წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
ფოფხაძე ამბროსი გაბრიელის ძე 1907, 1911წ. ქვიტირის (ზემო) მთავარანგელოზთა ეკლესია 1905-1907წწ, 1911-1917წწ ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძარი, გარდ. 1954 წელს
1947 წელი. დიდი ხუთშაბათი.
საღმრთო ფეხბანვა შესრულდა ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა საკათედრო ტაძარში. (შენიშვნა: 1944 - 1956 წლებში მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ეკლესია ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო ).
ქუთათელ-გაენათელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე), შემდგომში კათოლიკოს - პატრიარქი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
სხედან: მარცხნიდან: მღვდელი კოზმა კირცხალია, მღვდელი ნიკოლოზ ბერეკაშვილი, მღვდელი სერგი მიქაშავიძე, მღვდელი საბა ჩიჩუა, დეკანოზი ივლიანე ყიფშიძე, დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე, ქუთათელ-გაენათელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი სიდამონიძე, დეკანოზი სიმონ ხვადაგიანი, დეკანოზი პარმენ ებანოიძე, დეკანოზი ვასილ გაბადაძე, მღვდელი ნიკოლოზ არსენიშვილი, მღვდელი ამბაკო ჩიკვაიძე, მღვდელმონაზონი სვიმონ გოცაძე.
დგას : პროტოდიაკონი ვასილ ტაბატაძე (შემდგომში დეკანოზი).
ფოტოს მოწოდებისთვის მადლობა ირაკლი ლორთქიფანიძეს