სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10672

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გენადი გადრანი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი გენადი გადრანი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი გენადი გადრანი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი გენადი გადრანი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი გენადი გადრანი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი გენადი გადრანი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გადრანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

გენადი გადრანი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

გენადი  გადრანი  დაიბადა  1970  წლის  4  აპრილს, მესტიის  რაიონის სოფელ  ჭუბერში.  იქვე  დაამთავრა  საშუალო  სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  საბჭოთა  არმიის რიგებში  მოიხადა. მოგვიანებით ოჯახი  საცხოვრებლად  დმანისში  გადავიდა.


     გენადი  კომანში  სტუმრად- ბიძაშვილ-ნათესავებთან  ხშირად  ჩამოდიოდა.ძალიან  უყვარდა   და  მოსწონდა  იქაურობა. დაუახლოვდა  და  დაუმეგობრდა  ადგილობრივებს. კომანელებსაც  უხაროდათ  ზრდილ,სამართლიან,ფიზიკურად  ძლიერ,უშიშარ, კეთილ  გენადისთან  ურთიერთობა. როცა  ქართულ-აფხაზური  კონფლიქტი  მეორედ  განახლდა, გენადი  ბიძაშვილებთან იმყოფებოდა  და  კომანელებთან  ერთად  დადგა   სამშობლოს   დასაცავად.


დაკომპლექტდა  ასეული, ჩამოყალიბდა  მებრძოლთა  სრულფასოვანი  ჯგუფი,ყველამ   თავისი  ადგილი   დაიკავა  და  სამი   ძირითადი  საგუშაგო  შეივსო. შეიქმნა  სხვადასხვა  სტრატეგიული  მნიშვნელობის  ოცეული,რომლებიც  ასევე  საგუშაგოებზე  განლაგებული  მებრძოლებისაგან  შედგებოდა  და   საჭიროების  შემთხვევაში  სხვა  მნიშვნელოვან  ფუნქციებს  ასრულებდა. ერთ-ერთი  ასეთი, ძალზედ  საჭირო  და  ძლიერი   ოცეულის  (სადაზვერვო-დივერსიული)  შემადგენლობაში  შედიოდა  გენადი, რომელსაც  მ.  კახიანი  მეთაურობდა. ამ ოცეულმა  ომის  პერიოდში  ბევრი  მნიშვნელოვანი  ოპერაცია  განახორციელა.


    1993  წლის  26  ივნისს,ახალშენის  საგუშაგოებსა  და  კომანის  შტაბს  შორის  გაყვანილი საველე  სატელეფონო   კავშირი შეწყდა. კავშირის  აღსადგენად   წამოსული  ახალშენის  მებრძოლები  ჩასაფრებულ  მტერს   გადაეყარნენ. ორმხრივი  სროლის  შედეგად  ქართველი   მებრძოლები  დაიჭრნენ,დასახმარებლად  გენადის  ოცეულიდან  ხუთი  მებრძოლი  გაეშურა. მტერს  დაედევნენ, მდინარის გაღმიდან  ტყვიამრქვევით  ცეცხლი  გაუხსნენს  სამაშველო  ჯგუფს, ტყვიამფრქვევის  პირველი ჯერი  წინ  მიმავალმა  გენადიმ  მიიღო...  მამულისთვის  თავდადებული  ვაჟკაცის  ცხედარი  გადაასვენეს  და  დაკრძალეს  დმანისში.

    საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  მე-8  ბატალიონის  III  ასეულის  მზვერავ-დივერსიული  ოცეულის  მებრძოლი  გენადი  გადრანი, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I  ხარისხის  ორდენით.


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


მე-8 ბატალიონის III ასეულის მზვერავ-დივერსიული ოცეული დაიბადა 1970 წლის 4 აპრილს, მესტიის რ/ნ სოფელ ჭუბერში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური ყოფილ საბჭოთა არმიაში. ჯარის მოსტუმრების მერე ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა დმანისში. გენადი კამანში სტუმრად ხშირად ჩამოდიოდა ბიძაშვილ-ნათესავებთან. მას ძალიან მოსწონდა კამანი და კამანის მოსახლეობა. ის დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ადგილობრივებს. კამანელებსაც უხაროდათ მასთან მეგობრობა, გენადი ძალიან ზრდილობიანი, სამართლიანი და კეთილი ადამიანი იყო. ამავდროულად ფიზიკურად ძლიერი და უშიშარი პიროვნება. იმ წელსაც სწორედ ბიძაშვილებთან იმყოფებოდა, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მეორედ დაიწყო.


