წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 172
თავიდან მღვიმევის სავანეში მხოლოდ ექვსი მოწესე ცხოვრობდა:
მონაზონი ათანასია – ერში რუსუდან თვარაძე, დაბადებული 1960 წელს. ჟურნალისტი. მონასტერში მივიდა 1988 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1991 წელს.
მონაზონი ანთია – ერში თამარ გამყრელიძე, დაბადებული 1958 წელს. პედაგოგი. მონასტერში მივიდა 1991 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1993 წელს.
სამონაზვნე სარა − ერში ქეთევან ჭუმბურიძე, დაბადებული 1962 წელს. მასწავლებელი. მონასტერში მივიდა 1988 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1994 წელს.
სამონაზვნე რებეკა – ერში ცეცილია ფაჩუაშვილი, დაბადებული 1963 წელს. ქიმიკოსი. მონასტერში მივიდა 1988 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1994 წელს.
სამონაზვნე თეკლე – ერში ნინო რაზმაძე, დაბადებული 1966 წელს. მონასტერში მივიდა 1989 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 2008 წელს.
მორჩილი ნინო ჭეიშვილი. ფილოლოგი. მონაზვნად აღიკვეცა 1994 წელს პელაგიას სახელით.
ფაჩუაშვილი პარასკევა მონაზონი, ჭიათურის და საჩხერის ეპარქია, მღვიმევის ღვთისმშობლის შობის მონასტერი (XIII ს.) მოსახსენებელი 2008წ. გვ.70
დაჯილდოება
21 აპრილს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირნი: დეკანოზი ლაზარე დულუზაური -- გამშვენებული ჯვრით; მღვიმევის მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი პარასკევა (ფაჩუაშვილი) იღუმენიას წოდებით.
1998 წლიდან მონასტრის წინამძღვარია მონაზონი პარასკევა, 2013 წელს კი მიტროპოლიტმა დანიელმა, დედების კრებულის თხოვნით, იგი პატრიარქთან წარადგინა, რის შემდეგაც უწმინდესმა ის იღუმენიას ხარისხში აიყვანა.