სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ღუდუშაური ბართლომე მთავარხუცესი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ღუდუშაური ბართლომე მთავარხუცესი

187?-1924წწ მღვდელი რეპრესირებულია, ფოტო ბიოგრაფია  სტეფანწმიდა (ყაზბეგი), 1924 წლის 18 თებერვალს აღესრულა. საავადმყოფოდან იგი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს და წირვისა და წესის აგების შემდეგ იმავე ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ღუდუშაური ბართლომე 187?-1924წწ მღვდელი რეპრესირებულია, ფოტო ბიოგრაფია  სტეფანწმიდა (ყაზბეგი)


დაბადების თარიღი: 187?

გარდაცვ. თარიღი: 18 თებერვალი, 1924

დაკრძალვის ადგილი: ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სასაფლაო

ბართლომე ღუდუშაური დაიბადა ხევში გლეხის ოჯახში.


1896 წელს სტეფანწმინდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1898 წელს ვლადიკავკაზის ეპარქიაში გადაიყვანეს და ვლადიკავკაზის ქართული სასწავლებლის კარის ეკლესიაში დაინიშნა.

1900 წელს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა (სენკოვსკი) ბართლომე დიაკვნად აკურთხა, 1905 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და სტეფანწმინდის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1911 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1912 წელს საეკლესიო წესების დარღვევისათვის სამი თვით მღვდელმსახურება აეკრძალა და საფარის მონასტერში გაამწესე.

1915 წელს სკუფია უბოძეს. 1917 წელს, როგორც დუშეთის მაზრის დელეგატი და მე-3 ოლქის მთავარხუცესი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა.


   1918 წელს გაზეთი "ერთობა" წერდა: "მართალია ყაზბეგში არის ფრიად გავლენიანი მღვდელი ბართლომე ღუდუშაური, მაგრამ ეს გავლენა იმით კი არ აიხსნება, რომ იგი თანაუგრძნობს ეროვნულ-დემოკრატებს, არამედ იმიტომ, რომ იგი თავდადებულია ხევისათვის და ამიტომ ყველა სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობა. მის შესახებ წინედაც ბევრი კარგი მსმენია და ეხლა პირადად გავეცანი და დავრწმუნდი გადმონაცემის სიმართლეში. იგი მოხევეების ერთგული მწყემსია და უბადლო გუშაგი, მას თამამად შეუძლიან სთქვას: "მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსმან კეთილმან თავი თვისი დასდოს ცხოვართათვის". მას ხელში იარაღი სჭერია და ყაზბეგელებთან ერთად მედგრად და უშიშრად დაუცავს საქართველოს რესპუბლიკა შემოსეულ ბოლშევიკებისგან, მას არა თუ გაუწირაავს თავისი თავი, ახალგაზრდა შვილიც გაუყვანია ბრძოლის ველზე და ერთად გამკლავებიან დუშმან დაა მუხანათ მტერს. იგი ერთხელ კიდეც ჩავარდნია ხელში მეამბოხეებს, ბევრი უგვემიათ, მაგრამ მოყვარულ მოხევეებს მაინც გაუნთავისუფლებიათ".


   1918 წელს ყაზბეგის სათეატრო დარბაზში კომისარმა ალექსანდრე ფიცხელაუმა მოიწვია ქვემო ხევის საზოგადოების კრება. კრების მიზეზი იყო სამხედრო ბეგარის გადახდა იმ პირთა, რომელნიც დაბადებულნი იყვნენ 1892-1896 წლებში და აგრეთვე ცხენ-ურმების გაწვევა სამხედრო საჭიროებისათვის. ლარსის სამხედრო გზის რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა წერეთელმა ხალხს აუხსნა, რამ გამოიწვია ქართველ-სომეხთა ომი. კრებას თავჯდომარეობდა მღვდელი ბართლომე ღუდუშაური, რომელმაც დალოცა იქ მოსულნი და გაამხნევა მებრძოლნი.


   1920 წელს ბართლომე ღუდუშაური დაესწრო მეორე საეკლესიო კრებას.


   1923 წელს მამა ბართლომე კომუნისტებმა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს. შთამომავლების გადმოცემით, იგი სასტიკად აწამეს. დასნეულებული მოძღვარი თბილისის რესპუბლიკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც 1924 წლის 18 თებერვალს აღესრულა. საავადმყოფოდან იგი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს და წირვისა და წესის აგების შემდეგ იმავე ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. 


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1907-)

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი


ღუდუშაური - გვარის 10 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ღუდუშაური ბართლომე მთავარხუცესი
ღუდუშაური ბართლომე - მთავარხუცესი. 187?-1924წწ მღვდელი რეპრესირებულია, ფოტო ბიოგრაფია  სტეფანწმიდა (ყაზბეგი), 1924 წლის 18 თებერვალს აღესრულა. საავადმყოფოდან იგი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს და წირვისა და წესის აგების შემდეგ იმავე ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს.  სრულად ნახვა
ღუდუშაური გიორგი - მედავითნე. სრულად ნახვა
ღუდუშაური შიო - დიაკვანი. სრულად ნახვა
ღუდუშაური ბართლომე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღუდუშაური გრიგოლი - მღვდელი. სრულად ნახვა
ღუდუშაური გაბრიელი - მღვდელი. სრულად ნახვა
ღუდუშაური სულხან - დეკანოზი. სრულად ნახვა
ღუდუშაური შუშანიკი - მონასტრის წევრი. 1960-1992წწ სრულად ნახვა
ღუდუშაური გიორგი მღვდელი, გერგეტის სულთა მატიანე 16 საუკუნე
ღუდუშაური ჯერასიმე მღვდელი, გერგეტის სულთა მატიანე 16 საუკუნე
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.



ოთარ ღუდუშაური 1925-1991წწ. აკადემიკოსი. ექიმი დაბ. ყაზბეგი. მცხეთა, მთიანეთი.

3 0