სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გიუნაშვილი დავით იოანეს ძე მღვდელი

დაბ, 1866-1921წწ.

გიუნაშვილი დავით, იოანეს ძე 1866-1921, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა)


136. სოფელ ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით გიუნაშვილი


1866 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. თბილისის სასულიერო სემინარიის ისწავლა სამი კურსი.

1888 წლის 21 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს და ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1892 წლის 8 მარტს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1893 წლის 4 თებერვალს მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1894 წლის 23 მაისს ყურისუბნის (ძალისას) წმინდა გიოდგის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1894 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დეპუტატად აირჩიეს.

1896 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1898 წლის 11 მაისს კუჭატან-ჭიკააანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1899 და 1903 წლებში ისევ აირჩიეს დეპუტატად.

1907 წელს სკუფია უბოძეს და ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1915 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერსა და 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე.

1920 წელს დეკანოზი წოდება მიენიჭა. დეკანოზი დავითი 1921 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა. იგი მეორე დღეს ძველი გავაზის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.

გიუნაშვილი - გვარის 13 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გიუნაშვილი  მარიამ სოლომონის ასული  მონოზონი
გიუნაშვილი მარიამ სოლომონის ასული - მონოზონი. დაბ. 1887წ. სამთავროში მოვიდა 1904წ. სრულად ნახვა
გიუნაშვილი  ევნიკია მონოზონი
გიუნაშვილი ევნიკია - მონოზონი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი  გიორგი მღვდელი
გიუნაშვილი გიორგი - მღვდელი.

მცხეთა თბილისის ეპარქია 2008წ. მდგომარეობით

სრულად ნახვა
გიუნაშვილი იოანე (ივანე) - დიაჩოქი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა
გიუნაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე - დიაჩოქი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი სოლომონ გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი რომანოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი თომა - დიაჩოქი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი სფირიდონ (სპირიდონ) - მღვდელი. სრულად ნახვა
გიუნაშვილი იოანე (ივანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
გიუნაშვილი დავით იოანეს ძე - მღვდელი. დაბ, 1866-1921წწ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1

გიუნაშვილი  გაბრიელ იოანეს ძე, საეკლესიო გლეხი, ჯვრისწერა. 1870წ. კონდოლი (თელავი) კვირაცხოვლის ეკლესია, თელავის მაზრა


სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.