სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

დვალი ნიკოლოზი წმიდანი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დვალი ნიკოლოზი წმიდანი






დვალეთის სოფელ წაიში ცხოვრობდა მორწმუნე ცოლ-ქმარი. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელიც ჯერ კიდევ დაბადებამდე შესწირეს უფალს. ასეთი ტრადიცია იყო ძველ საქართველოში. გავიხსენოთ გიორგი მთაწმინდელი.

იმ დროს ჯერ კიდევ მონღოლები ბატონობდნენ საქართველოში.

მომავალი წმიდანი თორმეტი წლის რომ გახდა, კლარჯეთის უდაბნოში წავიდა და იქ ბერად აღიკვეცა. შემდეგ ახალგაზრდა დვალი წმიდა მიწის მოსალოცად გაემგზავრა და იერუსალიმში ჩავიდა. მაშინ იერუსალიმში მაჰმადიანები ბატონობდნენ. ყველგან, სადაც მაჰამდიანები ბატონობდნენ, ქრისტიანობის საჯაროდ ქადაგება აკრძალული იყო. ნიკოლოზ დვალი ცდილობდა ქრისტიანობის გავრცელებას და ამისთვის არც ერიდებოდა არავითარ ხიფათს. წმიდა ქალაქში მოძებნა ერთი მცოდნე ენებისა და სთხოვა, მიმიყვანე ყადისთან, ისლამი უნდა მივიღოო. სინამდვილეში, ყადის თვალწინ აღიარა ქრისტიანობა, დაგმო მაჰმადიანთა სჯული და მოუწოდებდა მათ, ეღიარებინათ ქრისტე. მაჰმადიანებმა სასტიკად სცემეს წმიდა ნიკოლოზ დვალი.

ქრისტიანებმა გამოიხსნეს და კვიპროსზე გააგზავნეს, იქაურ ქართულ მონასტერში. კარგა ხანს იმ კუნძულზე მოღვაწეობდა. კვიპროსზე დაახატვინა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხატი, რომელიც ძალიან უყვარდათ მის მშობლებს და იმ ხატის წინაშე ლოცულობდა ხოლმე გულმხურვალედ.

შემდეგ მთაწმინდისკენ გაუწია გულმა და იქ დამკვიდრება გადაწყვიტა. ერთხელაც ლოცულობდა იოანე ნათლიმსცემლის ხატის წინაშე და უცებ მოესმა ხატის ხმა:

– „ნიკოლოზ, ადექი და წადი იერუსალიმში. იქ არის ერთი ქართველი ბერი და ის გასწავლის ცხონებისა და წამების გზას. განგამტკიცებს, რადგან მას ებრძანება, რაც შენ უნდა გააკეთო“.

კვლავ იერუსალიმს გაემგზავრა ნიკოლოზ დვალი. ჯვრის მონასტერში გაიცნო ის ბერი, რომელზეც ეუწყა. წმიდა ნიკოლოზმა მოახსენა თანამემამულე ბერს, რისთვისაც იყო ჩამოსული.

ლოცვად დავარდა იერუსალიმში მოღვაწე ქართველი ბერი და ევედრებოდა ღმერთს, რათა გამოცხადებოდა მას ნიკოლოზის გასაკეთებელი საქმე. რომ დაიძინა ბერმა ღამით, სიზმარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და იოანე ნათლიმსცემელმა აუწყეს მას, რომ ნიკოლოზ დვალი უნდა გამგზავრებულიყო დამასკოში და იქ ეღირსებოდა თავის საწადელს – ქრისტესთვის სიკვდილს.

გააგზავნა ბერმა ნიკოლოზ დვალი დამასკოს. დამასკოში ნიკოლოზი მივიდა მეჩეთთან და შევიდა იმ დროს, როცა ხალხით იყო სავსე, დაიწყო ხმამაღლა ქრისტეს დიდება და ისლამის კრიტიკა. ასეთი რამ არ ეხილათ და არც სმენოდათ დამასკოში. მაჰმადიანებმა სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

იქაურმა მიტროპოლიტმა და ქრისტიანებმა მოახერხეს და გამოიყვანეს ციხიდან. არ დაიშალა ნიკოლოზ დვალმა ჩაფიქრებული საქმე, ისევ მიადგა იმავე მეჩეთს, ისევ შევიდა და უფრო ხმამაღლა და უფრო მწარედ დაგმო მაჰმადის სჯული და ადიდებდა ქრისტეს. კვლავ სასტიკად სცემეს მაჰმადიანებმა ქრისტესთვის სიკვდილად გამზადებული და ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. ორი თვე დაჰყო ციხეში ნეტარმა ნიკოლოზმა. ამ პერიოდში, იოანე ნათლისმცემლის შეწევნით, სასწაულებრივად განიკურნა ცემის შედეგად მიყენებული ტრავმებისგან.

დამასკოელმა ქრისტიანებმა ისევ გამოიხსნეს ციხიდან ერთმორწმუნე ქართველი და უნდოდათ მისი იერუსალიმს წარგზავნა.

ქალაქში მათ შემთხვევით შეხვდათ დამასკოელი ამირა, იცნო ქართველი ქრისტიანი და დაუძახა იქაურ მუსლიმებს: – ეს ის არ არის, ჩვენი რჯული რომ გვიგინაო?! და შეაპყრობინა ნეტარი მამა.

