საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.24
ფოტოს აღწერვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად 1980წ
კიკვიძე ილია დეკანოზი, გარდ. 2007წ. საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2007. 18-24 იანვარი, N2(402), გვ.6
საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2007წ გვ. 6
გარდაიცვალა დეკანოზი ილია კიკვიძე
დეკანოზი ილია კიკვიძე დაიბადა 1948 წლის 7 ნოემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში. 1981 წელს დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, ხოლო 1994 წელს გელათის სასულიერო აკადემია. 1979 წლის 15 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა შიომ (ავალიშვილი) აკურთხა დიაკვნად, 1981 წელს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (მახარაძე) - მღვდლად. 1982-1983 წლებში მოღვაწეობდა მოწამეთის მონასტერში. 1983 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმ სახური. 1986 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1996 წელს გამშვენიერებული ჯვრით, ხოლო 2000 წელს მიტრით დააჯილდოვეს. ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს დეკანოზ ილია კიკვაძის სული.

ქვედა რიგში მარცხნიდან დეკანოზი ილია კიკვიძე, დეკანოზი რევაზ მოსეშვილი, დეკანოზი თეიმურაზ არველაძე, ზედა რიგში დიაკონი ანტონ ოჩიგავა, დეკანოზი გიორგი გაბუნია, დეკანოზი ავთანდილ გრძელიძე. ქ. ქუთაისი 2005წ.