სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

1918-1921 წ. მებრძოლები
1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაური 123 1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაური 123
ბმულის კოპირება

1918-1921 წ. მებრძოლები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

459       ბეჭდვა

1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაური 123

თუ ვინმეს გაქვთ ფოტოები მოგვაწოდეთ.

400 დაღუპული მებრძოლის სია; არმია, სახალხო გვარდია, მოხალისეები

150 მეტი საქართველოს ბრძოლა იხილეთ მეტი 

1918 წლის 26 მაისს დან დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი სამხედრო მოწინააღმდეგეები იყვნენ: წითელი რუსეთი(ბოლშევიკები ლენინი იდეოლოგიურად, ტროცკი წითელი არმია), დენიკინის თეთრი არმია, თურქეთი, სომხეთი, ადგილობრივი კომუნისტები, პროთურქულად განწყობილი ისლამისტები, აფსუა და ოსი კომუნისტ-სეპარატისტები. ამ ძალების წინააღმდეგ იბრძოდა შეიარაღებული ძალების ორი სახეობა: სავალდებულო-გაწვევითი რეგულარული არმია (13 ქვეითი ბატალიონი) და მოხალისეთაგან დაკომპლექტებული, კადრირებული სახალხო გვარდია (19 ქვეითი ბატალიონი), საჭიროებისამებრ იქმნებოდა ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებული მოხალისეთა დანაყოფები (ქართული ლეგიონი, მთიულების რაზმი, ქართველ მუსლიმთა ესკადრონი, აფხაზების ცხენოსანი რაზმი, პარტიული დანაყოფები და ა.შ.), ჯამში დაახლ. 25.000 წინა ხაზზე მებრძოლი.

1917 წ. – რუსეთის არმიის სამხრეთის ფრონტის ჯარების გარიდება საქართველოდან, შამქორის ბრძოლა, ეთნიკურ-რელიგიური შეტაკებები მესხეთში, არსენა-ლის საარტილერიო საწყობების დაკავება სახალხო გვარდიის მიერ.

1918 წ. – რუსეთის იმპერიის არმიის „ქართული კორპუსის“ პოლკების განიარაღების ოპერაციები თელავში, გორში, ქუთაისში და დუშეთში. ეთნიკური კონფლიქტის დაწყება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი ოსების აჯანყების ჩახშობა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, აჭარის ოკუპაცია თურქების მიერ, ანარიის ფორტის ბრძოლა; ბრძოლა აფსუა და რუს კომუნისტებთან სოხუმის ოლქში (I ფაზა), კომუნისტი აჯანყებულების განადგურების ოპერაცია სამეგრელოში და ზემო იმერეთში; ჩოლოქის ბრძოლა, ოზურგეთის შტურმი, აწყურის ბრძოლა; ქართული და გერმანული არმიების ერთობლივი ოპერაცია ქვემო ქართლში ისლამისტების წინააღმდეგ, ჩრდ. კავკასიიდან შემოჭრილი ქართველი და რუსი კომუნისტების განადგურება დუშეთის მაზრაში, აფხაზეთის განთავისუფლება (II ფაზა) და სოჭი-ტუაპსეს ოპერაცია, მესხეთის განთავისუფლება თურქი ოკუპანტებისგან, სომხეთ-საქართველოს ომი.

1919 წ. – სოფელ დაგეთ ხაჩინში სომხების მსხვილი ბანდის ლიკვიდაცია, დენიკინის არმიის მიერ სოჭის გარნიზონის დატყვევება და გაგრის აღება, სახალხო გვარდიის მიერ დენიკინის არმიის გაგრის დაჯგუფების განადგურება, კომუნისტების გამოსვლების ჩახშობა დუშეთსა და კახეთში. სერვერ ბეგის აჯანყების ჩახშობა და ქ. არდაგანის განთავისუფლება, სომხური სოფლების განიარაღება აფხაზეთში.

1920 წ. – თეთრგვარდიელთა ე.წ. „ერდელის ჯგუფის“ განიარაღების ოპერაცია ყაზბეგის რაიონში, კომუნისტების თავდასხმა სამხედრო სკოლაზე, რუსეთის წითელი არმიის პირველი თავდასხმა საქართველოზე – აზერბაიჯანის ფრონტი; ბოლშევიკი ოსების აჯანყების სრული ჩახშობა ქართლში; აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის ოპერაცია. ბრძოლა მაღალმთიან აჭარაში ისლამისტების წინააღმდეგ. ლაგოდეხში დისლოცირებული IV პოლკის გაკომუ-ნისტებული ნაწილის განიარაღების ოპერაცია. თეთრგვარდიელთა ფლოტის რეიდი გაგრის რაიონში ე.წ. „ფოსტიკოვის არმიის“ გამოსახსნელად.

1921 წ. – რუსეთ-საქართველოს ომი, ბათუმის ოპერაცია და თურქი ოკუპანტების განადგურება.

 ერთი საუკუნის შემდეგ მოგვაწვდინეს ბრძოლის ველიდან ხმა … აი ისინიც, 400 გმირი …

წყარო იხილეთ მეტი


აბაიძე ნიკოლოზ 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლაში სომხეთთან ომში

აბაშიძე ახმედ ბეგ 1919 ფოცხოვის ბეგი მოკლეს პროთურქმა ისლამისტებმა ქართული ორიენტაციისთვის შვილთან ერთად 

აბაშიძე დავით 18.02.1921 შულავერის სანაპირო რაზმი ლეიტენანტი დაიღუპა სოღანლუღის სადგურთან წითელარმიელებთან ხელჩართულ შეტაკებაში ხიშტის ჭრილობით. დაკრძალეს 22 თებერვალს თბილისში იოანე ღვთისმეტყველის სასაფლაოზე

აბაშიძე პავლე 06.1918 თბილისის სახალხო გვარდია 

აბაშიძე სიმონ 03.1918 არმიის II პოლკი. რიგითი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის დაცვისას


აბჟანდაძე იოველ 11.09.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონი. ოფიცერი ტყვედ ჩაიგდეს ოსებმა და წამებით მოკლეს.

აბულაძე 09.12.1918 თბილისი სადარაჯო ათასეული დაიღუპა სანაინის მიდამოებში სომხეთთან ომში

აბულაძე გრიგოლ 05.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში კომუნისტებთან ბრძოლაში თბილისის ტრამვაის დეპოს მუშა. დაკრძალეს ს. დილიკაურში, ზესტაფონი.

აბულაძე ლუკა 09.12.1918 არმია. კორნეტი დაიღუპა სომხებთან შეტაკებისას ს. უზუნლართან

აბულაძე ლუკა 09.12.1918 ცხენოსანი რაზმის კორნეტი დაიღუპა სადგურ სანაინთან ახლოს სომხებთან შეტაკებაში 


აბულაძე ლუკა თეიმურაზის ძე - კავკასიის ცხენოსანთა ასეულის კორნეტი, დაიღუპა სანაინთან, სომხეთთან ომში 1918 წლის 9 დეკემბერს. გაზეთ „სახალხო საქმის“ სტატიიდან: „ღრმად დამწუხრებულნი მშობლები: თეიმურაზ ალმასხანის ძე და მელანია ვახტანგის ასული, ძმები დავით და კონსტანტინე, დები პისტი ჯაყელისა და ბარბარე ასათიანისა, რძალი ბაბულია ფარნაოზის ასული და სიძე კონსტანტინე პავლეს ძე ასათიანი, აუწყებენ ნათესავთ და ნაცნობთ, რომ სანაინთან  ვერაგ მტერთან ბრძოლის დროს დეკემბრის 9 მოკლულ იქნა კავკასიის პირველ ცხენოსანთა ასეულის კორნეტი ლუკა თეიმურაზის ძე აბულაძე, რომლის გამოსასვენებლადაც მიღებულია ზომები.“

აკოფაშვილი შავადი 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში

ალბრეხტი  წითელი არმია ხაშური, 15.05.1920 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე, დაკრძალეს ხაშურში 30 მაისს.


