დეკანოზი ფარნაოზი (ერისკაცობაში ფირან ნიკოლოზის ძე კობიაშვილი) დაიბადა 1953 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისში. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძო მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1987 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად , ამავე წელს მღვდლად და დადგინდა ერთაწმინდის ტაძრის წინამძღვრად, რომელიც მისი თაოსნობით გაიხსნა. ასევე მისი თაოსნობით აღდგა და გაიხსნა კასპის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარი. 1993 წლიდან გადმოყვანილ იქნა თბილისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად. ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისათვის დაჯილდოებულ იქნა მიტრისა და მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. გარდაიცვალა 2022 წლის 18 ნოემბერს და დაკრძალულია ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში აღმოსავლეთით, ტაძრის წინამძღვრის და მისი მეგობრის დეკანოზ ვახტანგ ასათიანის გვერდით.
ფოტოზე დეკანოზ ვახტანგ ასათიანთან ერთად.
ფოტოზე სულიერ შვილთან მამა დავით ფოლადიშვილთან (მოგვაწოდა ინფორმაცია და ფოტომასალა) 2022 წელი ივლისი, მამა დავითის მღვდლად ხელდასხმის დღე.
კობიაშვილი ფარნაოზ (ფირან) ნიკოლოზის ძე დეკანოზი, 1953-2022წ. ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.14
დაჯილდოვდა
27 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრებით დააჯილდოვა ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესის მღვდელმსახურნი: დეკანოზი ფარნაოზ კობიაშვილი, დეკანოზი ზაზა კირვალიძე და დეკანოზი არსენ თვალიაშვილი.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა მღვდელმა ფოლადიშვილი დავით ტარიელის ძემ