ფოფხაძე არჩილ მართლმ. მღვდელი 1930-იან წლებამდე თუშეთში მსახურობდა, სოფელ დართლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია 1914წ. ახმეტა ღვთიმშობლის ეკლესია
ჯვარბოსელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია -- მღვდელი არჩილ სოლომონის ძე ფოფხაძე;
1897 წლის 9 დეკემბერს ყანობის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა.
1904 წლის 26 თებერვალს სტეფანწმინდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.
1908 წელს დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და დართლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1910 წლის დასაწყისში ჯვარ-ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1918 წელს ახმეტის ჯვარ-პატიოსნის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1922 წლის სექტემბერში დეკანოზ ლეონტი ღვინიაშვილთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააპატიმრეს და რამოდენიმე თვე ციხეში გაატარა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.