ამირაშვილი პაპო 1918 მუხრანის სახალხო გვარდია დაიღუპა ახალციხის ფრონტზე 

ანანიაშვილი არჯევან 19.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულის მეთაური. მაიორი დაიღუპა ტაბახმელაში არტილერიის პოზიციებთან ახლოს შორიდან ნასროლი ტყვიით.

ანღულაძე იოაკიმ 13.06.1918 სახალხო გვარდია. არტილერიის მზვერავი რაზმის მეთაური დაიღუპა ისლამისტებთან შეტაკებისას ქვემო ქართლში. დაკრძალულია ს. სუფსაში. 


აროშიძე იური 10.04.1918 სასაზღვრო ჯარები. ლეიტენანტი დაიღუპა ს. ვაშნარში თურქებთან შეტაკების დროს ს. ქვიანის (გურია) მკვიდრი

არჩვაძე ნიკოლოზ 12.1919 თბილისის სახალხო გვარდია დაავადდა ფრონტზე ყოფნისას. დაკრძალეს 1920 წლის 4 იანვარს კუკიის სასაფლაოზე

აფხაზავა დიომიდე 8/10.12.1918 არმიის საგუბერნიო ბატ. რიგითი დაიღუპა სომხებთან შეტაკებაში ს. ოვანდარში (ლორე)

ახვლედიანი ალექსანდრე, 19.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე, კოჯრიდან მოიერიშე რუსებთან შეტაკების დროს. 

ახვლედიანი, 09.01.1919 არმიის III პოლკი. ოფიცერი დაიღუპა ს. უდესთან ახლოს ისლამისტებთან შეტაკებაში


ახვლედიანი მ. – დაავადმყოფდა სომხებთან ტყვედ ყოფნის დროს, გარდაიცვალა 1919 წლის 6 თებერვალს / თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმი

ახობაძე კოსტა 06.03.1918 წარმოშობით ს. თხმელარი. სენაკის მაზრა

ბაკურაძე შალვა 1919 თბილისის სახალხო გვარდია გარდაიცვალა სომხეთთან ომში მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს 5 აპრილს საძმო სასაფლაოზე

ბარათაშვილი, 30.01.1919 ფედერალისტების რაზმი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში

ბარამიძე ზინოვი 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს


ბარნაბიშვილი ვლადიმერ  ?-1919 ლეიტენანტი, გარდ. სომხეთის ომი 1918-19წწ დაბ. გურჯაანი კახეთი,  15.12.1918 არმიის V პოლკი. ლეიტენანტი მოკლეს სადგურ აირუმთან სომხეთთან ომის დროს. ესვენა საძმო საფლავში 19 ჯარისკაცთან ერთად. 1919 წლის იანვარში გადაასვენეს თბილისში


ბაქანიძე სამუელ 19.03.1918 სახალხო გვარდია. ასმეთაური დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში

ბაღათურია ვასილ 12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა სომხეთთან ომში

ბეგდარაშვილი იოსებ 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში. ქვემო ქართლის მკვიდრი


ბერელაშვილი იოსებ 29.12.1918 II ცხენოსანი პოლკის მოხალისე გიმნაზიის მოსწავლე დაიღუპა სომხეთთან ომში

ბერიძე იოსებ 12.1918 არმიის II საარტილერ. ბრიგადა გარდაიცვალა სომხებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს 26 დეკემბერს, პეტრე პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე თბილისში


ბერიძე რაჟდენ – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე წითელი ხიდის დაცვის დროს 1920 წლის 12 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი

ბერძენიშვილი ზინოვი 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს


ბერძენიშვილი ალექსანდრე – სრული დროით მომსახურე სახალხო გვარდიელი გურიის ბატალიონი, ჩოხატაურის რაზმი

ბერძენიშვილი პროკოფი 03.1918 არმიის ჯარისკაცი, რიგითი დაიკარგა უგზო უკვლოს ბათუმის დაცვისას. ხაშურელი

ბეშკენაძე პალიკო 02.1921 არმიის VII ბატალიონი მოხალისე სტუდენტი სავარაუდოდ დაიღუპა სოღანლუღის ფრონტზე. წარმოშობით ქუთაისიდან


ბიბილაშვილი ზ. – დაიღუპა 1919 წელს / ქართლის II ბატალიონი

ბიჯოიანი გიორგი, 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში

ბოლქვაძე კირილე 08.04.1918 სახალხო გვარდია N4 ჯავშანმატარებლის წევრი დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლის დროს

ბურჭულაძე მელქისედექ 20.06.1918 სახალხო გვარდია მოკლეს თბილისში კრიმინალებმა 


ბროძელი ისაკ – თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმი

გაბუნია 20.02.1921 სახ. გვარდიის ბათუმის ბატ. დაიღუპა დაბა კოჯორის განთავისუფლებისას

გაბუნია რაჟდენ 02.07.1920 არმიის IV ბატალიონი. რიგითი დაიღუპა გოდერძის უღელტეხილზე ისლამისტებთან ბრძოლაში

გაგნიძე ვალერიან 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში

გალაშვილი პეტრე 15.12.1918 არმიის V პოლკი მოკლეს სადგურ აირუმთან ახლოს მდინარე დებედას მარცხენა ნაპირზე, იქვე დამარხეს სომხებმა. 1919 წლის 15 იანვარს გადამოასვენეს სადახლოს საძმო სასაფლაოზე, სადაც ჯამში 38 მებრძოლი მიაბარეს მიწას

გამრეკელაშვილი დომენტი 1918 სიღნაღის სახალხო გვარდია რაზმის უფროსი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე

გამცემლიძე არისტო, 16.06.1920 არმიის X ბატალიონი. კაპიტანი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან შეტაკებისას

გამცემლიძე ვარლამ 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში


გარდაფხაძე ნესტორ 30.08.1924 სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულის მეთაური. მაიორი მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. დახვრიტეს კომუნისტებმა.  ნესტორ გარდაფხაძე გრიგოლის ძე (1867-1924) ქართველი გენერალი დაბ. სოფ. თეკლათი ლენტეხი

გარსევანაშვილი გიორგი, 22.06.1918 არმიის X პოლკის ჯარისკაცი დახვრიტეს კომუნისტებმა ქსნის სადგურზე

გეხტმანი გაბრიელ, 18.02.1921 მოხალისე სტუდენტი დაიღუპა თბილისის მისადგომებთან წითელ არმიასთან ომში


გეჯაძე გიგო – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 15 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი

გიგინეიშვილი შალვა 02.07.1920 არმიის IV პოლკი. ლეიტენანტი დაიღუპა გოდერძის უღელტეხილზე ისლამისტებთან ბრძოლაში

გიორგაძე თედორე 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე


გვარამაძე ი. – ხაშურის შტაბის წევრი. დაიღუპა 1919 წელს / ქართლის II ბატალიონი

გობეჩია ი. 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

გობრონიძე იასონ 21.03.1919 გურიის სახალხო გვარდია ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო შავ ზღვაში ფოთის მახლობლად. მისი დანაყოფი ბრუნდებოდა აფხაზეთიდან. 

