საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.5
დაჯილდოება
13 ნოემბერს, ასი ათას ქართველ მოწამეთა ხსენების დღეს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი როსტომ კუჭუხიძე –– მიტრის ტარების უფლებით; შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) – მეორე გამშვენებული ჯვრით; სიონის საპატრიარქო ტაძრის მლვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე – გამშვენებული ჯვრით; მარტყოფის ღვთაების მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შალვა (შენგელია) –- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი იოთამი (ბასილაია) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი 1997–2007 წლებში. გვ. 185

არქიმანდრიტი მიქაელი _ ერისკაცობაში მამუკა გაბრიჭიძე
_ დაიბადა 1966 წლის 25 იანვარს ქალაქ ჭიათურაში. 1993
წელს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა, ამჟამად მიტროპოლიტმა დანიელმა, აკურთხა მორჩილად სოხუმში. აფხაზეთის
ომის დროს მონაწილეობდა მეომრების მონათვლაში, დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან.
1994 წლის 2 აპრილს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღიკვეცა
ბერად. იმავე წლის მაისის ბოლოს წარგზავნეს ფოკის მამათა მონასტრის
წინამძღვრად და დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 1997 წლის 22
მაისს, წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს, დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრით, 23 მაისს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ჲჲ-მ აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.
დაინიშნა შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრად, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრისა და ახლად აღდგენილი წმინდა სტეფანე
პირველმოწამის (ანტიოქიის) დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად.
სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვრად დანიშვნის დღიდანვე არქიმანდრიტი მიქაელის ხელშეწყობით ბევრი სამუშაო ჩატარდა. დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა და შეკეთება, ფერისცვალების ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ჩამოისხა ახალი მოოქრული ჯვარი ტაძრის გუმბათზე,
რომელიც არქიმანდრიტმა მიქაელმა, ხარაჩოებზე მდგარმა, აკურთხა.
2001 წელს მამა მიქაელის თაოსნობით გადაწყდა სამთავროს ფერისცვალების ტაძრის გამაგრება და მისი შიდა სივრცის მოწესრიგება.
გაფართოვდა და მოიხატა სამლოცველო მონასტრის საცხოვრებელ
კორპუსში. გაერთიანდა სენაკები მეორე სართულზე და გადაკეთდა
ეკლესიად. მისივე ძალისხმევით 2002/4წლებში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ( იხ. 2004 წლის არქეოლოგიური გათხრები).
არქიმანდრიტი მიქაელის თაოსნობით აშენდა ახალი სატრაპეზო
და მონასტრის მთელ ტერიტორიას გაუკეთდა გალავანი.