ქიტიაშვილი ანტონ ვასილის ძე მღვდელი
ქიტიაშვილი ანტონ ვასილის ძე 1883-1917წწ წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (თიანეთის მაზრა) 1903წ. ერკოტა (ასპინძა) მაცხოვრის ეკლესია
1883 წელს დაიბადა. 1898-1902 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1902 წლის 5 სექტემბერს ერკოთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1903 წლის 20 ივნისს ქვემო ხოდაშენის სწმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.
1905 წლის 3 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა. ამავე წლის 19 სექტემბერს კიშლახის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.
1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1910 წლის დასაწყისში ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი ანტონი
1917 წლის 3 თებერვალს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.