თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ივანიძე ივანე - მღვდელი.
XVIII-ს. არზიდან;
სრულად ნახვა
ივანიძე გიორგი მღვდელი 1915წ. დიცი (გორი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
1937-1938 წლების რეპრესიების ტალღამ ურბნისაწყურის ეპარქიასაც გადაუარა. გარდა ოფიციალურად მოქმედი მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაინდეს არც განმოსილი სამღვდელოება, რომელთაც მიტოვებული ჰქონდათ ეკლესიაში მსახურება და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. ასეთები იყვნენ: ცხინვალის რაიონის, სოფელ ქურთაში მცხოვრები მედავითნე კირილე ანტონის ძე ბასიშვილი; ცხინვალში მცხოვრები მღვდელი ელისე ზაქარიას ძე კვანჭახიძე; ქ. გორში მცხოვრები მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე; გორის რაიონის, სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები მღვდელი ვასილ გიორგის ძე კულუმბეგაშვილი; ბორჯომში მცხოვრები მღვდელი იოსებ გიორგის ძე ჯომარჯიძე; გორის რაიონის, სოფელ დგვრისში მცხოვრები მღვდელი გიორგი ივანიძე; ახალციხის რაიონის, სოფელ არალში მცხოვრები, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, პასტორი გაბრიელ პავლეს ძე გოზალაშვილი
მონაზონი ელისაბედი (ივანიძე) — 50 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა. მიღებული აქვს შინაური განათლება. აღკვეცილია მონაზვნად 1921 წელს. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში ნამყოფია.