სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გილაშვილი დანიელი (დავით) მღვდელმონაზონი



გილაშვილი დანიელი - ერისკაცობაში დავით, დაიბადა 1865 წელს, მღვდელმონაზონი,შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი

მღვდელმონაზონი დანიელი - ერისკაცობაში დავით გილაშვილი


1865 წელს, თბილისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაქვრივების შემდეგ ბერადშედგომის სურვილმა ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიიყვანა, სადაც წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ისწავლა.

1902 წლის 12 აგვისტოს დავით გარეჯის მონასტერში გადაიყვანეს.

1904 წლის 14 თებერვალს იღუმენმა დიდიმმა (მიქიაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად დანიელი უწოდა.

1906 წლის 16 დეკემბერს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1908 წლის 6 მაისს დიაკვნად აკურთხეს. 1909 წლის 14 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ბერდიაკვნის შტატში განამწესეს.

1913 წლის 29 ივლისს დავით გარეჯის მონასტერში დაადგინეს.

1915 წლის 16 თებერვალს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1916 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით დაჯილდოვდა.

1918 წლიდან მამა დანიელი სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობს.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ერწო-თიანეთის მხარეში დამკვიდრდა და იქაურ სოფლებში აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

1944 წლის 30 აგვისტოს, წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს: “მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია სამსახური, არის ერწოში თავის სოფელში მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვალოცვა არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოფნა იქ, მაშასადამე არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ 7 წელია და მათ შორის ექვსი წელია წილკნის ეპისკოპოსად და არც ჩემთან გამოცხადებულა არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელმონაზონი დანიელი, ესეც ერწოში, ოღონდ არ ვიცი რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და არ ვიცი იყო თუ არა“. როგორც ჩანს, მოხუცებული მოძღვარი 40-იან წლებში კიდევ განაგრძობდა მღვდელმსახურებას. სავარაუდოთ, ამის შემდგომ, იგი მალევე გარდაიცვალა, რადგან 1950 წლის სამღვდელოების აღწერაში იგი უკვე აღარ მოიხსენიება ცოცხალთა შორის.

გილაშვილი - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გილაშვილი დანიელი (დავით) - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
გილაშვილი გერმანე (გაბრიელი) - ბერი. წმიდა ბერი ხსენ. დღე 12/25. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1

გილაშვილი  საბა ლავრის მოსწავლე 1851წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი


სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.