გოგიევი ილია 03.1918 არმიის V პოლკი. ჯარისკაცი დაიკარგა უგზო უკვლოდ ბათუმის დაცვის დროს

გოგიჩაიშვილი შალვა 05.1920 ფოთის სახალხო გვარდია წითელ არმიასთან შეტაკებაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

გოგიძე ნიკოლოზ 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში

გოგოლაური ვასო 19.02.1918 თბ. გუბერნიის მფრინავი რაზმი მოკლეს ს. წილკანში კომუნისტებმა დუშეთის აჯანყების დროს

გოგოლაშვილი ი. 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

გოგოლაძე ვალერიან 12.05.1920 სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

გოგოლაძე შალვა 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. უფროსი ლეიტენანტი სადახლოს ბრძოლაში სომხების წინააღმდეგ. დაკრძალულია ს. ახალქალაქში (გორის რაიონი)

გოგოლაძე, 18.12.1918 არმიის VI პოლკი. ლეიტენანტი დაიღუპა სომხეთთან ომში


ფოტოზე ძმები გოგუაძეები ჯავშანმატარებლის ფონზე. ზემოთ ვალოდია გოგუაძე, ქცემოთ ალფეს, ნოე და მელენტი გოგუაძეები. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გოგუაძე (გოგვაძე) ალფეს 1885-1923წწ  დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ლანჩხუთის რაიონი. სახალხო გვარდია ჯავშანმატარებლის მეთაური, 1921 სახალხო გვარდია ჯავშანმატარებლის მეთაური ვერაგულად მოკლეს მის სახლთან ჩასაფრებულმა კომუნისტებმა.


გოგუაძე ბარნაბა 08.04.1918 სახალხო გვარდია. N4 ჯავშანმატარებლის წევრი დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლაში თურქების წინააღმდეგ. დაზიანებული ჯავშნოსნიდან ტყვიამფრქვევით იგერიებდა მოიერიშე მოწინააღმდეგეს. დაკრძალულია სოფელ ჭანჭათში (გურია).

გოდერზიშვილი ლევან 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში

გოლოლაძე პარმენ 03.1918 საციხოვნო არტილერიის მე-7 ასეული დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის ბრძოლაში. წარმოშობით ჭიათურიდან.


გომელაური მიტო 31.12.1918 დაიღუპა სადახლოს ბრძოლაში სომხეთთან ომში

გომელაური მიხეილ 12.1918 სახალხო გვარდიის მოტიციკლეტების რაზმი მძიმედ დაიჭრა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთთან ომში 19 დეკემბერს. გარდაცვალა ჭრილობებისგან. მანამდე თავი გამოიჩინა კომუნისტებთან ბრძოლაში გუდაურის შტურმის დროს 12 ივნისს, სადაც ასევე მძიმედ დაჭრეს

გორგიშელი ვლადიმერ 01.06.1920 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე მიღებული ჭრილობებისგან


გოჩეიშვილი შალვა – დაიღუპა ბათუმის დაცვისას 1918 წელს


გოფაძე ნიკო – ჩავარდა ტყვედ 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აზერბაიჯანის ფრონტზე. გარდაიცვალა ლაზარეთში 5 ივნისს ცემისგან მიყენებული დაზიანებებისგან / იმერეთის II ბატალიონი, ხონის რაიონის ასეულის მეთაური

გრიგოლია იასონ 13.12.1918 არმიის კაპიტანი, არტილერისტი მე-7 ბატარეის მეთაური დაიღუპა სომხეთთან ომში. დაკრძალულია თბილისში. 15/16.12.1918 არმიის საარტილერიო ბრიგადის მე-7-ე ბატარეის მეთაური დაიღუპა სადგურ ახტალასთან სომხებთან შეტაკებაში

გულისაშვილი მიტო 06.1918 ფედერალისტების რაზმის წევრი დაიღუპა დუშეთის აჯანყებისას ფასანაურის შტურმის დროს

გუჯაბიძე პლატონ 04.1919 სახალხო გვარდია. არტილერია დაიღუპა სომხეთთან ომში მიღებული ჭრილობებისგან

 

დადიანი ანდრო 1892 - 18.12.1918 I ცხენოსანი პოლკი. როტმისტრი დაიღუპა სადახლოს დაცვისას სომხეთთან ომში. დაკრძალეს ქუთაისში 26 დეკემბერს.

დადიანიძე 22.06.1918 არმიის X პოლკის ჯარისკაცი დახვრიტეს კომუნისტებმა ქსნის სადგურთან მტკვრის პირას

დავიდოვი ივანე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში

დავითაშვილი მიშა 19.12.1918 სახ. გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. უნტერ ოფიცერი დაიღუპა ს. ვორონცოვკას დაცვისას სომხებთან ომში დაკრძალეს 24 დეკემბერს კუკიაზე, წმ. ნინოს სასაფლაოზე.

 

დავითაშვილი მიხეილ 19.02.1918 სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთთან ომის დროს

დალენია სტეფანე 12/13.06.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ისლამისტებთან შეტაკებისას ქვემო ქართლში


დარსაველიძე ალექსანდრე სომხეთთან ომში, 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლის დროს სომხეთთან ომში.  ალექსანდრე დარსაველიძე – მუშა, დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი

დვალი მოსე 05.1920 საჩხერის სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე 

დოლიძე გაბრიელ (კიტა) 20.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა სომხებთან ომში დაკრძალულია ს. ბახვში, 22.12.1918 არმიის V პოლკი. ლეიტენანტი დაიღუპა სომხეთთან ომში

დოლიძე გიორგი, 05.04.1918 სახალხო გვარდიის საგანგებო ბატ. ლეიტენანტი დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლის დროს ოჩხამურთან. დაკრძალულია ს. ამაღლებაში (გურია)

დოლიძე ზაქარია 01.04.1918 არმიის კაპიტანი დაიღუპა ანარიის ფორტზე ბათუმის დაცვისას

დოლიძე ივანე 1919 სახალხო გვარდია გარდაიცვალა N1 ჯავშნოსანზე მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს ნაძალადევის საძმო სასაფლაოზე 3 აპრილს

დოლიძე ლავრენტი 10.04.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა მდ. ჩოლოქთან თურქებთან შეტაკების დროს

დოლიძე ონისიმე 03.1918 არმიის შტაბს-კაპიტანი დაიღუპა ბათუმის დაცვის დროს

დოლიძე პლატონ 02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ტაბახმელაში მიღებული ჭრილობებისგან


დოღონაძე გრიგოლ 11.05.1920 არმია. პოდპოლკოვნიკი დაიღუპა ისლამისტების პოზიციების დაზვერვის დროს ქობულეთთან, დოღონაძე, გრიგოლ (გრიშა) ივანეს ძე (1895–1920) ფოტოზე მარცხნიდან, ზის

ებრაელიძე ელიაზარ 19.02.1918 თბ. გუბერნიის მფრინავი რაზმი მოკლეს ს. წილკანში კომუნისტებმა დუშეთის აჯანყების დროს

ელენე 01.09.1918 სახალხო გვარდიის მედდა წამებით მოკლეს კომუნისტებმა სადგ. პშეხოვსკაიასთან ახლოს (ტუაპსეს რაიონი), როდესაც ტყვედ ჩავარდა დაჭრილ მებროლებთან ერთად


ელიაძე  შალვა ნესტორის ძე (დ. 1896ოზურგეთი — გ. 19 ივნისი1918ახალი ათონის მახლობლად) — ქართველი ოფიცერი.

ელიგულაშვილი დავით 29.08.1918 I საარტ. ბრიგადა. VI ბატარეა კანონირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ფშეხოვსკაიას (ტუაფსე) მახლობლად კომუნისტებთან ბრძოლაში.