როგორც ყველა მებრძოლი, გენადიც ჩაერთო ამ საქმეში. იდგა იქ, სადაც ჩვენს ასეულს სჭირდებოდა. როდესაც ასეული დაკომპლექტდა და ჩამოყალიბდა სრულფასოვანი მებრძოლთა ჯგუფით, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და სამი ძირითადი საგუშაგო შეივსო. მეტიც არ აწყენდათ, მაგრამ ჩვენი მცირერიცხოვანი ასეული, მეტს ვერ გასწვდა. საგუშაგოების გარდა შეიქმნა კიდევ სხვადასხვა სტრატეგიული მნიუშვნელობის ოცეულები, რომლებიც ასევე საგუშაგოებზე განლაგებული მებრძოლებისგან შედგებოდა და საჭიროების შემთხვევაში საგუშაგოს ტოვებდნენ და სხვა მნიშვნილოვან ფუნქციებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ძალზედ საჭირო და ძლიერი ოცეულის (სადაზვერვო-დივერსიული) შემადგენლობაში შედიოდა გენადი, რომელსაც მეთაურობდა მ. კახიანი. ამ ოცეულს მთელი ბრძოლების პერიოდში ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი ოპერაციები აქვთ ჩატარებული. 1993 წლის 26 ივნისს, ახალშენის საგუშაგოებსა და კამანის შტაბს შორის საველე გაყვანილი სატელეფონო კავშირი შეწყდა. კავშირის აღსადგენად წამოსული ახალშენის მებრძოლები ჩასაფრებულ მტერს გადაეყარნენ, რომლებმაც სროლა აუტეხეს და ქართველი მებრძოლები დაჭრეს. ამ სროლების გაგონებაზე კამანიდან სასწრაფოდ გაეშურნენ ზემოთ ხსენებული ოცეულის ხუთი მებრძოლი, მათ შორის იყო გენადიც. მტერს დაედევნენ და დაეწიენ, სანამ მდინარეს გადავიდოდნენ. მდინარის გადაღმა მათ თანამებრძოლები ყოლიათ ჩასაფრებული და ჩვენი მებრძოლებს ტყვიამფრქვევებით სროლა აუტეხეს. გენადი წინ მიდიოდა და ტყვიამფრქვევისპირველი ჯერი მან მიიღო, რომელმაწ სამწუხაროდ სიცოცხლეს გამოასალმა. სხვებმა მოასწრეს რეაგირება და სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა თყვიით კიდევ ორი დაიჭრა და კიდევ ორი ყუმბარით. გენადი გადრანი 28 ივნისს გადასვენებულ და დაკრძალულ იქნა დმანისში.


http://mematiane.ge/docs/1628446953611020e9a6a2b.pdf

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ამონარიდი სტატიიდან

ემზარ კახიანი_ გენადი გადრანის მეგობარი და თანამებრძოლი _ გენადი სვანეთში დაიბადა, ჭუბერში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, მისი ოჯახი, საცხოვრებლად ჩემს სოფელში, კამანში გადმოვიდა, სადაც მისი ბიძაშვილები ცხოვრობდნენ. სოხუმში მუშაობდა და ბოლო 4 წელი, სოფელში ცხოვრობდა. ჩემი თანატოლი იყო და მალევე დავმეგობრდით. ძალიან კარგი პიროვნება იყო, გამორჩეული, ვაჟკაცური. ფიზიკურადაც ძლიერი; მძლეოსნობით იყო გატაცებული და ბევრს ვარჯიშობდა. 

მალხაზ კახიანი 1963-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. კოდორის ხეობა

როცა ჩვენი ასეული ჩამოვაყალიბეთ, ის ოცეულებად დაიყო; საგუშაგოები რამდენიმე ადგილზე გვქონდა; ერთ-ერთი იყო სადაზვერვო-დივერსიული ოცეული, რომელსაც ჩემი ძმა, მალხაზ კახიანი ხელმძღვანელობდა. სპეციალურ, რთულ დავალებებზე დადიოდნენ, როცა ცენტრალური შტაბიდან ბრძანება მოდიოდა. პირადად გენო ადამიასგან არა ერთხელ მიუღიათ დავალება; მტრის გარემოცვაში შესვლაც უწევდათ; გუდაუთაშიც არა ერთხელ ყოფილან. ხშირად, ნადავლი იარაღიც მოჰქონდათ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოუპოვებიათ. ასეთი სპეც-დავალება არა ერთი შეუსრულებია ამ ოცეულს...

