სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე მიქაელი (მამუკა) გივის ძე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე მიქაელი (მამუკა) გივის ძე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი

დაბ. ჭიათურა 1966წ. ბიოგრაფია





საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.5 

დაჯილდოება 

13 ნოემბერს, ასი ათას ქართველ მოწამეთა ხსენების დღეს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი როსტომ კუჭუხიძე –– მიტრის ტარების უფლებით; შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) – მეორე გამშვენებული ჯვრით; სიონის საპატრიარქო ტაძრის მლვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე – გამშვენებული ჯვრით; მარტყოფის ღვთაების მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შალვა (შენგელია) –- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი იოთამი (ბასილაია) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.


სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი 1997–2007 წლებში. გვ. 185


არქიმანდრიტი მიქაელი _ ერისკაცობაში მამუკა გაბრიჭიძე

_ დაიბადა 1966 წლის 25 იანვარს ქალაქ ჭიათურაში. 1993

წელს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა, ამჟამად მიტროპოლიტმა დანიელმა, აკურთხა მორჩილად სოხუმში. აფხაზეთის

ომის დროს მონაწილეობდა მეომრების მონათვლაში, დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან.

1994 წლის 2 აპრილს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღიკვეცა

ბერად. იმავე წლის მაისის ბოლოს წარგზავნეს ფოკის მამათა მონასტრის

წინამძღვრად და დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 1997 წლის 22

მაისს, წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს, დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრით, 23 მაისს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ჲჲ-მ აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.

დაინიშნა შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრად, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრისა და ახლად აღდგენილი წმინდა სტეფანე

პირველმოწამის (ანტიოქიის) დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად.

სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვრად დანიშვნის დღიდანვე არქიმანდრიტი მიქაელის ხელშეწყობით ბევრი სამუშაო ჩატარდა. დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა და შეკეთება, ფერისცვალების ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ჩამოისხა ახალი მოოქრული ჯვარი ტაძრის გუმბათზე,

რომელიც არქიმანდრიტმა მიქაელმა, ხარაჩოებზე მდგარმა, აკურთხა.

2001 წელს მამა მიქაელის თაოსნობით გადაწყდა სამთავროს ფერისცვალების ტაძრის გამაგრება და მისი შიდა სივრცის მოწესრიგება.

გაფართოვდა და მოიხატა სამლოცველო მონასტრის საცხოვრებელ

კორპუსში. გაერთიანდა სენაკები მეორე სართულზე და გადაკეთდა

ეკლესიად. მისივე ძალისხმევით 2002/4წლებში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ( იხ. 2004 წლის არქეოლოგიური გათხრები).

არქიმანდრიტი მიქაელის თაოსნობით აშენდა ახალი სატრაპეზო

და მონასტრის მთელ ტერიტორიას გაუკეთდა გალავანი.

გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე - გვარის 7 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე მიქაელი (მამუკა) გივის ძე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე მიქაელი (მამუკა) გივის ძე - ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი .

დაბ. ჭიათურა 1966წ. ბიოგრაფია

სრულად ნახვა
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე დავით დეკანოზი
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე დავით - დეკანოზი. სრულად ნახვა
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე შიო არქიმანდრიტი
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე შიო - არქიმანდრიტი. 1950-2021წწ შავნაბადას მამათა მონასტერი,  დაკრძ. იქვე სრულად ნახვა
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე შუშანიკი - მონაზონი.
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე კონსტანტინე ისაიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე ავდენაიო სამეულის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გაბრიჩიძე, გაბრიჭიძე ოქროპირ იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.