სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე გამსახურდია 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი ალექსანდრე გამსახურდია 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი ალექსანდრე გამსახურდია 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი ალექსანდრე გამსახურდია 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი

1947-1993 წწ. გარდ. 46 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გამსახურდია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ალექსანდრე გამსახურდია 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კომანი სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ალექსანდრე  გამსახურდია   დაიბადა  1947  წლის  30  აგვისტოს  სოფელ  კომანში. 


დაამთავრა  მშობლიური  სოფლის  საშუალო   სკოლა.  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.  ჯარიდან  დაბრუნებულმა  მუშაობა  დაიწყო  კომანის  მარმარილოს  კარიერში.

    1992  წელს  ალექსანდრე  თანასოფლელებთან  ერთად  სამშობლოს  სადარაჯოზე  დადგა.  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულში.


    1993  წლის  5  ივლისს  ალექსანდრე  პირველ  საგუშაგოზე  მორიგეობდა. მის  გევრდით  იყო  მეუღლე- მერი   პაკელიანიც, რომელმაც  წინა   დღეებში  მცირეწლოვანი  შვილები  იქაურობას  გააარიდა  და  უკან  დაბრუნდა, მეუღლეს  გვერდით  დაუდგა. მათი   საგუშაგო  (საერთო  საცხოვრებლის  პირველი სართული)  სოფლის  ბოლოში,ოდნავ  ამაღლებულ  ადგილას, ეკლესიასთან  ახლოს  იყო  - სწორედ  იქიდან  იგერიებდნენ  მდინარეზე  გადმოსულ  მტერს,თავშესაფარი  მტრის  გამოსროლილი  ჭურვებისგან  იწვოდა  უკვე  და   კომანელები  გამოსავალს  ეძებდნენ. მათ  შორის  კიდევ    ერთი   მანდილოსანი  იბრძოდა  და  გადაწყვიტეს  ქალები  მაინც   გაცლოდნენ  იქაურობას, გადარჩენის  მიზნით  ეკლესიითვის  შეეფარებინათ  თავი.  პირველი  მერი  გაეშურა,გაქცევა  მოახერხა,მაგრამ  ეკლესიის  ეზომდე  ვერ   მიაღწია... ალექსანდრე  და  მისი   მეგობრები  დიდხანს  უმკლავდებოდნენ   მტრის  შემოსევას, თუმცა, ამაოდ...  იბრძოლეს  სისხლის  ბოლო  წვეთამდე,სიცოცხლე   ანაცვალეს  მამულს.

   ალექსანდრესა  და    მერის  ორი  ვაჟი  დარჩათ-დავითი  და დიმიტრი,რომლებიც ახლო  ნათესავებმა  აღზარდეს.

     საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  ალექსანდრე  გამსახურდია,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა   ვახტანგ  გორგასლის  I   ხარისხის  ორდენით.



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


მე-8 ბატალიონის III ასეული

დაიბადა 1947 წლის 30 აგვისტოს, სოფელ კამანში. საშუალო სკოლის დამთავრების

შემდეგ გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიაში, რომელიც

დაამთავრა 1968 წელს. ჯარის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კამანში

არსებულ მარმარილოს კარიერში. 1992 წელს, მასაც მოუწია იარაღის აღება, როგორც

ყველა ქართველს. დაიკავა ადგილი თანასოფლელებთან ერთად სამშობლოს

სადარაჯოზე.

1993 წლის 5 ივლისს ალექსანდრე პირველ საგუშაგოზე იდგა. სხვა

თანამებრძოლებთან ერთად ამ საგუშაგოზე იყო მისი მეუღლე მერი პაკელიანიც,

რომელმაც წინა დღეებში მცირე წლოვანი შვილები იქაურობას გაარიდა და წინა დღეს

უკან დაბრუნდა, მეუღლეს გვერდში დაუდგა. მათი საგუშაგო (საერთო საცხოვრებლის

პირველი სართული) სოფლის ბოლოში, ოდნავ ამაღლებულ ადგილას, ეკლესიასთან

ახლოს იყო, საიდანაც იგერიებდნენ მდინარეზე გადმოსულ მტერს. მათი თავშესაფარი

მტრის ჭურვებისგან უკვე იწვოდა და კამანელები ეძებდნენ გამოსავალს. მათ შორის

კიდევ ერთი მანდილოსანი იბრძოდა და გადაწყვიტეს ქალები მაინც გაცლოდათ

იქაურობას, გადარჩენის მიზნით და ეკლესიისთვის შეეფარათ თავი. პირველი მერი

გაეშურა, სხვები მტრის მიმართულებით ისვროდნენ, რათა მერის მოესწრო

უსაფრთხოდ მისვლა დანიშნულების ადგილამდე. თუმცა მტერს ამ დროისთვის უკვე

სამ მხრიდან ალყაში მოექციათ მათი საგუშაგო. მერიმ ეკლესიის ეზოს კარებამდე

მიაღწია მხოლოდ და დაიჭრა, ის ეზოს შესასვლელშივე დაეცა. ეს მძიმე სურათი მისი

მეუღლის თვალს არ გამოპარვია და ალექსანდრეს სიცოცხლე უკვე სულიერად აქ

დასრულდა!

ბრძოლა ისევ გრძელდებოდა და ამ საგუშაგოზე ისედაც მცირერიცხოვანი მებრძოლი

სულ შეთხელდა. არავის არ უნახია ალექსანდრეს ბოლო წუთები, მაგრამ ფაქტი ის

არის, რომ მეუღლეს სიკვდილის მერე თვითონაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე

იბრძოლა და გმირულად შესწირა თავი მეუღლის, კამანის და სამშობლოს სიყვარულს!

მათ ორი ვაჟკაცი დარჩათ, დავითი და დიმიტრი, რომლებიც ახლო

ნათესავებმა გაზარდეს.

http://mematiane.ge/docs/1628446953611020e9a6a2b.pdf


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0