1881წ. ჭლოუ (ოჩამჩირე) ჯვარი პატიოსნის ეკლესია
1913წ. მოქვი (ოჩამჩირე) ღვთიმშობლის მიძინების ტაძარი
მოქვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდლებად მსახურობდნენ: 1862-1863 წწ. ჩხიკვაძე, შემდეგ თოფურია, 1886 წლიდან იესე ჟორდანია, 80- იან წლებში სიმონ ჟორდანია, 1900-1912 წწ. _ ნ. ჟორდანია, მასთან ერთად 1906-1910 წწ. შტატგარეშე მღვდელი იყო დ. კაკალია. 1913 წლიდან ეკლესიაში ორი მღვდელი იყო: ვ. მაქაცარია და კ. მინჯია.
მაქაცარია ვასილ დავითის ძე 1851-191?წწ მღვდელი ბიოგრაფია მოღვ. აფხაზეთი
ვასილ მაქაცარია დაიბადა 1851 წელს სასულიერო წოდების ოჯახში. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი.
1870 წელს გურიის სოფელ აჭყვის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1875 წელს აფხაზეთში, სოფელ ჭლოუს მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში გადაიყვანეს.
1881 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჭლოუს ტაძარში განამწესა.
1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1894 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1912 წელს გალის რაიონის სოფელ რეჩხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.
1913 წელს მოქვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დაადგინეს.
1914 წელს კამილავკა ეწყალობა.
1914 წლიდან მღვდელი ვასილ მაქაცარია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოჩამჩირის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.
მღვდელი ვასილის შემდგომი ბედი უცნობია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრი (1914-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1894 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
ბიბლიოგრაფია
გიორგი მაჩურიშვილი

