
ქოქიაშვილი დავით მალხაზის ძე, 1877-1958წწ წინამძღვარი მღვდელი, სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)
79. სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)- წინამძღვარი მღვდელი დავით ქოქიაშვილი.

1891-95 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1896 წლის 24 იანვარს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1900 წლის 17 იანვარს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს.
1902 წლის 27 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან. ამავე წლის სექტემბრიდან ქ. თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან
გვ191
არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად ინიშნება.
1905 წლის 9 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალამშინის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.
1908 წლის აგვისტოში მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1921 წელს კვლავ იხსენიება მოქმედ სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.