2014წ. მდგომარეობით სქემიღუმენი მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია
სქემ-იღუმენი ნიკოლოზ (თამაზ) ცაბაძე
დაბადების ადგილი: თბილისი
დაბადების თარიღი: 1988 წლის 15 აგვისტო;
2005 წელს დაამთავრა თბილისის 191 საშუალო სკოლა;
2011 წელს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა აქიაშვილმა აღკვეცა ბერად;
2011 წლის 7 დეკემბერს ხელი დაასხა დიაკვნად;
2012 წლის 25 მარტს აკურთხა სქემ-მღვდელმონაზვნად; (იხილეთ კურთხევის ფოტოები)
2013 წელს გადავიდა მენგლის-თეთრიწყაროს ეპარქიაში და მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა წყლულეთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად
2014 წლის 6 ივნისს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და უბოძა იღუმენის ხარისხი
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. დედა ეკლესია. წერილები და ქადაგებანი. (მეორე შევსებული გამოცემა)
მეუფემ მღვდლებად აურთხა დიაკონი მიხეილ არაბიძე (2012 19 იანვარს) და დიაკონი დავით (დანიელ) ზურაბიანი (2012 წლის 5 აგვისტოს), დიაკონი პავლე ზურაბიანი (2014 წლის 19 აგვისტოს). იღუმენის წოდებით დააჯილდოვა წყლულეთის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ ცაბაძე 2014 წლის 3 ივლისს (წყლულეთის ეკლესია სრულიად დანგრეული იქამდე რამდენიმე წლით ადრე აღადგინა მორწმუნე ენთუზიასტთა ჯგუფმა).