მღვდელი დავით ქირია
დაიბადა 1991 წლის 13 მარტს ქ. ზუგდიდში.
2009 წელს დაამთავრა ოდიშის N2 საჯარო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის
სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე.
2012 წლიდან, ოჯახური მდგომარეობის გამო, ვერ გააგრძელა სწავლა.
2011 წლიდან შეუდგა ქრისტიანულ ცხოვრებას, სტიქაროსანი იყო ქ. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.
2019 წლის 28 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად,
2020 წლის 7 ივლისს _ მღვდლად და დაადგინა ქარელის რაიონის სოფ. ფცაში ღმრთისმშობლის შობის დედათა მონასტერში მღვდლად.
2021 წლის 25 ოქტომბერს მიტროპოლიტ იობისა და მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გადმოვიდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში და
სოფ. დიდინეძის მამათა მონასტერში განაწესეს თანამწირველად. იგი, ამავე დროს, სოფ. ურთის მშენებარე მამათა მონასტრის ზედამხედველია.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ზუგდიდი, სოფ. ცაცხვი, თამარ მეფის ქ. N16.