როინ გორგაძე ანზორის-ძე
რიგითი, ქვედანაყოფის მეთაური (17.04.1967-24.09.1987).
დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში.
დაამთავრა ქ.თბილისის სპეციალიზირებული პროფტექსასწავლებელი № 54.
1985 წლის 8 ოქტომბერს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ხარაგაულის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1987 წლის მტებერვლიდან.
«რუხას დასახლებული პუნქტის მიდამოებში, 1987 წლის 24 სექტემბერს, განხორციელდა თავდასხმა პოსტზე, სადაც ის და მისი თანამებრძოლები მსახურობდნენ. დუშმანთა თავდასხმის მოგერიებისას, გორგაძემ ავტომატური ცეცხლით ჩაახშო მტრის 3 საცეცხლე წერტილი, მაგრამ საცეცხლე პოზიციის შეცვლისას მიიღო სასიკვდილო ჭრილობა.»
სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის, გამბედაობისა და მამაცობისათვის დაჯილდოვდა «სამხედრო სამსახურში წარჩინებისათვის» II -ე ხარისხის მედლით და «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
დაკრძალულია სოფელ ღორეშაში.
თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია