
თავაძე დავით დეკანოზი 2021წ. ფოტო თბილისი, ოქროყანის ღვთისმშობლის ხარების ტაძარი
საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
20 მარტს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გელა თავაძე და სახელად დავითი უწოდა. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.12
აღკვეცები და ხელდასხმები
7 სექტემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ დავით თავაძეს. მღვდელი დავითი სხლათის ეპარქიაში იმსახურებს.

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით სპარსული ენა და ლიტერატურა.
2011 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია და მიენიჭა საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1998-2005 წლებში იყო პედაგოგი-ტრენერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის გასაძლიერებლად“;
2006-2007 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლაში, 2007-2008 წლებში — თბილისის წმიდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში;
2011-2014 წლებში — თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგი.
2010 წლიდან დღემდე არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის წმინდა წერილისა და დოგმატიკის ლექტორი.
სასულიერო ცხოვრება:
2012 წელს აკურთხეს მღვდლად, 2014 წელს აღიყვანეს დეკანოზის ხარისხში. მსახურობდა სიონის საკათედრო ტაძარში, ამჟამად სოლოლაკის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია.