სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბოლქვაძე ალექსანდრე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბოლქვაძე ალექსანდრე დეკანოზი

დაბ. 1961წ. 2008 წლის 16 მარტს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. 2009 წლის 12 მარტი დაჯილდოვდა მიტრით. საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 2021წ. 13 შვილის მამა

ბოლქვაძე ალექსანდრე  ამირანის ძე დეკანოზი, საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 2021წ.

საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ. 5

დაჯილდოება

16 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ერთგული მოღვაწეობისთვის ეკლესია-ში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხაზი გაუსვა, რომ მამა ალექსანდრე 12 შვილის მამაა და ამით შესანიშნავ მაგალითს აძლევს ერს.

საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.8

დაჯილდოება

15 მარტს თბილის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კა-თოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა:  დეკანოზი ბესარიონ მენაბდე — ჯვრით და მიტრით დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე  მიტრით.


„ჩემო მამაო, მეუღლევ და მეგობარო, სხვაგვარად ვერ გიწოდებ ადამიანს, რომელთან ერთად 35 წელი ტკბილად და ბედნიერად გავიარე,ეს ჰაერში ნათქვამი სიტყვები არაა, არა მარტო ბედნიერად, არამედ სიხარულით. დიახ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ახარებ და აბედნიერებ შენ გვერდით მყოფთ. აი, უკვე 60 წლის გახდი. წარმოუდგენელია, რა უცბად გაიელვა ამდენმა წელმა, ჩვენ 13 შვილის მშობელი ვართ, 5 მათგანი დაოჯახდა და უკვე მე-15 შვილიშვილს ველოდებით.

რამდენი სიხარული და განსაცდელი გამოვიარეთ. ყველაფერი მახსენდება, პირველად სვეტიცხოველში რომ გნახე, დაჩოქილები სეფისკვერის ნამცეცებს ვკრეფდით იატაკიდან. ჩვენი ჯვრისწერა, 13 მშობიარობა. მახსენდება, როგორ მეხმარებოდი ბავშვების გაზრდაში, როგორ მაძინებდი ღამე და შენ უთენებდი პატარებს, ყოველთვის მიმსუბუქებდი სიძნელეებს... ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა მამა ალექსანდრემდე და მამა ალექსანდრეს შემდეგ (მრევლიც იგივე აზრს აფიქსირებს). როგორ გიხაროდა ყოველი ჩემი ფეხმძიმობა, ერთი ინტერესი გვქონდა „ნეტავი ეს როგორი იქნებაო. არასოდეს დაგიკარგავს იუმორის გრძნობა, ალბათ, ამ თვისების გამო გიმსუბუქდებოდა ოჯახთან და მრევლთან ურთიერთობა.

„მდუღარე რწმენით, ვულკანივით აფეთქებული/ დგას ამბიონზე!/ მივყავართ სადღაც, გამჭირვალე ნატიფი გზებით/ ქერუბიმებთან, მრავალფრთიან სერაბიმებთან./ დაგვიმეგობრა მოციქულები, მახარებლები...“

მიუხედავად ამხელა ჯაფისა ყოველთვის ახერხებდი, რომ წიგნები გეკითხა, მოძღვრის

მოვალეობა პირნათლად შეგესრულებინა. ძალიან დიდ დროს უძღვნი ქადაგებების მომზადებას, თითქმის ღამეებს ათენებ ხოლმე, რომ მრევლს მიაწოდო ჭეშმარიტება და დააყენო სწორ გზაზე...

ჩემო მამაო, მეუღლევ და მეგობარო, ამდენი წლის განმავლობაში შენ გვერდით სხვანაირად

ლამაზდება მზის ამოსვლაც და ჩასვლაც, შენ ბუნების მოყვარული, სიყვარულით სავსე, თბილისელი მოძღვარი ხარ. იცი როგორი?! - მაცხოვარი რომ მიუთითებს პატარა ბავშვზე: ასეთები შევლენ სასუფეველშიო, ჩემთვის ის სუფთა ყრმა ხარ, რომელიც უფალს ძალიან უყვარს!

გილოცავ 60 წლის იუბილეს, მრავალჟამიერ!

მუდამ შენზე შეყვარებული

ფოფოდია - ნინო ბზვანელი.“

02.09.2021 წ.


ბოლქვაძე - გვარის 15 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბოლქვაძე ალექსანდრე დეკანოზი
ბოლქვაძე ალექსანდრე - დეკანოზი. დაბ. 1961წ. 2008 წლის 16 მარტს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. 2009 წლის 12 მარტი დაჯილდოვდა მიტრით. საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 2021წ. 13 შვილის მამა სრულად ნახვა
ბოლქვაძე ბასილი დეკანოზი
ბოლქვაძე ბასილი - დეკანოზი. 20 აპრილი 2025წ. აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; სრულად ნახვა
ბოლქვაძე მარკოზი (ვატო) ბერი
ბოლქვაძე მარკოზი (ვატო) - ბერი. სრულად ნახვა
ბოლქვაძე თეოდორა (ნინო) მონაზონი
ბოლქვაძე თეოდორა (ნინო) - მონაზონი. სრულად ნახვა
ბოლქვაძე სალომე - სქემმონაზონი.
ბოლქვაძე იოანე - დიაკვანი. სრულად ნახვა
ბოლქვაძე სოლომონი - მედავითნე. სრულად ნახვა
ბოლქვაძე არსენ საყვარელის ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ბოლქვაძე არჩილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ბოლქვაძე ბართლომე გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ბოლქვაძე გიორგი იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ბოლქვაძე იოანე - მღვდელი. ბოლო მღვდელი ხულოში სრულად ნახვა
ბოლქვაძე ანა  სქემმონაზონი

ბოლქვაძე იესე ბერი ააშენა მიქელგაბრიელის (ახლ. შრომა ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია

ბოლქვაძე მათე დეკანოზი, აჭის დედათა მონასტრის ღვთისმსახური 2021წ. შემოქმედის  ეპარქია

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.