სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კანანაძე  ვასილ ფილიპეს ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კანანაძე ვასილ ფილიპეს ძე დეკანოზი

1870-1949წწ ბიოგრაფია

დეკანოზი კონდოლის (თელავი) წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია, საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2023. 9 - 22 თებერვალი. N 3 (998). გვ. 21-24.

კანანაძე ვასილ ფილიპეს ძე 1870-195? დეკანოზი 1900-1915წ. იყალთო (თელავი) წმიდა სტეფანეს ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის, ფერიცვალობის, ეკლესია 


60. სოფელ იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი ვასილ კანანაძე.


XIX  საუკუნის 90-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და ქვეშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 1 თებერვალს ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს, საიდანაც ამავე წლის 29 მაისს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1902 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1913 წლის აღდგომას კი - სკუფიით დაჯილდოვდა. 1915 წლის 5 აპრილს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წელს მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია.

XX საუკუნის 30-იან წლების ბოლოს თბილისში გადმოვიდა.

1944 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში უშტატო მღვდლად ირიცხება. დეკანოზი ვასილი სავარაუდოთ XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა.


კანანაძე - გვარის 4 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კანანაძე თეკლა (მარინე) გიორგის ასული - იღუმენია, წინამძღვარი. დაბ. 1954წ. ყვარელი 2014 წლის 30 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენიას წოდებით; სრულად ნახვა
კანანაძე ვასილ ფილიპეს ძე - დეკანოზი. 1870-1949წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
კანანაძე ივლიტა გიორგის ასული - მონაზონი. 1942-2021წწ დაკრძ. იქვე სრულად ნახვა
კანანაძე ფილიპე ვასილის ძე - დიაკვანი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.