2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
5 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სასულიერო პირები დააჯილდოვა.
კერძოდ, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოება:
მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (კვირკველია) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი ბიძინა (ქობალია) ― ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი პიმენი (ქარდავა) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ბერ-დიაკონი გიორგი (გურჩიანი) — არქიდიაკონის წოდებით. მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი იოანე გივიშვილი მიტრით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი დავით დათუაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი ირაკლი კუთხაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 153 საშუალო სკოლაში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი მღვდელი გიორგი გუგენიშვილი ― ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 9
დაჯილდოება
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ღვთისმსახურს, არქიდიაკონ გიორგის (გურჩიანი). მღვდელ-მონაზონი გიორგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ამავე დღეს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.




