტრალურ შტაბში იყვნენ გადაყვანილი.

1993 წლის 5 ივლისს, ადამ გვიჩიანი #2 საგუშაგოზე მორიგეობდა მისი ოცეულის 7

კაციან ჯგუფთან ერთად. ეს საგუშაგო კამანი-ამზარის ხიდთან იყო განლაგებული.

მცირერიცხოვანმა ჯგუფმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ იცოდნენ, რომ

დიდხანს ვერ გაძლებდნენ. ადამ გვიჩიანმა თანამებრძოლებს უბრძანა ეცადათ

საგუშაგოს დატოვება და სხვა უახლოეს საგუშაგოზე გადასვლა. რამოდენიმემ

მოახერხა, ორი მებრძოლი დაიჭრა და შემდეგ ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ადამი დაეხმარა

თანამებრძოლებს საგუშაგოდან გასვლაში, თვითონ კი ადგილი არ მიუტოვებია,

მხოლოდ ღმერთია მოწმე, თუ რამდენ ხანს უმკლავდებოდა მტერს, ცხადია ის, რომ

გმირულად დაიღუპა ამავე საგუშაგოზე მტერთან ბრძოლაში.

ადამ გვიჩიანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი“

(ბრძანება #00101 4.12.1994წ)

http://mematiane.ge/docs/1628446953611020e9a6a2b.pdf


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0