2009წ. მდგომარეობით დეკანოზი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა
2022წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
სახვაძე გიორგი დეკანოზი ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი, 2022წ. ფოტო
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
5 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონს გიორგი სახვაძეს. მღვდელი გიორგი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 13
დაჯილდოება
27 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფურცელაძე); მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი). მიტრით — მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფიელ ხაჭაპურიძე. გამშვენებული ჯვრით — თბილისის სამგორის დასახლების წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კუსრაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სახვაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — თბილიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ათანასე (სვანიძე).
საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.12
27 სექტემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ვაშლიჯვარის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძლვრად დეკანოზი გიორგი სახვაძე დაინიშნა.