სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11164

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი
ბმულის კოპირება



გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

418       ბეჭდვა

კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

მთავარი ფოტო იაკობ (აკო) ჩიხლაძე 1962-92 წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

    მარტო სოფელი ტყვიავი არაა... სრულიად საქართველო ვტირით, ტტირით ნაწამებთ, უდროოდ, ვაჟკაცურად დაღუპულებს ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის, მამულისთვის...

    კობა... არქიტექტორი იყავი... სოფლის გამგებლად რომ აგირჩიეს, უპირველესად მის გამშვენიერებაზე დაიწყე ფიქრი, მშვიდობიანი რუდუნება ვინ დაგაცალა... მამულს გეცილებოდნენ და... იარაღი აისხი.. სიცოცხლისთვის,

    სიყვარულისთვის დაბადებულს სიკვდილი გაგიხადეს ოცნების მოზიარედ.


ვაი დედასა შენსა...

ნიკო... ჯიქების საგე'ულოდან წამოსულ ჯიქივით ყმას ეგრე. მოგერია მტერი მომხდური... ზურგი არ გიჩვენებია, აკი ამიტომაც დაგიძიძგწეს შეუვალი მკერდი. შენი მამა-პაპანი მჭედლები ყოფილან... შენც. ვაჟკაცური სიკვდილით გამოიჭედე შენი ხსოვნის ზარი...

ვაი შენს დედას...

    აკო... სოფლისათვის საყვარელი კაცის შვილი საყვარელ და ერთგულ ყმაღ გაიზარდე... მისი ჭირისა და ლხინის ერთგულ ჭირისუფალს დღეს სრულიად საქართველო გჭირისუფლობს, მეგობრებზე, სიცოცხლეზე გადაგებულს.

ვაი შენს დედას...

მიშიკო... ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ, კაცის კვლა ჩვენგან არ ეგებისო. ესეც გვასწავლეს, რადგან მამულს, სამშობლოს გვეცილებიან და სულაც არ ესმით შენი ვაჟკაცური მორალი.. მტრისგან, ზურგში მახვილის ჩამცემ მტრისგან ეს დიახაც რომ მოსალოდნელია, აკი ამიტომაც შავად ამოგიბლანდეს სამზეოს ჩითები...

    ოთხი კაი ყმა სოფლისთვის ოთხი ბალავარია, ვაი, რომ მარტო ნიკო ოდიაშვილის ვაჟი ჩაიცვამს მამის სახელობის თორს და ისევ იმ მიზნისათვის გაცალათ...

გმირებად არ იბადებიან... გმირებად კვდებიან...  აიგო თქვენი ნათელი ხსოვნის ტაძარი...

    ნათელ სასუფეველში მიმავალი თქვენი გზა სრულიად საქართველოს გულზე გადის. იბრძოლებ!, რისთვისაც თავი დასდეთ... 

ბორის

    სულით ხორცამღე თბილისელი იყო. თბილისში დაბადებული, გაზრდილი და დავაჟკაცებული. თავის სამშობლოზე, ქალაქსა და ხალხზე უზომოდ შეყვა-

რებული.

    სამაჩაბლოს მიწა არ ემეტებოდა სხვისთვის, ნიჭიერსა და ოქროს მარჯვეწის პატრონს რამდენი რამის გაკეთება შეეძლო თბილისისათვის, მაგრამ გულმა ტყვიავისაკენ გაუწია. ნათესავისი ოჯახში დასახლებულს გულისყურა დღენიადაგ სამაჩაბლოსკენ ჰქონდა მიპყრობილი.

    კეთილი, ჭკვიანი, მშრომელი, ერთგული ღა უღალატო ბიჭი იყავი და რასაკვირველია, არც სამშობლოსათვის გიღალატნია.

საკუთარი მკერდით იცავდა ქართლის მაწას და სწორედ იმ მკერდში გაუცივდა საქართველოზე შეყვარებული გული. ვაი შენს დედას, მორის, მამაცი შვილი გამზრღელ დედას, მაგრამ საამაყოც ბევრი აქვს – სამშობლოს მართალი და მამაცი კაი ყმა გაუზარდა!

    ნათელი დაგბედიბოდეს ამ ქვეყანაშიც. აქ, სამზეოზე ადრე დაღამებულო ბიჭო!

ტყვიავის თემის საკრებულო

11 მაისი 1992 წელი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0