სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

იმნაიშვილი  სამსონ სოფრომის ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

იმნაიშვილი სამსონ სოფრომის ძე მღვდელი

დაბ. 1856წ.


იმნაიშვილი სამსონ მღვდელი 1917წ. თელავის მაზრა წინანდლის სამთავარხუცესო, 1928წ. წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ფოტო

იმნაიშვილი  სამსონ სოფრომის ძე მღვდელი, 1900წ. წინანდალი (თელავი) წმიდა გიორგის ტაძარი  1898წ. კონდოლი (თელავი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია, თელავის მაზრა


138. სოფელ წინანდალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი თელავის მაზრის III  ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი სამსონ სოფრომის ძე იმნაიშვილი




1856 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1880-86 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1887 წლის 25 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1893 წლის 20 დეკემბერს წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1893 წელს აირჩიეს დეპუტატად საეპარქიო სხდომაზე. ამავე წელს დაინიშნა სამეთვალყურეო კომისიაში, რომელსაც ევალებოდა თელავის სასულიერო სასწავლებლის გარემონტებაზე ზრუნვა და 1896 წლის 26 თებერვალს კეთილსინდისიერი შრომოსათვის გამოეცხადა მადლობა. მასვე დაევალა თელავის სასულიერო სასწავლებელში არსებულ ეკლესიაში ახალი კანკელის დაყენება.

1896 წლის 17 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვევდა.

1897 წლის 31 მაისს თელავის სანთლის ქარხნის საწყობის სარევიზორო კომისიის წევრად დაინიშნა, სადაც 12 წელი იმუშავა. ამავე წლის 12 სექტემბერს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.

1899 წლის 14 აპრილს მთავარხუცესად დაინიშნა.

1899 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1904 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უწყალობეს. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1928 წლის მონაცემებით ისევ წინანდლის ეკლესიის წინამძღვარია.

1929 წლიდან აღარ იხსენიება საბუთებში, მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე მინადორა თომას ასული დაბადებული 1869 წელს და შვილები: ევგენი - დაბადებული 1888 წელს, ნინო - დაბადებული 1889 წელს და თამარი დაბადებული 1896 წელს.

იმნაიშვილი - გვარის 6 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

იმნაიშვილი  სამსონ სოფრომის ძე მღვდელი
იმნაიშვილი სამსონ სოფრომის ძე - მღვდელი. დაბ. 1856წ. სრულად ნახვა
იმნაიშვილი დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
იმნაიშვილი იოსებ იობის ძე - დიაკონი. სრულად ნახვა
იმნაიშვილი ბესარიონი - მღვდელი. სრულად ნახვა
იმნაიშვილი სოფრომი - მღვდელი. სრულად ნახვა
იმნაიშვილი სვიმონ (სიმონ) - დიაკონი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.