წარადგინეს ქართველი ტყვე ამირათა ამირა დენგისის წინაშე – ყველაფერი მოახსენეს, რაც თქვა და რაც ჩაიდინა ბერმა. დენგისმა სცადა მისი გადაბირება და მრავალი საჩუქრის მიცემას ჰპირდებოდა ქართველ ნეტარს. ნიკოლოზ დვალმა უარყო ყოველივე შეთავაზებული, კვლავ აღიარა ქრისტე თავის ღმერთად და დაგმო მათი წინასწარმეტყველი – მაჰმადი.

გამწარებულმა მაჰმადიანებმა სიკვდილი მიუსაჯეს ქართველ ბერს. მიუახლოვდა ერთი ამირა, რათა თავი მოეკვეთა მისთვის.

უშიშარი ნიკოლოზ დვალი მიტრიალდა აღმოსავლეთისკენ, სიხარულით მიუშვირა კისერი ჯალათს და თან, გალობდა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილსა!“

ამბობენ, როცა თავი მოჰკვეთეს ნიკოლოზ დვალს, მის მოჭრილ თავს შვიდგზის კიდევ უდიდებია ღმერთი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“, რამაც დიდად გააოგნა ისლამის მიმდევრები.

ნეტარის სხეული დაწვეს. სამი დღე, თურმე, ნათლის სვეტი ადგა იმ ადგილს, სადაც ნიკოლოზ დვალი აწამეს. ეს მოხდა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს.

ეს ამბავი რომ გაიგო იერუსალიმში მოღვაწე ქართველმა ბერმა, რომელმაც წარგზავნა წმიდა ნიკოლოზ დვალი ბაღდადში, მადლობა შესწირა ღმერთს და ევედრებოდა, გაეგო წმიდანთა დასში თუ შევიდა მისი მოწაფე ნიკოლოზი.

ერთხელაც წიგნს კითხულობდა ბერი და ანაზდად, დაინახა დიდი ნათლის მთა, იგრძნო ნელსურნელებაც. მთაზე წმიდა მოწამეები იდგნენ, ბრწყინვალედ შემკობილნი. მათ შორის ყველაზე მაღლა იდგა და ყველაზე მეტად ბრწყინავდა წმიდა გიორგი. წმიდა გიორგიმ რომ დაინახა ქართველოი ბერი, ორჯერ ხმამაღლა დაიძახა:

„ნიკოლოზ! გამოდი და იხილე ეს ბერი, შენი მოძღვარი, რომელმაც ბევრი ცრემლი დაღვარა შენთვის!“

წმიდანთა დასიდან გამოვიდა ნათლის გვირგვინით მოსილი ნეტარი ნიკოლოზ დვალი, მოიკითხა მოძღვარი და უთხრა:

„აი, აქ ვარ და აქაა ჩემი ადგილი. ამიერიდან ნუღარ წუხხარ ჩემთვის!“

დვალი - გვარის 17 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

დვალი ნიკოლოზი წმიდანი
დვალი ნიკოლოზი - წმიდანი. სრულად ნახვა
დვალი შიო (შოთა) მურადის ძე  მღვდელი
დვალი შიო (შოთა) მურადის ძე - მღვდელი. წარმ. სოფ. ზედა შავრა ამბროლაური დაბ. 1989წ.  მღვდელი 2022 წლიდან. მსახურობს ზემო ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარი  სრულად ნახვა
დვალი იოანე - მღვდელი. XI საუკუნის სასულიერო პირნი. დვალელი მოღვაწე. სრულად ნახვა
დვალი სიმონ - მღვდელი. XI საუკუნის სასულიერო პირნი. დვალელი მოღვაწე. სრულად ნახვა
დვალი გიორგი გიორგის (მახარობლის) ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დვალი გრიგოლ იოვანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დვალი იოვანე - მღვდელი. სრულად ნახვა
დვალი ოქროპირ თამაზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დვალი რომანოზ იოვანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დვალი სვიმონი - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
დვალი იოვანე სვიმონის ძე - დიაკონი. სრულად ნახვა
დვალი გაიოზი - დეკანოზი. 2005 წლის 19 დეკემბერს დიაკვნად ხელდასხმა, 2006 წლის 30 აპრილს მღვდლად ხელდასხმა, დაინიშნა სოფ. პატარძეულის წმიდა შიო მღვიმელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 2012 წლის 11 ნოემბერს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, სრულად ნახვა
დვალი მიქელი - მღვდელი. XI საუკუნის სასულიერო პირნი. დვალელი მოღვაწე. სრულად ნახვა
დვალი ევპრაქსია მონაზონი, დაახლოვებით 1950 წლები მათხოჯი (ხონი) წმიდა ნინოს დედათა მონასტერი
სრულად ნახვა
დვალი ელპიდე  მონაზონი
დვალი იოანე ბერი, იერუსალიმური ხელნაწერიდან 16 საუკუნე
დვალი მაკარი - მღვდელმონაზონი. ძალისი (მცხეთა) მოძღვარი სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 3

დვალი  ილია ტრიფონის ძე დაბ. 1902წ. საბუე (ყვარელი) მეორე მსოფლიო ომი 1941-45წწ


სრულად ნახვა

დვალი  ირაკლი ვლასის ძე დაბ. 1921წ. საბუე (ყვარელი) მეორე მსოფლიო ომი 1941-45წწ


სრულად ნახვა
დვალი კოსტა - ტაძრის აღმშენებელი.

1912წ. ჩორჯო (ამბროლაური) წმ. სამების ეკლესია

სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.