ეპიტაშვილი ილია 19.12.1918 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთის ომში


ეპიტაშვილი კონსტანტინე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში

ერისთავი შალვა 1897-24.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი ცნობილი ფეხბურთელი. დაიღუპა N4 სანგრის აღების დროს 24 თებერვალს

ეძგვერაძე ვარლამ 1889წ. შტაბის კაპიტანი სოფ.გუბი ხონი იმერეთი, 28.02.1919 არმიის IV პოლკი. შტაბს-კაპიტანი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე

ვადაჭკორია ვალიკო 1918 დაიღუპა სავარაუდოდ სომხეთთან ომში

ვადაჭკორია მ. 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

ვანაძე დათიკო 04.1918 არმია. პრაპორშიკი დაიღუპა ბათუმის დაცვისას

ვანიძე დავით 01.04.1918 არმიის ოფიცერი დაიღუპა ანარიის ფორტზე ბათუმის დაცვისას


ვარდანაშვილი გრიგოლ 

ვაშაძე შალვა 10.04.1918 ბათუმის პარტიზანული რაზმის პრაპორშიკი დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფელ კახთან თურქებთან ბრძოლაში. წარმოშობით ჭიათურიდან


ვაჩეიშვილი დანიელ (დიმიტრი) ? 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში


ვაჩეიშვილი გიორგი 

ზაალიშვილი ზაქარია 12.1918 თბილისის სახალხო გვარდია დაიღუპა სომხეთთან ომში. დაკრძალეს 27 დეკემბერს ნაძალადევის საძმო სასაფლაოზე


ზათალაშვილი ილო – დაიღუპა ოსმალებთან ბრძოლაში ჩოლოქის ფრონტზე 1918 წლის 8 აპრილს

ზანდუკელი ნიკოლოზ 02.1921 კაპიტანი დაიღუპა თბილისის მისადგომებთან კომუნისტებთან ბრძოლაში

თავართქილაძე იპოლიტე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში


თავაძე ლადიკო 12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა სომხეთთან ომში

თავბერიძე პაპუნა 03.1918 არმიის V პოლკი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის დაცვისას


თაყნიაშვილი გიორგი 19.03.1918 გორის სახალხო გვარდია მოკლეს კომუნისტმა ოსებმა ცხინვალში


თინაშვილი სანდრო – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 15 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი

 

თოიძე ირაკლი 19.02.1921 სამხედრო სკოლის საინჟინრო განყოფილების კაპიტანი მეთაურობდა იუნკერთა ოცეულს კოჯრიდან მოიერიშე რუსების უკუგდების დროს. დაიღუპა ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე. 

თოფაძე ლადო 14/15.07.1918 მოხალისე დაიღუპა კომუნისტებთან შეტაკებაში სტეფანწმინდაში

თოფურიძე ა. 17.06.1920 კორნეტი დახვრიტეს კომუნისტებმა ქ. ბაქოში

თუმანიშვილი მიხეილ 19.02.1921 არტილერიის II დივიზიონი კაპიტანი დაიღუპა თბილისის მისადგომებთან წითელ არმიასთან ომში

თუმანიშვილი ნიკოლოზ 17.06.1920 პოლკოვნიკი დახვრიტეს კომუნისტებმა ქ. ბაქოში

იაკობაშვილი პავლე 19.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე, კოჯრიდან მოიერიშე რუსებთან შეტაკების დროს

ივკაური მიხეილ 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში 


ილია ჯანდიერი 02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი გარდაიცვალა ტაბახმელას ფრონტზე მიღებული ჭრილობებისგან


კავთუაშვილი იოსებ – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 15 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი

კაზიევი კოსტა 19.03.1918 გორის მაზრის მოღვაწე დაიღუპა ცხინვალის ხიდთან ოს კუმინისტებთან შეტაკებაში

კაკოშვილი დავით 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში

კალანდარიშვილი ირაკლი 14.04.1918 მოქალაქე მოკლეს თურქებმა ქ. ოზურგეთში წინააღმდეგობის გაწევის გამო 


კალანდარიშვილი ნიკოლოზ 19.02.1921 არტილერიის II დივიზიონი მოხალისე სტუდენტი დაიღუპა თბილისის მისადგომებთან წითელ არმიასთან ომში

კალანდაძე გიორგი (გოგი), 05.05.1918 თელავის კომისარი დაიღუპა კრიმინალებთან შეტაკებისას თელავში. დაკრძალეს ს. ხიდისთავში (გურია).

კანდელაკი ლევან 02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ტაბახმელას დაცვის დროს

კაჭკაჭიშვილი ივანე 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს

კეზელი 11.02.1919 არმიის VI პოლკი, ოფიცერი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში

კერკენჯია ნიკიფორე 20.02.1921 სახ. გვარდიის ბათუმის ბატ. დაიღუპა დაბა კოჯორის განთავისუფლებისას

კეტუხაშვილი ზენო 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში


კიკვაძე ანტონ – თბილისის ბატალიონი (ტრამვაის რაიონის რაზმი)


კეცხოველი სანდრო 19.03.1918 გორის მაზრის მოღვაწე დაიღუპა ცხინვალის ხიდთან ოს კომუნისტებთან შეტაკებაში


კვერაშვილი თედო – დაიღუპა ახალციხის ფრონტზე 1919 წლის 9 მარტს / გარეკახეთის ბატალიონი


კოხტაშვილი მიხეილ – დაიღუპა ახალციხის ფრონტზე 1919 წლის 9 მარტს / გარეკახეთის ბატალიონი


კურტანიძე არჩილ , 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლაში,  მუშა, დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი


კუპრაძე ალექსი – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 12 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი

კეჭაყმაძე სოლომონ 02.07.1920 არმიის IV ბატალიონი. რიგითი დაიღუპა გოდერძის უღელტეხილზე ისლამისტებთან ბრძოლაში

კვაჭაძე გიორგი, 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს ს. ორაგვე, გურია.

კვრიკველია კოსტა 05.1918 არმიის II პოლკი თურქებთან შეტაკებაში

კიკნაველიძე სერგო 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

კილტავა პროკოფი 28.08.1920 საავიაციო გუნდი. ოფიცერი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად

კობერიძე ისაკ 19.03.1918 სახალხო გვარდია მოკლეს კომუნისტმა ოსებმა ცხინვალში

კობეშავიძე გიორგი, 14.05.1918 არმიის XI პოლკი. პოლკოვნიკი დაიღუპა ს. საროს (მესხეთი) დაცვის დროს ისლამისტებთან ბრძოლაში. წაასვენეს სიღნაღიდან და დაკრძალეს ბოდბეს წმ. ნინოს ეკლესიის ეზოში (კახეთი)

კორძახია კალისტრატე 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში

კოსტილი 05.1918 არმიის II დივიზიის შტაბის უფროსი თავი გამოიჩინა ჩოლოქის ბრძოლაში. შელაპარაკების დროს მოკლა არტილერიის ლეიტენანტმა წერეთელმა ლანჩხუთის სადგურში

კოხრეიძე ილია 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში

კრიჩი არსენ, 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში

კრიჩი არჩილ, 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლაში 

კუკულაძე ექვთიმე 08.12.1918 ლეიტენანტი. სასაზღვრო ჯარი დაიღუპა სომხებთან ბრძოლაში შულავერის ფრონტზე. დაკრძალულია სოფელ ზემო აკეთში.  