ჩვენი სოფლის, კამანის გვერდით, არის სოფელი ახალშენი, რომელიც ძირითადად, ლეჩხუმელებით იყო დასახლებული. ჩვენ იქაც გვქონდა პოზიციები. ჩვენი შტაბიდან ახალშენის პოზიციებამდე გვქონდა საველე-სატელეფონო ხაზი გაყვანილი. ერთ დღესაც, 1993 წლის 26 ივნისს, კავშირი გაწყდა და ახალშენის საგუშაგოს მეომრები, კავშირის აღსადგენად, გამოყვნენ საველე კაბელს. როგორც შემდგომ გაირკვა, თურმე, ეს კაბელი, მტრის დივერსიულ ჯგუფს ჰქონია სპეციალურად გადაჭრილი და ჩასაფრებულნი იყვნენ_ელოდნენ, რომ ჩვენი მეომრები მის აღსადგენად წამოსულიყვნენ; სწორედ, ამ ჩასაფრებაში მოყვნენ ის ახალშენელი ჩვენი ბიჭები... ატყდა ინტენსიური სროლა; ჩვენმა ბიჭებმა რაციით გადმოგვცეს, რომ ჩასაფრებაში მოვყევით და დაჭრილები გვყავსო. ჩვენგან, მათ საშველად, ხუთნი წავიდნენ _ მათ შორის იყო გენადიც. როცა იმ ადგილს მიაღწიეს, მოწინააღმდეგემ საფრთხე იგრძნო; მათ გაქცევა მოასწრეს, მაგრამ ჩვენი მეომრები არ გაჩერდნენ_ გაქცეულებს ქედის გავლით დაედევნენ და  მათ მდინარე გუმისთამდე ჩაყვნენ. გუმისთის მეორე ნაპირზეც ყოფილა მტრის შენაერთიდან რამდენიმე კაცი ჩასაფრებული. გაქცეულებმა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა ვერ მოასწრეს, მაგრამ დაიმალნენ. მდინარის მეორე ნაპირზე მყოფმა მტერმა კი ტყვიამფრქვევებით სწროლა დაიწყო ჩვენი ბიჭების მიმართულებით. ჩვენი ორი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა..წინ გენადი მიდიოდა და პირველი გასროლილი ტყვია მას მოხვდა. ის ადგილზევე დაიღუპა...  პირდაპირ მკერდში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი... ტყვია მოხვდა  გულში, რომელიც საქართველოს სიყვარულით ჰქონდა სავსე!..

იმდენად ინტენსიური სროლა იყო, ხმა ჩვენამდეც აღწევდა; დავიყავით რაზმებად და გავემართეთ საცეცხლე წერტილში; ამასობაში უკვე შებინდდა. მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა ვერც ჩვენ მოვახერხეთ, ვერც დამალულ მტერთან ახლოს მისვლა შევძელით_ ისინი მთელი ღამე ჩუმად იყვნენ; ხილვადობა საერთოდ არ იყო. ბილიკებიც არ ჩანდა... გენადისთან ერთად ვინც იყო, იმათგან ერთ-ერთმა შტაბში მოსვლა მოახერხა და გვითხრა, რომ გენადი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა, ორი კი მძიმედ იყო დაჭრილი_ ნუკრი ლაცაბიძე და ბადრი კვიციანი. მხოლოდ გამთენიას შევძელით იმ ადგილამდე მიღწევა, სადაც ჩვენი დაჭრილი ბიჭები და გენადის ცხედარი იყო.. 

28 ივნისს გადმოვასვენეთ..იგი დმანისში დაკრძალეს, სადაც მისი ოჯახი ბოლო პერიოდში ცხოვრობდა.

ამდენი წლის შემდეგაც მიჭირს,  მასზე უემოციოდ საუბარი. კამანი პატარა სოფელია, ერთმანეთს ყველა კარგად ვიცნობდით, ერთ ოჯახად ვცხოვრობიდით; მართალია, გენადი იქ დაბადებული არ იყო და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელი გაატარა კამანში, მაგრამ ყველას ძალიან უყვარდა, თავისი ოჯახის წევრად მიაჩნდა. უაღრესად კეთილშობილი, პატიოსანი, ზრდილი ბიჭი იყო, უბოროტო, ალალ-მართალი. საოცარი მეგობრობა შეეძლო_თავგანწირული, ერთგული.. ასეთი იყო ბრძოლაშიც. მეგობრისთვის ტყიას დაუფიქრებლად მიუშვერდა მკერდს, თანამებრძოლის დასახმარებლად თავს არ დაზოგავდა. ძალიან მენატრება და დღესაც მაკლია მისი ერთგულება, თავგანწირული მეგობრობა, სიალალე და ეს დანაკლისი ვერაფერმა ამოავსო... აფხაზეთში დაღუპული ჩემი ღვიძლი ძმასავით_მალხაზ კახიანივით მტკივა გენადი... ისინი ბრძოლაშიც ერთად იყვნენ და იმ ქვეყნადაც ერთად არიან_ სამშობლოს წინაშე ვალმოხდილები! 

გენადი გადრანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0