სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ექვთიმიშვილი სვიმონ (სიმონ) ზაქარიას ძე მთვარხუცესი

გარდ. 1951წ.

ექვთიმიშვილი სვიმონ ზაქარიას ძე, გარდაიცვალა 1951 წელს, წინამძღვარი სიღნაღის მაზრის IV  ოლქის მთავარხუცესი, სოფელ კაკაბეთის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) სხვა წყარო 16.08.1898-22.01.1903 წლები წინამძღვარი, გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია


62. სოფელ კაკაბეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნალღის მაზრა) - წინამძღვარი სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი სვიმონ ზაქარიას ძე ექვთიმიშვილი.

1889-95 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

1898 წლის 6 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გურჯაანის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1902 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1903 წლის 22 იანვარს კაკაბეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

1904 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1910 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1913 წლის 17 დეკემბერს კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1915 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1923-24 წლებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. დეკანოზი სვიმონი 1951 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა.


ექვთიმიშვილი - გვარის 4 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ექვთიმიშვილი  რომანოზი დეკანოზი
ექვთიმიშვილი რომანოზი - დეკანოზი. 2010 წლის 20 ივნისს დაჯილდოვდა, დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით. სრულად ნახვა
ექვთიმიშვილი ზაქარია სოლომონის ძე - მთავარხუცესი. სრულად ნახვა
ექვთიმიშვილი სოლომონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ექვთიმიშვილი სვიმონ (სიმონ) ზაქარიას ძე - მთვარხუცესი. გარდ. 1951წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.