მალხაზ აბრამიშვილი დაიბადა 1966 წლის 8 მაისს, საჩხერის რაიონის სოფ, სარეკში.
მშობლები:ნუგზარ აბრამიშვილი – პენსიონერი, ლენა აბრამიშვილი – მოსამსახურე.
1983 წელს დაამთავრა სარეკის საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ვაჭრობის ტექნიკუმში საქონელმცოდნეობის ფაკულტეტზე... ·
1984 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სამხედროდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა დარკვეთის გამამდიდრებელ ქარხანაში.
1992 წლის აპრილში შევიდა საჩხერის გვარდიაში, იბრძოდა ცხინვლში.ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ, მიანიჭეს გვარდიის ოფიცრის წოდება. იყო ასმეთაურის მოადგილე.
1992 წლის 10 აგვისტოს წავიდა აფხაზეთში.
1992 წლის 8 სექტემბერს ტამიშის ხიდთან ბრძოლაში დაიღუპა.
მალხაზ აბრამიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
მალხაზ აბრამიშვილი 1966-1992
მალხაზ აბრამიშვილი 8 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ სარეკში
1983 წელს დაამთავრა სოფელ 2 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქალაქ თბილისში კოოპერატიულ ტექნიკუმში.
როცა საჩხერეში ეროვნული გვარდიის ბატალიონი ჩამოყალიბდა, იგი მოხალისედ შევიდა მასში. იბრძოდა ცხინვალში ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ, მიიღო ოფიცრის სამხედრო წოდება. 1992 წლის 14 აგვისტოდან იბრძოდა აფსაზეთის რეგიონში,
დაიღუპა 8 სექტემბერს სოფელ. ტამიშთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. დაჯილდოებულია მედლით "მხედრული მამაცობისათვის– დაკრძალულია სოფელ სარეკში.
მალხაზ აბრამიშვილი