2014წ. ღვთივგანისვენა ბერი მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია
ბერი ნიკოლოზი (კუპრაშვილი): - მეუფე ანანიას და თელეთის ტაძრის წინამძღვრის, მამა ამბროსის ლოცვა-კურთხევით ამ ეპარქიაში გადმოვედი. ეკლესიური ცხოვრება ქუთაისში დავიწყე. მამა ილიამ გვაზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. ჯერ ჩემი ძმა, ახლა უკვე მამა პავლე, წამოვიდა თელეთის მონასტერში სულიერი მოძღვრის კურთხევით, რამდენიმე თვის მერე მე ჩამოვედი. შობის მარხვა მონასტერში დავყავი, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა მონასტერში დარჩენა. ჩემი ადგილი აქ ვიპოვე. აღვიკვეცე ბერად. თელეთში დაახლოებით 7 წელი ვიცხოვრე.
ხორციელი ძმები მამა მოსე და მამა ნიკოლოზი
ვცდილობთ, დავიცვათ მონასტრული ტიპიკონი. ბერობა რთულია და ტკბილიც. ბერობა ცხოვრების წესია. დედაეკლესიის და მოძღვრის მორჩილი უნდა იყო. მორჩილება უდიდესი სათნოებაა. მორჩილება გვმართებს სასულიერო პირებსაც და ერისკაცთაც. შვილი მშობელს უნდა დაემორჩილოს, მორჩილი - მოძღვარს და ასე შემდეგ.
კუპრაშვილი ნიკოლოზი ბერი. აღკვეცა თელეთში, მოღვ. ჭივჭავი (თეთრიწყარო) მთავარანგელოზთა სახელობის ტაძართან არსებული მამათა მონასტრი 2008 წლის მდგომარეობით