ადგული ქირია დაიბადა 1940 წლის 21 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფ. ოქტომბერში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მესამე კურსიდან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1973 წელს.
1970 წლიდან მუშაობა დაიწყო მთაწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში მომკვლევად, ორი წლის შემდეგ გადაყვანილ იქნა გამომძიებლად, სადაც მუშაობდა ,1980 წლამდე.
1980 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა ვაკის რაიონის შ.ს. განყოფილებაში უფროს გამომძიებლად. გადატანილი ჰქონდა გულის ინფარქტი. მიუზედავად ამისა, როდესაც სამაჩაბლოში შეიქმნა ასეთი სიტუაცია, სურვილი გამოთქვა წასულიყო და თავისი წვლილი შეეტანა მისი სამშობლოს მტრების რინააღმდეგ ბრძოლაში, მანამდე 1989 წელს თვით იმყოფებოდა აფხაზეთში. 1991 წლის 21 იანვარს ოსი ექსტრემისტების ნაღმს შეეწირა. მეორე დღეს იპოვეს მდინარე ლიახვის ხეობაში. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.