სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ზურაბ ფოფხაძე 1958-97წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. ქ. ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი  ზურაბ ფოფხაძე 1958-97წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. ქ. ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი

1958-1997 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფოფხაძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ზურაბ ფოფხაძე 1958-97წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. ქ. ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ზურაბ  პართენის  ძე  ფოფხაძე  დაიბადა  1958  წლის  8  მარტს  ქალაქ  ამბროლაურში. 


სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო   ქალაქ  რუსთავში  მეტალურგიულ  სასწავლებელში.  პარალელურად  უკრავდა  მუსიკალურ  ანსამბლში. 1978  წელს  დაოჯახდა,შეეძინათ   ქალ-ვაჟი. 1982  წელს  ოჯახი  საცხოვრებლად  გადავიდა გულრიფშის  რაიონში  და  მზიურ  აფხაზეთში  შეუდგნენ  ბავშვების  აღზრდასა  და  მომავალზე  ზრუნვას.

   1992  წლის  14  აგვისტოს  აფხაზეთში  დაწყებულმა  ომმა  სამშობლოსთვის  გულანთებული   ვაჟკაცის  გეგმები  ძირფესვიანად  შეცვალა, გვერდზე  არ  გამდგარა  ქვეყნის  გასაჭირის  დროს, იარაღით  ხელში  დადგა  სამშობლოს  დამცველთა  გვერდით. 1992  წლის  სექტემბრიდან  ზური   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო   კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  მე-3  ასეულში.

     აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ზურაბ  ფოფხაძემ  თავი გამოიჩინა,როგორც   საქართველოს  ერთიანობისთვის  თავდადებულმა  მებრძოლმა. ერთ-ერთი  შემოტევის  მოგერიების  დროს  დაიჭრა, გამოჯანმრთელების  შემდეგ  კვლავ   დადგა  თანამებრძოლების  გვერდით.  აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში,პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის  დავალებებს. თანამებრძოლებს  შორის  სარგებლობდა  კარგი  ავტორიტეტით.


   აფხაზეთის  დაცემის  შემდეგ  ზურაბ  ფოფხაძემ  გააგრძელა  სამსახური  შინაგან  საქმეთა  სამინისტროს  აფხაზეთის  შსს სპეცდანიშნულების  ასეულში.  1997  წლის  ივლისში   ზურაბ  ფოფხაძე  გმირულად  დაიღუპა  გულრიფშის  რაიონში- ერთ-ერთი  საბრძოლო  დავალების  შესრულებისას.

    საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,   ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის ზურაბ  ფოფხაძე,სიკვდილის  შემდეგ ,  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  II  ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.06.2021
ბოლო რედაქტირება 25.09.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0