სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კახიძე მაქსიმე გრიგოლის ძე მღვდელი



1908-1929წ. მღვდელი ჩალაუბანი (გურჯაანი) ყოვლადწმიდა ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია

კახიძე მაქსიმე გრიგოლის ძე, 1862-1929 წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ჩალაუბანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)

 სოფელ ჩალაუბანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მაქსიმე გრიგოლის ძე კახიძე

1862 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში.

1889 წლის 20 მაისს ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1892 წლის 19 მარტს თავისი თხოვნით გათავისუფლდა ამ სამრევლოდან.

1894 წლის 30 დეკემბერს კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს, სადაც 1900 წლის 14 მარტამდე იმსახურა.

1906 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1916 წლის აღდგომას

გვ228

საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი მაქსიმე 1929 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 10 ნოემბერს სოფელ კარდენახის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.