კუპრაშვილი გიორგი, 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში


კურატიშვილი ალექსი – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 15 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი

კუხალაშვილი გრიგოლ 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში

ლაბაძე ბარნაბა 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. ოფიცერი დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე


ლალუაშვილი პეტრე – დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი


ლაკაბოვი გიორგი – თბილისის ბატალიონი (ტრამვაის რაიონის რაზმი)
ლასხიშვილი არკადი 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში


ლაღიძე პეტრე 1874-06.03.1919 სახ. გვარდიის გარეკახეთის ბატალიონის ს. ხაშმის ასეულის მეთაური დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში, დაკრძალულია ხამში

ლაშხაური ალექსანდრე 05.1919 მცხეთის სახალხო გვარდია დაიღუპა ყაჩაღებთან შეტაკებაში. დაკრძალეს მცხეთში 3 აპრილს

ლომინაძე კონსტანტინე 03.1918 კორნეტი დაიღუპა ბათუმის დაცვისას


ლორთქიფანიძე ოთარ 24.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ხელჩართულ ბრძოლაში რუს კურსანტებთან, მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან ახლოს ტაბახმელას აღმოსავლეთით

ლულუა მიხეილ 02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ტაბახმელას მიასადგომებთან

მათითაიშვილი 05.04.1918 თბილისის სახალხო გვარდია დაიღუპა თურქებთან ბრძოლის დროს ნატანებთან ახლოს დაკრძალეს 17 აპრილს. 


მაისურაძე გალაქტიონ, 5.05.1920 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე დაკრძალეს ხაშურში 30 მაისს, გ. მაისურაძე – ოფიცერი, დაიღუპა 1920 წლის 15 მაისს აზერბაიჯანის ფრონტზე წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში / ქართლის II ბატალიონი

მაისურაძე ილია 1919 არმიის IV პოლკი. უმწყობრო მეიარაღე დაიკარგა უგზო-უკვლოდ 5 თებერვალს ახალციხის ფრონტზე უკანდახევის დროს


მაისურაძე სანდრო 1884-19.02.1918 სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში კონტრშეტევის დროს დაბ. სოფელი დვირი ბორჯომი

მაკარაშვილი ნიკოლოზ 11.01.1918 სამთო ბატარეა. ლეიტენანტი დაიღუპა რუს დეზერტირებთან ბრძოლაში შამქორში

მალიევი ივანე 19.03.1918 სახალხო გვარდია მოკლეს კომუნისტმა ოსებმა ცხინვალში

მამალაძე ბარნაბა 19.03.1918 სახალხო გვარდია. ასმეთაური დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში (ს. ხევი. გურიის გვარდია)


მამალაძე ვარლამ – მოკლეს დუშეთის აჯანყების დროს ბოლშევიკებმა 1918 წელს / თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმიმამალაძეთა გვარის წარმოშობის ორი ვერსია,

მამამთავრიშვილი დავით 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში

მამულაიშვილი ქრისტეფ. 23.05.1918 გორის სახალხო გვარდია დაიღუპა აწყურის ბრძოლაში ისლამისტებთან შეტაკებაში

მამულოვი ქრისტაფორე 05.1918 გორის სახალხო გვარდია დაიღუპა აწყურის ფრონტზე ისლამისტებთან შეტაკებაში დაკრძალეს 28 მაისს გორში საძმო სასაფლაოზე

მარგალიტაძე ბენია  12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა სომხეთთან ომში

მარგველაშვილი ალექს. ოს ბოლშევიკებთან,  19.03.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში.

მარშანიშვილი გერმანე, 19.12.1918 სახალხო გვარდიის არტილერია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში დაკრძალულია ს. სამების (გურია) ეკლესიის ეზოში

მასხარაშვილი იაკინთე 1919 მესამე რაზმი. ვახმისტრი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე

მასხულია 05.07.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონი. პრაპორშიკი

მასხულია სერგო 1918 არმიის I პოლკი ტყვედ ჩავარდა 21 სექტემბერს კომუნისტებთან ბრძოლის დროს დუშეთის მაზრაში. დაიკარგა უგზო უკვლოდ. 

მაქსიმოვი ვასილ 01.06.1920 მესხეთის სახალხო გვარდიის მეთაური. პოლკოვნიკი დაიღუპა გოდერძის უღელტეხილზე ისლამისტებთან ბრძოლაში

მაღრაძე კოლა 09.12.1918 სახალხო გვარდია. რიგითი დაიღუპა სომხებთან შეტაკების დროს სანაინთან. ჯავშანმატარებელ „თავისუფლების სიმაგრის“ წევრი. დაკრძალულია ნაძალადევის ძმათა სასაფლაოზე


მაყაშვილი აბელ გაბრიელის ძე  1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი 17.06.1920 გენერალ-მაიორი მესხეთის ფრონტის სარდალი 1918-1919 წლებში. თბილისის. გარნიზონის უფროსი. დახვრიტეს კომუნისტებმა ქ. ბაქოში


მაყაშვილი მარო 1902-21წწ გარდ. ტაბახმელა  წარმ. სოფ.იყალთო თელავი კახეთი. 



მაყაშვილი ნიკოლოზ 11.08.1920 საავიაციო გუნდი. მაიორი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად.  ნიკოლოზ მაყაშვილი 1890-1920წწ გარდ. 30 წლის  ქართველი სამხედრო მფრინავი, პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, მაიორი. წარმ. სოფ. იყალთო თელავ


მაჩაბელი გიორგი, 1879-19.03.1918 გორის მაზრის კომისარი შეტაკებაში დაჭრილს ცხინვალის საავადმყოფოში მიაგნეს და წამებით მოკლეს. 

მაჩაბელი ნ. 05.12.1920 სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი დაიხრჩო მდ. ლიახვის ფორსირებისას ღამით

მაჩაბელი შაქრო 19.03.1918 მოქალაქე მოკლეს ცხინვალის საავადმყოფოში კომუნისტმა ოსებმა

მგალობლიშვილი 11.03.1919 არმიის III პოლკი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში

მგელაძე მელიტონ 04.1918 მოხალისე დაიკარგა უგზო-უკვლოდ ოზურგეთთან ბრძოლის დროს. თბილისელი

მდინარაძე ვალოდია პავლეს-ძე გარდაიცვალა 1921 წელს იუნკერი მონაწილეობდა ტაბახმელის ბრძოლაში. იქედან დაჭრილი ჩამოვიდა თბილისში თბილისი ჩაკეტილი იყო და დაჭრილს მოუხდა მტკვრის გადმოცურვა. იქედან შეძლო გურიაში ჩასვლა . დაჭრილს დაემატა გაციებიდან ფილტვების ანთება და გარდაიცვალა ჩასვლიდან რამოდენიმე დღეში მარტის დასაწყისში . ესაა ცნობილი ჩვენთვის მის შთამომავლებისთვის.  ინფორმაცია მოგვაწოდა გიორგი მდინარაძემ

მელიმონაძე დოლიმენდო 03.06.1918 ცხენოსანი რაზმი. რიგითი გარდაიცვალა ბრძოლაში ჭრილობებისგან თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში. დაკრძალულია გურიაში, ს. ახალშენი


მესხი ზაქარია – დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი

მელუა ალექსი ბრძოლაში თურქებთან, 23.05.1918 ფედერალისტების რაზმის წევრი ლეიტენანტი, დაიღუპა აწყურის ბრძოლაში თურქეთის არმიასთან შეტაკებისას.

