ექვთიმიშვილი სვიმონ ზაქარიას ძე, გარდაიცვალა 1951 წელს, წინამძღვარი სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესი, სოფელ კაკაბეთის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) სხვა წყარო 16.08.1898-22.01.1903 წლები წინამძღვარი, გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
62. სოფელ კაკაბეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნალღის მაზრა) - წინამძღვარი სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი სვიმონ ზაქარიას ძე ექვთიმიშვილი.

1889-95 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.
1898 წლის 6 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გურჯაანის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1902 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1903 წლის 22 იანვარს კაკაბეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1904 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1910 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1913 წლის 17 დეკემბერს კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1915 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1923-24 წლებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. დეკანოზი სვიმონი 1951 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა.