თხოთის მთა - იქ სადაც მირიან მეფემ ქრისტოანობა იწამა
მთა მდებარეობს კასპის რაიონში. ზღვის დონიდან 845 მეტრამდე მანძილზე.
წმ. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა IV საუკუნე ხსენება 01(14) ოქტომბერი, მცხეთა
ლეგენდის თანახმად სწორედ ამ მთაზე დაუბნელდა მირიან მეფეს მზე, რომლის შემდეგაც ქრისტოანობა იწამა.
მუხრანისკენ სანადიროდ წასულ მეფე მირიანს თხოთის მთაზე მზე დაუბნელდა და გზა ვეღარ გაიგნო.
მირიანმა თავდაპირველად თავის ღმერთებს მიმართა, შველა რომ ვერ მიიღო, გადარჩენა წმინდა ნინოს ღმერთს შეევედრა. ამის შემდეგ ცა განათდა და მირიან მეფემ გზაც გაიკვლია.
წმიდა ნინო მოციქულთა სწორი, (IV) ხსენება 14(27) იანვარი დაკრძ. სოფ, ბოდბე სიღნაღი
მცხეთელთა მონათვლის შემდეგ წმინდა ნაძვის ხისაგან გამოთლილი სამი ჯვარი აღმართეს თხოთის მთაზე, ქალაქ უჯარმასა და იმ ბორცვზე, სადაც ახლა მცხეთის ჯვრის მონასტერია.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „თხოთის მთასა ზედა მოიქცა მეფე მირიან ქრისტიანედ. აწ არს მუნ ნიში ჯუარისა, რომელი აღმართა წმიდამან ნინომ, სუეტისაგან გამოკუეთილი“.
თხოთის მთაზე ამჟამად, VII–VIII საუკუნეების ჯვრის ფორმის წმინდა ნინო ეკლესია შემორჩენილი.
ითანამშრომლა კახა გიორგის ძე მიხანაშვილი ჟურნალისტი