მესროპაშვილი 8/10.12.1918 არმიის საგუბერნიო ბატ. რიგითი დაიღუპა სომხებთან შეტაკებაში ს. ოვანდარში (ლორე)


მეტრეველი ლეონტი 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია რაზმის მეთაური დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან, შულავერის ბრძოლაში დაკრძალულია ხაშურში


მიმინაშვილი ნესტორ 16.05.1918 სახალხო გვარდია. უფროსი ლეიტენანტი დაიღუპა ახტალის სადგურის მთავარი შენობის შესასვლელში სომხეთთან ომის დროს. ომის დასრულების შემდეგ გვამი ამოიცნეს და გადაასვენეს ოჯახის წევრებმა თბილისში. 

ნესტორ მიმინაშვილი (1897-16.12.1918)

მიმინოშვილი ნესტორ 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში

მირზოევი გიორგი, 22.02.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა თელავის პოლკის განიარაღების დროს

მირიანაშვილი გიორგი, 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში

მიქელაძე გიორგი, 09.12.1918 თბილისის სადარაჯო ათასეული. ლეიტენანტი დაიღუპა სომხებთან შეტაკებისას ს. უზუნლართან

მიქელაძე გიორგი, 10.02.1919 მესანგრეთა ბატალიონის ასმეთაური. კაპიტანი დაიღუპა ისლამისტებთან უთანასწორო ბრძოლაში ს. საბუზაროსთან (მესხეთი), როდესაც მარტო ფარავდა დანაყოფის უკანდახევას. 

მიქელაძე შალვა 11.02.1919 არმიის VI პოლკი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში

მჟავია ვასილ 05.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. ჩაეწერა მოხალისედ თბილისის რაზმში. გმირულად დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლის დროს. ფეხში მძიმედ დაჭრილი აგრძელებდა მოწინააღმდეგის მოგერიებას და მებრძოლების გამხნევებას

მურავიტოვი 23.03.1919 სასაზღვრო ჯარი. პრაპორშიკი დაიღუპა მდ. აჭარისწყალზე ისლამისტებთან ბრძოლაში


მუჯირიშვილი ივანე 02.1921 მოხალისე დაიღუპა თბილისის მისადგომებთან წითელ არმიასთან ბრძოლის დროს

მღებრიშვილი ალექს 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში


მშვიდობაძე მიხეილ 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლაში სომხეთთან ომში, რკინიგზელი, დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი


ნაკაიძე დიმიტრი – თბილისის ბატალიონი (ტრამვაის რაიონის რაზმი)

ნაგლიაშვილი ისაკ 19.02.1918 თბ. გუბერნიის მფრინავი რაზმი მოკლეს ს. წილკანში კომუნისტებმა დუშეთის აჯანყების დროს


ნადირაშვილი იასონ – დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი


ნარიმანიშვილი ალექსანდრე –  მოკლეს სომხეთთან ომში, კატერინენფელდის ბრძოლის დროს 1918 წლის 19 თებერვალს / თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმი
ნარიმანოვი 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში


ნეველიძე ივანე – დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი


 ნიკოლაშვილი გიგო, 12.1918 არმიის რიგითი დაიკარგა უგზო-უკვლოდ სანაინთან, სომხეთთან ომში. ს. ხაშმის მკვიდრი.

ნიჟარაძე დიმიტრი 01.03.1919 მესაზღვრეთა I რაზმი შტაბს-კაპიტანი დაიღუპა ს. ადიგუგში, ახალციხის ფრონტზე


ნოზაძე ივანე – დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი

ოდილავაძე კონსტანტინე 03.1918 ცხენოსანი რაზმი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის დაცვისას. თბილისელი

ორაგველიძე კოდრატი 24.03.1918 არმიის II პოლკი ს. ჩაქვის მახლობლად თუქებთან შეტაკებაში, როდესაც რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად შეიჭრა მოწინააღმდეგის სანგარში.  


ოშაყმაშვილი იოსებ – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 15 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი


ოღრაპიშვილი ნიკოლოზ 12.05.1918 გარეკახეთის სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე დაკრძალულია ს. ხაშმში.  ნიკოლოზ აღრაპიშვილი დგას მარჯვნივ

პაპუაშვილი რუბენ 04.1918 ფედერალისტების რაზმის წევრი დაიღუპა ბათუმის დაცვის დროს, 

პაპუაშვილი რუბენ 8/10.12.1918 არმიის საგუბერნიო ბატალიონი ლეიტენანტი დაიღუპა სომხებთან შეტაკებაში ს. ოვანდარში (ლორე)


პაპიაშვილი ალექს – დაიღუპა ცხინვალის მესამე აჯანყების დროს 1920 წლის ივნისში / გარეკახეთის ბატალიონი

პისკუნოვი 18.12.1918 არმიის VI პოლკი. ლეიტენანტი დაიღუპა სომხეთთან ომში


ჟამერაშვილი ერმილე – გარდაიცვალა სომხეთთან ომში მიღებული ჭრილობებისგან 1919 წლის 22 თებერვალს / თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმი


ჟვანია გერმანე 07.01.1919 შანიძის რაზმის მოხალისე დაავადდა მესხეთის ფრონტზე და გარდაიცვალა ტიფისგან

ჟორჟოლიანი კონსტანტინე 06.1918 დაკრძალულია ს. ექადიაში (ოზურგეთი)

რაზმაძე დანიელ 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

რამიშვილი ფილიპე 24.12.1918 თბილისის სახალხო გვარდია დაიღუპა ს. დაგეთ ხაჩინის განთავისუფლებისას სომხეთის ომში

რობაქიძე ალექსანდრე 05.1918 გორის სახალხო გვარდია დაიღუპა აწყურის ფრონტზე ისლამისტებთან შეტაკებაში. დაკრძალეს 28 მაისს გორში საძმო სასაფლაოზე

რუხაძე 16.12.1918 არმია. რიგითი დაიღუპა ს. ახპატთან სომხების ალყის გარღვევისას

სადრაძე იასონ 03.1918 დაიღუპა ბათუმის დაცვისას

სარიშვილი ვასილ 06.04.1918 ქართული კურპუსი. ჯარისკაცი დაიღუპა რუს ბოლშევიკ დეზერტირებთან შეტაკებაში სადგურ აჯიკაბულში (აზერბაიჯანი)

სარჯველაძე ნოე 03.1918 საციხოვნო არტილერიის მე-7 ასეული დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის ბრძოლაში. წარმოშობით ლანჩხუთიდან.

სვანიძე მიხეილ 22.08.1918 არმიის I პოლკი დაიღუპა კომუნისტებთან შეტაკებაში


სვანიძე ა. – დაიღუპა ყაჩაღებთან შეტაკებაში 1919 წლის ნოემბერში / ქართლის II ბატალიონი
სილაძე შალვა 1919 არმიის სერჟანტი გარდაიცვალა სომხებთან ომში მიღებული ჭრილობებისგან 


სირაძე ალექსანდრე სომხებთან ომი, 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლის დროს სომხეთთან ომში.

სიხარულიძე სამსონ 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

სოხაძე თედორე 01.06.1918 თბ. გუბერნ. კომისარიატის საგანგებო მფრინავი რაზმი. რიგითი დაიღუპა რუსეთიდან შემოჭრილ ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაკრძალულია 10 ივნისს კუკიის სასაფლაოზე

სპრინკველი გრიგორ 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს დაკრძალულია ს. ონტოფოში

სხილაძე სერაპიონ 1919 არმიის I პოლკი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ახალციხის ფრონტზე

სხირტლაძე ნიკოლოზ 12.1919 ქაშვეთის ეკლესიაში გადაუხადეს 40 დღის პანაშვიდი. თბილისელი


სტურუა ვლადიმერ – გარდაიცვალა სომხეთთან ომში, კატერინენფელდში მიღებული ჭრილობებისგან 1919 წლის 27 იანვარს / თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმი

ტაბიძე ანტონ, 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში

ტარიელაშვილი დავით 09.01.1918 სახალხო გვარდია მოკლეს თბილისში კრიმინალებმა

ტატიშვილი 1919 არმიის VI პოლკი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში

ტატულოვი გიორგი, 08.04.1919 თბილისის სახალხო გვარდია დაიღუპა ყაჩაღებთან შეტაკებაში. დაკრძალულია ვერის სომეხთა სასაფლაოზე

ტეკიშვილი კონსტანტინე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში

ტერ-ოღანეზოვი გიორგი 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში ახალქალაქის მაზრიდან.

ტოლიაშვილი ილია 19.03.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში

ტურაბელიძე 17/18.06.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა გუდაუთას დაცვის დროს კომუნისტებთან ბრძოლაში


ტყეშელაშვილი 28.12.1918 სახალხო გვარდია ლეიტენანტი გარდაცვალა სომხებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან თბილსის N41 ჰოსპიტალში.  დ. ტყეშელაშვილი – ოფიცერი, დაიღუპა 1919 წლის 28 თებერვალს აწყურის ფრონტზე / ქართლის II ბატალიონი


ტყემალაძე ივანე – დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი


ურუშაძე მიხაკო 06.1918 ს. ლიხაურის სახალხო გვარდია ვერაგულად მოკლეს თურქებმა მდ. ჩოლოქის ნაპირას.

უცნობი ჯარისკაცი 03.05.1919 გორის სახალხო გვარდია დაიღუპა სიმაღლე „617“-თან აწყურის განთავისუფლების დროს

ფავლენიშვილი გიორგი, 28.05.1919 არმიის III პოლკი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე


ფანცულაია ლავრენტი 19.12.1918 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთის ომში,  დაიბადა გორდში

ფანჯარაძე ნესტორ 19.12.1918 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთის ომში

ფილიფია 28.05.1918 არმიის III პოლკი. პოდპოლკოვნიკი

ფირანაშვილი გიორგი, 19.03.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში

ფირცხალავა 05.07.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონი. ლეიტენანტი დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში

ფუტკარაძე ერმალო 09.06.1918 ზესტაფონის სახალხო გვარდია მოკლეს კომუნისტებმა ს. ხორგაში (სამეგრელო)

ქავთარაშვილი კოტე 14/15.07.1918 მოხალისე დაიღუპა კომუნისტებთან შეტაკებაში სტეფანწმინდაში

ქანთარია სიო 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს

ქარუმიძე გენო, 19.02.1921 არმიის X ბატალიონი ლეიტენანტი დაიღუპა ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე კოჯრიდან მოიერიშე წითელარმიელებთან შეტაკებაში. მეთაურეობდა კონტრშეტევზე გადასულ 60 კაციან დანაყოფს.


ქვლივიძე შაქრო 24.05.1920 სახალხო გვარდია თბილისის II გიმნაზიის მოსწავლე, 16 წლის მებრძოლი მოხალისედ გაჰყვა სახალხო გვარდიას, მძიმედ დაიჭრა აზერბაიჯანის ფრონტზე. გარდაიცვალა ლაზარეთში. დაკრძალეს 27 მაისს საგარეჯოში.  


ქობულაშვილი ვასილ 19.03.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში, მოკლეს ოსებმა ცხინვალში 1918 წლის აჯანყების დროს / თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმი

ღლონტი კალისტრატე 11.04.1918 არმიის III ბატალიონის რიგითი დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფელ ვაშნართან თურქებთან ბრძოლაში. წარმოშობით სოფელ სუფსიდან

ყაზახაშვილი სოლომონ 22.02.1918 არმიის VIII პოლკი. ოფიცერი მოკლეს აჯანყებულმა ჯარისკაცებმა თელავში

ყანჩაველი 15.12.1918 არმიის V პოლკი მოკლეს სომხეთთან ომის დროს. გადაასვენეს ახლობლებმა

ყანჯარაშვილი გიორგი, გიორგი ყანჯარაშვილი 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში. ს. გიორგიწმინდის მკვიდრი (საგარეჯოს რაიონი)

ყარანგოზაშვილი გიორგი, 06.02.1919 არმიის IV პოლკი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში


ყენია ტარიელ 19.11.1919 გურიის სახალხო გვარდია დაიღუპა კომუნისტებთან შეტაკებაში ჩოხატაურში. საჭამიასერის მკვიდრი.

ყიფიანი 09.05.1920 ლაგოდეხის საგუშაგოს მეთაური ლეიტენანტი დაიღუპა წითელ არმიასთან შეტაკებაში 

ყიფიანი ვარლამ 1920 არმიის VI ბატ. ლეიტენანტი დაიღუპა ბათუმში ისლამისტებთან შეტაკებაში

ყიფიანი სიმონ 05.1920 სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე 


შავგულიძე მიხეილ 06.1918 მოხალისე დაავადდა და გარდაიცვალა ფილტვების ანთებით ლეჩხუმის მაზრაში კომუნისტებთან ბრძოლის დროს.


შავგულიძე სიმონ 01.04.1918 არმიის I პოლკი. შტაბს კაპიტანი დაიღუპა ანარიის ფორტზე ბათუმის დაცვისას, სიმონ იობის ძე შავგულიძე (დ. 29 მარტი1894ქუთაისი, — გ. 1 აპრილი [ახ. სტ. 14 აპრილი], 1918ბათუმის ახლოს) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, კაპიტანი, ოსმალეთთან 1918 წლის ომის გმირი.

შავიშვილი სანდრო 12.1918 ფედერალისტების რაზმის წევრი დაიღუპა ს. ბოლნისხაჩინის ბრძოლაში, 


შავიშვილი გერმანე – თბილისის ბატალიონი (ტრამვაის რაიონის რაზმი). დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 15 მაისს. დაკრძალულია სოფელ ზემო უჩხობში (ლანჩხუთის რაიონი)

შარაბიძე კოლია 05.04.1918 სახალხო გვარდია. ლეიტენანტი დაიღუპა ოჩხამურის ბრძოლაში თურქებთან

შარაშიძე ვალერიან 12.06.1918 თბილისის სახალხო გვარდიის არტილერიის უფროსი დაიღუპა ქვემო ქართლში ისლამისტებთან ბრძოლის დროს ს. დიდ კოშაკილისასთან, მდინარე ხრამის გადალახვისას. დაკრძალულია ოზურგეთში. 

შელეგია 23.05.1918 ფედერალისტების რაზმი ლეიტენანტი დაიღუპა ისლამისტებთან ხელჩართულ ბრძოლაში აწყურის ფრონტზე

შენგელაია 16.12.1918 სახ. გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. კორნეტი დაიღუპა სომხეთთან ომში


შენგელაია ილია 19.12.1918 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთის ომში

შენგელია ალექსანდრე 10.12.1918 დაიღუპა სადგურ სანაინში სომხებთან ომში. დაბა კულაშიდან

შენგელია კონსტანტინე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთის ომში

შენგელია მიშა 12.1918 სახ. გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. კორნეტი დაიღუპა სომხებთან ომში. დაკრძალეს პეტრ პავლეს სასაფლაოზე 29 დეკემბერს

შერაზადაშვილი ვარლამ 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლის დროს სომხეთთან ომში, მუშა, დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი

შოთა 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

შუბლაძე 09.12.1918 არმია. ლეიტენანტი დაიღუპა სომხებთან შეტაკებისას ს. უზუნლართან

ჩანჩიბაძე ლადიკო 11.04.1918 გურიის სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ვაშნართან თურქებთან ბრძოლაში. დაკრძალეს ნატანებში


ჩაფრაძე ვლადიმერ 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლაში სომხეთთან ომში, რკინიგზის მოხელე, დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი

ჩახუნაშვილი 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე

ჩიგოგიძე მირონისე 16.12.1918 სახ. გვარდია. ჯავშანმატარებელი დაიღუპა ს. ახპატთან სომხების ალყის გარღვევისას, 

ჩიკვაიძე პაპო 16.12.1918 სახ. გვარდია. ჯავშანმატარებელი დაიღუპა ს. ახპატთან სომხების ალყის გარღვევისას

ჩიტაიშვილი 30.01.1919 ქართული ლეგიონი. ლეიტენანტი დაიღუპა ფოცხოვის რაიონში ისლამისტებთან ბრძოლაში 

ჩიქოვანი 20.12.1918 სახ. გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. ლეიტენანტი დაიღუპა სომხეთთან ომში 

ჩიქოვანი გრიგოლ 06.04.1918 ქართული კურპუსი. ჯარისკაცი დაიღუპა რუს ბოლშევიკ დეზერტირებთან შეტაკებაში სადგურ აჯიკაბულში (აზერბაიჯანი)

ჩიჩუა 1919 არმიის III პოლკი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში

ჩიხრაძე ლავრენტი 23.05.1918 II ცხენოსანი პოლკი. ვახმისტრი დაიღუპა აწყურის ფრონტზე ისლამისტებთან შეტაკებაში დაკრძალეს 28 მაისს ნაძალადევში, წმ. ნინოს სასაფლაოზე. 23.05.1918 II ცხენოსანი პოლკის ვახმისტრი დაიღუპა აწყურის ბრძოლაში

ჩკადუა (ჭკადუა?) დავით 06.07.1918 არმიის III პოლკი. კაპიტანი დაიღუპა კომუნისტებთან შეტაკებაში

ჩოღოშვილი 16.12.1918 სახ. გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. კაპიტანი დაიღუპა სომხეთთან ომში 


ჩხაიძე ვლადიმერ 12.1918 არმიის საგუბერნიო ბატ. რიგითი მძიმედ დაიჭრა სოფელ ოვანდარში სომხებთან შეტაკების დროს. გარდაიცვალა ყარაქილისაში. დაკრძალულია ვორონცოვკაში. ს. აცანის (გურია) მკვიდრი

ჩხაიძე პეტრე პეტრე ჩხაიძე 18.03.1918 თბ. აღმას. კომ. საგანგებო რაზმი დაიღუპა სადგურ აღსტაფასთან თათრებთან შეტაკებაში

ჩხეიძე ხარლამპი 12.1918 ფედერალისტების რაზმის წევრი დაიღუპა ს. ბოლნისხაჩინის ბრძოლაში


ჩუბინიძე არჩილ – დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი

ცენცებაძე გიორგი, 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში

ცეცხლაძე ანდრო, 08.04.1918 სახალხო გვარდია N4 ჯავშანმატარებლის წევრი დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლის დროს


ცქიტიშვილი იაშა 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლაში სომხეთთან ომში, იაშა (ილია) ცქიტიშვილი – მოხელე, დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი

ცქიტიშვილი ფირუზ 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში 

ცხადაძე სამსონ 23.05.1918 ფედერალისტების რაზმი დაიღუპა აწყურის ბრძოლაში

წერეთელი თათარხან 11.11.1919 როტმისტრი. I ცხენოსანი რაზმის ოფიცერი დაიღუპა საგურამოში ყაჩაღებთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ვერის წმინდა ნიკოლოზის სახ. ტაძრის ეზოში

წიკლაური დათიკო 14/15.07.1918 მოხალისე დაიღუპა კომუნისტებთან შეტაკებაში სტეფანწმინდაში 

ჭანტურიშვილი ვარლამ 18.03.1918 დაიღუპა სადგურ აღსტაფასთან თათრებთან შეტაკებაში

ჭინჭალაძე 28.03.1919 არმიის IV პოლკი. შტაბს-კაპიტანი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე

ჭოღოშვილი ვლადიმერ 12.1918 არმია. კაპიტანი დაიღუპა ახალქალაქის ფრონტზე სომხებთან ბრძოლაში დაკრძალეს 29 დეკემბერს ს. მესხეთში (ქუთაისის გუბ.)

ჭუბაბრია გიორგი, 05.1918 ფედერალისტების რაზმის წევრი დაიღუპა მესხეთის დაცვისას თურქეთის არმიასთან ბრძოლაში


ჭყონია არიან – დაიღუპა 1921 წლის 7 იანვარს / საარტილერიო ბრიგადა

ხარაიძე აბესალომ 01.04.1918 არმიის ოფიცერი დაიღუპა ანარიის ფორტზე ბათუმის დაცვისას


ხარჩილავა მიხეილ – თბილისის ბატალიონი (ტრამვაის რაიონის რაზმი)


ხანიშვილი რ. – დაიღუპა 1919 წელს აწყურის ფრონტზე / ქართლის II ბატალიონი


ხიზანიშვილი ვასილ 19.03.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში


ხიმშიაშვილი გიორგი (გოგი)  1892-1923წწ სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ბულაჩაური დუშეთი

ხოშტარია 16.12.1918 არმია. რიგითი დაიღუპა ს. ახპატთან სომხების ალყის გარღვევისას

ხოშტარია კვიროსი 20.02.1921 სახ. გვარდიის ბათუმის ბატ. დაიღუპა დაბა კოჯორის განთავისუფლებისას

ხოხაშვილი შალვა 16.06.1920 არმიის X ბატ. ლეიტენანტი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან შეტაკებისას

ხუნდაძე ვანო 31.03.1918 III ცხენოსანი პოლკი. რიგითი დაიკარგა უგზო-უკვლოდ თურქებთან შეტაკების დროს ბათუმში. თბილისელი

ხუჭუა სევერიანე 03.1918 ჯარისკაცი. მზვერავი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის დაცვისას

ჯავახიშვილი 06.02.1919 არმიის IV პოლკი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში

ჯავრიშვილი 1918 არმიის V პოლკი დაიღუპა კომუნისტებთან შეტაკებაში დუშეთის მაზრაში

ჯალაღანია ლევან 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში

ჯამასპიშვილი იოსებ 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში


ჯანდიერი იოსებ 24.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ხელჩართულ ბრძოლაში რუს კურსანტებთან, მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან ახლოს ტაბახმელას აღმოსავლეთით

ჯაფარიძე გრიგორ 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. რიგითი სადახლოს ბრძოლა. დაკრძალულია 10 იანვარს თელავის რაიონში

ჯიქია ვიქტორ 03.1918 არმიის XI პოლკი. ოფიცერი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის დაცვის დროს


ჯიბლაძე ე. – დაიღუპა 1919 წელს / ქართლის II ბატალიონი


ჯღარკავა სამსონ 12.05.1920 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე

პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი (1918-1921 წლები) თბილისი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.04.2023
ბოლო რედაქტირება 05.06.2023
სულ რედაქტირებულია 26





სოფ. დრანდა, გულრიფშის რ-ნი, მებრძოლები, ვეტერანები. გენოციდი

2 0

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მებრძოლები, 1990 წლიდან, მოგვაწოდა მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ დაბ. 1986 წელს, ბაღდათი

2 0

დღის იუბილარი/ხსენება ნიმუში

1 0


საქართველოს ომები ნიმუში

1 0


+კონდოლი თელავი 148 ნაპოვნი დოკუმენტი 1941-45

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0